ბიზნეს სიახლეები
თიბისი ბიზნესმა ბათუმში, აჭარის ტურისტული სექტორისთვის სტუმარმასპინძლობის საკითხებზე ტრენინგი გამართა
ბიზნეს ბლოგი
05 აპრილი 2024
visibility 2583



თიბისი ბიზნესის ორგანიზებით ტრადიციული შეხვედრების სერია გრძელდება. ამჯერად ტრენინგი ბათუმში, სტუმარმასპინძლობის სფეროში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის გაიმართა, რომელსაც  ბათუმის „რუმსის“ გენერალური მენეჯერი, ელენე მიროიანი უძღვებოდა.  

 აჭარა ტურიზმის დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ არსებობს:   

  • საზღვაო ტურიზმი 

  • სამთო-სათხილამურო ტურიზმი 

  • კულტურული ტურიზმი 

  • სათამაშო ტურიზმი 

  • საქმიანი ტურიზმი 

  • ეკო ტურიზმი 

  • ტურიზმი სოფლად 

  • საკრუიზო ტურიზმი 

  • ღვინის ტურიზმი 

  • ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი 

  • გასტრონომიული ტურიზმი.

 

A person standing in front of a projection screen 
Description automatically generated 

ყველა ამ მიმართულებას სერვისთან ერთად კიდევ ერთი მყარი ბაზა სტუმარ-მასპინძლობა აერთიანებს, ტურიზმის ენაზე კი ჰოსფითალითი. 

„სერვისი ეს არის ის სტანდარტული ტრანზაქცია, რომელსაც ვიღებთ თანხის სანაცვლოდ, როდესაც მივდივართ, მაგალითად რესტორანში.  

ჰოსფითალითი კი არის ის დამატებითი ნაბიჯი (EXTRA MILE), რომელსაც მომხმარებელი ელოდება ჩვენგან“, - ასე განმარტა ჰოსფითალითი ელენე მიროიანმა ტრენინგზე „სტუმარმასპინძლობა დახვედრიდან მართვამდე“. 

ელენემ მოწვეულ სტუმრებთან ჰორეკასა და სასტუმროს თანამშრომლებთან  სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხვებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და ამ დარგში  მიღებული გამოცდილება გაუზიარა მათ.  

A person in a black suit 
Description automatically generated 

 

„დღეს ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური ნაწილი. მხოლოდ სერვისის მიწოდება აღარ არის საკმარისი. მომხმარებლები ბევრად უფრო მომთხოვნები არიან, ბევრად უფრო განათლებულები და სერვისებთან დაკავშირებით მაქსიმუმს და მეტ სიახლეებს ითხოვენ. 

თითქოს მსოფლიო აჩქარებულია  და ყველაფერი გვინდა უფრო სწრაფად იყოს, სწრაფად მივაღწიოთ მიზანს, სწრაფად დავწინაურდეთ, სწრაფად წავიდეთ წინ, ჯენზის განსაკუთრებით ახასიათებს ეს მიდგომა, ყველაფერი გუშინ უნდათ. თუმცა ყველაფერს მაინც თავისი დრო აქვს და გამოცდილებას კიდევ თავისი როლი“, - თქვა ელენე მიროიანმა ტრენინგზე.  

ასეთ სწრაფ რიტმში განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს ემოციური ნაწილი და სწორი კომუნიკაცია, რითაც შესაძლებელია მომხმარებლის მოპოვება და შენარჩუნება.  ეს დეტალები გადამწყვეტი მომენტია ბიზნესის კეთების დროს. 

„ჩვენი ამოცანაც თავიდანვე ეს იყო, რომ რაღაცა სხვა შეგვექმნა. ქართული სტუმარ-მასპინძლობა რომ ტრადიციაა და სტუმარი ღვთისაა ყველამ ვიცით, მაგრამ დრომ მოითხოვა სხვაგვარი ფორმა, მარტო სტუმარ-მასპინძლობა აღარ არის საკმარისი, მას გვერდით უნდა დაუყენო შესაბამისი სერვისი, კომუნიკაცია, სწორი მართვა და მენეჯმენტი და საბოლოოდ მივიღებთ ჰოსფითალითის, რომელსაც საბოლოოდ მოჰყავს სტაბილური მომხმარებელი“ - ამბობს ელენე.  

 

A group of people sitting in chairs 
Description automatically generated 

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ჰოსფითალითი მომსახურების სფეროში რას ცვლის ის და რა შედეგები მოაქვს?  

ელენე ამბობს რომ სტაბილური მომხმარებლის შეძენა შეუძლია ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი.  

ფართო მასშტაბში კი ის გაზრდის მომსახურების სფეროს ხარისს, ტურისტების კმაყოფილებას და ბიზნესის წარმატებას.  

მომხარებელთან ურიერთობის დროს არანაკლებ პრიორიტეულია ადგილობრივი ტურიზმი. ელენე ამის შესახებ რუმსში მიღებულ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით საუბრობს:  

„პანდემიის პერიოდის შემდეგ, როდესაც შემსუბუქდა რეგულაციები, მაგრამ მაინც შეზღუდული იყო და ფრენები არ ხორციელდებოდა, თბილისის რუმსში, მაშინ ჯერ კიდევ არ გვქონდა გახსნილი ბათუმში, ეს რთული პერიოდი გადავიტანეთ ადგილობრივი მომხმარებლების დახმარებით.  

ამიტომ არის მნიშნველოვანი ნებისმიერ პროდუქტის შექმნისას წინასწარ განსაზღვრო ვისთვის იქმნება და ეცადო რომ ადგილობრივი მომხმარებელიც იყოს ჩართული მასში, რადგან ბიზნესის მხოლოდ უცხოურ ტურისტზე გათვლა არ ამართლებს“.    

 

A group of women standing in a line 
Description automatically generated 

როგორც თიბისის სერვისის ექსპერტი ბიზნეს მხარდაჭერის გუნდიდან თამარ მიქაია ამბობს, სწორედ ასეთი მიდგომები და ამ მიდგომების სწავლებაა ყველაზე მნიშნველოვანი ბიზნესის განსავითარებლად გრძელვადიან პერსპექტივაში: 

თამარ მიქაია: „თიბისი ბანკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ის, რომ საკუთარ მომხმარებელს გაუმარტივოს თავისი ბიზნეს საქმიანობა და ბიზნესების ოპერირება, შესაბამისად ჩვენ ხშირად ვატარებთ ასეთი ფორმატის შეხვედრებს, სადაც სხვადასხვა ტიპის ბიზნესებს მათთვის საინტერესო საკითხებზე პროფესიონალებთან ერთად ვუზიარებთ გამოცდილებას“. 

ინგა კახიძე, რომელიც ქობულეთში საოჯახო ტიპის სასტუმროს მფლობელია და 10 წლიანი გამოცდილება აქვს ამ საქმეში ამბობს, რომ მსგავსი ტრენინგები მართალია აძლევს გარკვეულ ცოდანს თავის მომხმარებლებთნ ეფექტური კომუნიკაციისთვის, ასევე ახალი კავშირების შესაძლებლობას, მაგრამ ჯერ კიდევ მოუგვარებელ და მთავარ პრობლემად ისევ რჩება  ინფრასტრუქტურა.  

„ინფრსტრუქტურა, ყველგან ყველაზე პირველი პრობლემაა, თუნდაც ზღვაზე შეზლონგების სერვისის არ ქონა. სეზონი გვაქვს მოკლე და ისიც შუა პერიოდში იწყება, საოჯახო ტიპის სასტუმროს მფლობელები მაქსიმალურად ვცდილობთ გავაკეთოთ ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე და ჩვენ თვითონ შევუქმნათ სტუმრებს პირობები“.  

 

2023 წელს აჭარას 4.3 მილიონზე მეტი შიდა და საერთაშორისო ვიზიტორი ჰყავდა, რაც ასეთი მაღალი შედეგი პირველად დაფიქსირდა რეგიონში. ამავე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ტურიზმიდან 4.1 მილიარდი დოლარი შემოუვიდა საქართველოს.  საქსტატის მონაცემებით აჭარა თბილისისის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს უცხოელი ვიზიტორთა მონახულების კუთხით, ხოლო მესამე ადგილს - ადგილობრივ ტურიზმში, რას იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი ტურისტები ყველაზე ხშირად თბილისს, იმერეთს და აჭარას სტუმრობენ.