ბიზნეს სიახლეები
ყველაფერი ბიზნესისთვის
ბიზნეს ბლოგი
24 ივლისი 2024
visibility 1280


ბიზნესის მხარდასაჭერად, თიბისი ბიზნესმა მნიშვნელოვნად გააფართოვა მომსახურების არეალი და თავისი მომხმარებლებისათვის, საბანკო სერვისების სრული სპექტრის გარდა, საგანმანათლებლო, მედია და სხვა მიმართულებებიც მოიცვა. ამ სიახლის კომუნიკაციისთვის, სააგენტო Playmakers-თან ერთად, მასშტაბური კამპანია შეიქმნა, რომელიც სხვადასხვა ციფრულ არხში გავრცელდება. „ყველაფერი ბიზნესისთვის“ – კამპანიის ეს მამოძრავებელი ფრაზა თიბისი ბიზნესის იდენტობის ნაწილადაც იქცა. ახალი გზავნილი ზუსტად ასახავს თიბისი ბიზნესის პოზიციონირებას – ის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არამხოლოდ ფინანსურ პროდუქტებისა თუ სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს, არამედ მათი განვითარებისთვის საჭირო არაფინანსურ მომსახურებებსა და პროექტებსაც აერთიანებს.


მთლიანობაში, თიბისი ბიზნესის სერვისები მოიცავს: მობალ და ინტერნეტ ბანკს, ბიზნესსესხს, ბიზნეს ნაკრებს, გადახდის სისტემებს, ბიზნესგანათლებას, აგროსესხს, სტარტაპსესხს, ანაბრებს, დოკუმენტურ ოპერაციებს, მედია მხარდაჭერას, ბიზნესდაჯილდოებას, ხუთშაბათის შეხვედრებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად განკუთვნილ სახელმწიფო პროექტებს. კამპანიის დეტალებზე Playmakers-ის მმართველი პარტნიორი და თიბისი ბიზნესის სეგმენტები მართვის ლიდერი ვეფხია ლომინაშვილი გვესაუბრნენ.

როგორ ვითარდებოდა თიბისი ბიზნესის პროდუქტები, რამაც საფუძველი ჩაუყარა ამჟამინდელი კამპანიის მთავარ გზავნილს „ყველაფერი ბიზნესისთვის“? 

ვეფხია ლომინაშვილი: ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდებით, რა გამოწვევებს აწყდება ბიზნესი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე და მუდმივად ვქმნით ისეთ პროდუქტებსა და პროექტებს, რაც მათ ზრდაში შეუწყობს ხელს. ჩვენი მისიაა ვიყოთ იმ ძლიერი ბიძგის შემქნელი, რომელიც ბიზნესებს ესაჭიროებათ განვითარების გრძელ გზაზე. ამ მხარდაჭერის საჭიროება განსაკუთრებით  ნათლად გამოჩნდა პანდემიის პერიოდში, როდესაც ბიზნესებს ახალ რეალობასთან მოუწიათ შეჯახება და უწყვეტობის ჯაჭვის სწრაფად აღდგენა დიდ გამოწვევად იქცა. აქედან გამომდინარე, დღეს გვაქვს მოცემულობა, როცა თიბისი ბიზნესმა ყველა საფინანსო და არასაფინანსო პროდუქტს ერთად მოუყარა თავი. ახალი კამპანიაც სწორედ ამაზე ესაუბრება ფართო აუდიტორიას და ამცნობს, რომ თიბისი ბიზნესი უზრუნველყოფს ყველაფერს, რა მხარდაჭერაც შეიძლება ესაჭიროებოდეს ბიზნესს.

ბიზნესისთვის ყველაზე აქტუალური ყოველდღიური ოპერაციები. შესაბამისად, მომხმარებელი დიდ ყურადღებას აქცევს იმას, თუ როგორ ვეხმარებით მას ყოველდღიური ტრანზაქციების შესრულებაში. ასევე, ბანკის შერჩევისას, განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ფინანსებზე ხელმისაწვდომობა – სადაც სიმარტივეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

რა იყო Playmakers-ის შემოქმედებითი გუნდის მთავარი ამოცანა და როგორ მიხვედით კონცეფციამდე?

კოკა ქამუშაძე: ჩვენი გუნდის ამოცანა იყო მაქსიმალურად ლაკონურად და ადვილად დასამახსოვრებელი გზით, თიბისის ბიზნესის მიერ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ღირებულებები, სერვისები და პროექტები გაგვეერთიანებინა და კამპანიის სახით გადმოგვეცა.

კამპანიის კონცეფცია აეწყო იმ იდეაზე, რომ არ აქვს აზრი თიბისი ბიზნესის სერვისების ჩამოთვლას და საზოგადოებასთან თითოეულ პროექტზე საუბარს, რადგან აქ არის აბსოლუტურად ყველაფერი, რაც შეიძლება დასჭრიდეს ბიზნესს. კამპანიის დახმარებით, აუდიტორიას ვეუბნებით – ნუ დაიწყებთ კითხვების დასმას, აქვს თუ არა თიბისი ბიზნესს ესა თუ ის კონკრეტული მიმართულება, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხი დადებითია.

ვეფხია ლომინაშვილი: კამპანიის მიზანია, მიაწვდინოს ხმა საზოგადოებას, რომელმაც შეიძლება სრულყოფილად არ იცოდეს სერვისებისა და მხარდაჭერის იმ ფართო სპექტრზე, რასაც თიბისი ბიზნესი სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესს. შესაბამისად, მათი ინფორმირება ბევრად გაზრდის მომხმარებელთა კმაყოფილებას, რადგან შესაძლებლობა მიეცემათ უფრო აქტიურად ისარგებლონ ჩვენი სერვისებითა და პროექტებით. კამპანიის ფარგლებში, თიბისი ბიზნესის სერვისებს გაეცნობიან და გაიგებენ, რომ აქ ერთ სივრცეშია თავმოყრილი ყველაფერი, რაც სჭირდებათ. ამავდროულად, კამპანიის კონცეფცია მაყურებელს ამცნობს, რომ მას არ სჭირდება პროდუქტების კალათაში რაიმეს ძიება, რადგან აქ აბსოლუტურად ყველაფერი არის ბიზნესისთვის.

რაზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა კამპანიის მთავარი გზავნილი?

კოკა ქამუშაძე: „ყველაფერი ბიზნესისთვის“ – ეს გზავნილი კამპანიისთვის შეიქმნა, თუმცა სრულყოფილად გადმოსცემს იმ გეზს, რაც თიბისი ბიზნესს აქვს არჩეული, ბიზნესების ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად. თიბისი ბიზნესის ეს მიდგომა წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, ერთი მხრივ, ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება, მეორე მხრივ, ბიზნესის მაქსიმალური მხარდაჭერა. ასევე, ყველა საჭირო სერვისის შეთავაზება, რაც სცდება საბანკო სერვისებს და მოიცავს განათლებას, ბიზნესის განვითარებას, პოპულარიზაციას – ყველაფერს, რაც ბიზნესს ზრდასა და პროგრესში შეუწყობს ხელს. ვეცადეთ, სწორედ ეს მიდგომა გადმოგვეცა კამპანიის საშუალებით.

სწორედ ამიტომ არის კამპანიის სლოგანი მარტივად ფორმულირებული – „ყველაფერი ბიზნესისთვის“. ვფიქრობთ, სამომავლოდ, ეს გზავნილი ბევრად დიდ მასშტაბს შეიძენს, ვიდრე კამპანიის გზავნილია და მთლიანად გამოხატავს თიბისი ბიზნესის ხედვასა და ფუნდამენტს.

რა შეიქმნა კამპანიის ფარგლებში?

კოკა ქამუშაძე: კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ერთი მთავარი ვიდეორგოლი, რომლის სიუჟეტშიც წარმოსახვით სივრცეს ვხედავთ, სადაც ბიზნესების წარმომადგენლები თიბისი ბიზნესთან სხვადასხვა საჭიროებით მიდიან. პასუხს კი უტრირებულად და ძალიან სწრაფად იღებენ, იმდენად სწრაფად, რომ შესაძლოა ვერც კი გაიგონ, ზუსტად რას ეუბნებიან. ვიდეორგოლში ფუტურისტული და ჰიპერტროფირებული სამყაროა შექმნილი. მთავარი აზრი ისაა, რომ სერვისის შესახებ დეტალების გაცნობა შესაძლებელია, თუმცა ამას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, რადგან თიბისი ბიზნესს ყველაფერი აქვს.

ვიდეორგოლის გარდა, შეიქმნა ვიზუალური სტილისტიკა და ბევრი მცირე მრავალფეროვანი კონტენტი, რომელიც სხვადასხვა საკომუნიკაციო არხში გაიშლება.