ბიზნეს სიახლეები
საჭიროებებზე მორგებული მომსახურება — თიბისის სტარტაპ ნაკრები ახალი ბიზნესებისთვის
on.ge
11 იანვარი 2022
visibility 10783

რას შეიძენთ 5 ლარად? 

როცა საქმე არა თქვენს სურვილებს, არამედ თქვენი ახალბედა ბიზნესის საჭიროებებს ეხება, გადაწყვეტილების მიღება ამ საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება. საქმიანობის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე კი ალბათ უმეტესობა საბანკო სერვისებს ეხება. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სულ ცოტა ხნის წინ თიბისიმ, თავისი პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში, ახალი და მრავალფეროვანი ნაკრები შექმნა და შეეცადა, ყველა საჭირო საბანკო მომსახურება ხელსაყრელ ფასად — თვეში მხოლოდ 5 ლარად — შეეთავაზებინა ქართული ბიზნესებისთვის. 

"სტარტაპ ნაკრები დამწყები ბიზნესების მხარდასაჭერად შევქმენით და მთლიანად მოვარგეთ მათ საჭიროებებს", - ჰყვება თიბისის ბიზნესის მხარდაჭერი გუნდის წარმომადგენელი, სოფო კახიძე, - "შედეგად ისინი უკვე შეძლებენ საბანკო სერვისების ნაკრები თვეში მხოლოდ 5 ლარად გამოიწერონ"

სტარტაპ ნაკრებში შედის საბანკო ანგარიში, ვიზა ბარათი, უფასო ინტერნეტ და მობაილ ბანკი, დიჯიპას აპლიკაცია, SMS სერვისი და კომუნალურების 5 უფასო გადახდა. 

ნაკრების გამოწერის შემთხვევაში სტარტაპერებს დამატებით შეუძლიათ ისარგებლონ სამ თვიანი შეღავათით პოს ტერმინალისა და თიბისი ელ-კომერციის ყოველთვიურ (შევსებად) საკომისიო გადასახადზე. ტერმინალით კი შეძლებენ მიიღონ ბარათით გადახდები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომხმარებლისთვის გადახდის გამოცდილებას. 

ხოლო ვებგვერდზე ელ-კომერციის მარტივად ინტეგრაციით, მომხმარებელს შესთავაზებთ ონლაინ შოპინგისას გადაიხადოს მისთვის სასურველი მეთოდით: ბარათით, მობაილ ბანკით, ქიუარით, Apple Pay-თ, ერთგული ქულებით, ონლაინ განვადებით. 

სტარტაპ ნაკრების VISA ბარათის გამოყენებით მომავალი სამი თვის განმავლობაში შესაძლებელია Facebook-ის რეკლამაზე 10 %-იანი ქეშბექის მიღება. რეკლამაზე დახარჯული ჯამური თანხის 10 % ჩაგერიცხებათ ყოველი თვის ბოლოს ამავე ბარათზე. ქეშბექის მაქსიმალური ლიმიტია 100$-ის ექვივალენტი. 

გამოიწერე სტარტაპ ნაკრები: bit.ly/Startup-pack

“ჩვენ ძალიან გვეამაყება, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის გასაძლიერებლად, Visa საინტერესო შესაძლებლობებს, ერთგულ პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში ქმნის. Visa-სა და თიბისი ბანკის ერთობლივი ძალისხმევა მიმართულია ახალგაზრდა ბიზნესების მხარდაჭერაზე, რომელიც ითვალისწინებს საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და ქეშბექ წამახალისებელი აქციის შეთავაზებას Visa ბარათის მფლობელებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ აღნიშნული ინიციატივა, ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნეს, მათ გაციფრულებას და ელექტრონული გადახდების მეთოდებს უფრო მოსახერხებელს და ხელმისაწვდომს გახდის“ - დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში. 


და მაინც — რა სარგებლის მომტანია ნაკრები დამწყები ბიზნესებისთვის? 

ბიზნესში სიტყვა მოგების ტრადიციული გაგების გარდა სხვა ბევრი მნიშვნელობაც არსებობს, თუმცა, მათგან ორი ყველაზე მთავარია — დროის და ფინანსური მოგება. ნაკრები, რომელიც თავის თავში რამდენიმე სერვისს აერთიანებს და სიმბოლურ ფასადაა წარმოდგენილი, სტარტაპებს სწორედ ამ ორი სახის მოგებას სთავაზობს. დაზოგილი რესურსები კი ბიზნესებს შეუძლიათ, სხვა საჭიროებებისაკენ მიმართონ. ეს ყველაფერი, ცხადია, ქართული სტარტაპის ეკოსისტემაზე, მის გაჯანსაღებაზე, აისახება. 

"სტარტაპერი არის თიბისის პროგრამა, რომლის მიზანია სტარტაპების მხარდაჭერა და ქვეყანაში ბიზნესის დაწყების პოპულარიზაცია", — ხსნის სოფო, — "მეტი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად კი საჭიროა ქვეყანაში გაუმჯობესდეს სტარტაპ გარემო — სტარტაპის კეთება იყოს ხელსაყრელი, მარტივი და ხელმისაწვდომი. ჩვენ მუდმივად ვუსმენთ და ვიღებთ უკუკავშირს არსებული მომხმარებლებისგან და საჭიროების დანახვისთანავე ვიწყებთ შეთავაზებების განახლებაზე და დახვეწაზე მუშაობას". 


სტარტაპერი, როგორც დამწყები ბიზნესების გულშემატკივარი 

სტარტაპერი უკვე 5 წელია, რაც არსებობს და დამწყები ბიზნესებისთვის ადრეც არაერთი საინტერესო და საჭირო პროდუქტი შეუთავაზებია. ამდენად, საინტერესოა, როგორ შეხვდნენ პროგრამის ერთგული მომხმარებლები სიახლეს. 


"სტარტაპ ნაკრების გაშვების დღიდანვე გამოჩნდა ახალი პროდუქტით კმაყოფილება და მნიშვნელოვნად გაზრდილი დაინტერესება", — აღნიშნავს სოფო, — "ახალი სტარტაპ ნაკრების მეშვეობით დამწყებ ბიზნესებს უკვე შეუძლიათ საბანკო სერვისების მარტივად და ხელმისაწვდომად მიღება".

გამოიწერე სტარტაპ ნაკრები: https://bit.ly/Startup-pack