ბიზნეს სიახლეები
გრძელვადიანი სესხი თიბისისგან მზის პანელებზე - უფასო ელექტროენერგია დღეს
ბიზნეს ბლოგი
02 ნოემბერი 2022
visibility 4662


მზის პანელების ხელმისაწვდომობისა და ბიზნესების ენერგოდამოუკიდებლობის ხელშეწყობისთვის თიბისი კომპანიებს გრძელვადიან სესხს სთავაზობს.  

რა უპირატესობები აქვს მზის ენერგიას - მზისგან მიღებული ენერგია განახლებადია და მუდმივი, ეკოლოგიური თვალსაზრისით მზის პანელების გამოყენება გონივრული გადაწყვეტილებაა, შესაძლებელია ფინანსური სარგებლის მიღება; გაძლევს საშუალებას, იყო დამოუკიდებელი და რაც მთავარია, გაწეული ხარჯები არ არის მაღალი, მზის პანელები ელექტროენეგიის ხარჯს 75%-ით ამცირებს. 

 

თიბისი მომხმარებლებს გრძელვადიან ბიზნეს სესხს სთავაზობს მზის პანელების შეძენის მიზნობრიობით. კომპანია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მოხმარებლებისთვის არაერთ ბენეფიტს აწესებს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი პროექტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს: 

  • სესხის პროცენტის სუბსიდირებით სესხის სრულ ვადაზე (რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%) (აწარმოე საქართველოში);
  • სესხის პროცენტის სუბსიდირებით მაქსიმუმ 48  თვის განმავლობაში 11%-ის ოდენობით (სოფლის განვითარების სააგენტო);
  • EBRD-ის cash back-ით (10-15%);
  • ინდივიდუალური დაფარვის გრაფიკით საშეღავათო პერიოდის გათვალისწინებით (მაქსიმუმ 24 თვე).

 

“გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ მომხმარებლების ცნობიერების ამაღლებაში და ხელი შევუწყოთ კომპანიებს, განახორციელონ ფინანსურად მომგებიანი გრძელვადიანი ინვესტიციები. გასათვალისწინებელია ელექტროენერგიის მზარდი ტარიფიც, რაც ბიზნეს დანახარჯებზე პირდაპირპროპორციულად აისახება. მზის სადგურით გამომუშავებული ელექტროენერგია ბიზნესებს მისცემს შესაძლებლობას, შეიმცირონ საოპერაციო ხარჯი, მოიპოვონ ენერგოდამოუკიდებლობა და მეტიც, ჭარბად გამომუშვებული ელექტროენერგიით გაიჩინონ დამატებითი შემოსავლის წყარო”, — აცხადებს კობა ქუთათელაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგის სერვის ექსპერტი.

 

განხორციელებული ინვესტიცია გულისხმობს ელექტროენერგიაში დაზოგილი დანახარჯის მიმართვას სესხის ყოველთვიურ გადასახადში, ხოლო 7-10  წლის შემდეგ უფასო ელექტროენერგიის გამომუშავებას. პროექტი კი  განსაკუთრებით საინტერესო იქნება ისეთი ბიზნესებისთვის, როგორებიცაა საწარმოები, სასტუმროები, სამედიცინო კლინიკები, სასათბურეები და სამაცივრე მეურნეობები და სხვა.

 

პროექტში თიბისისთან ერთად ჩართულია ქართული კომპანია Geo-Energy, რომელიც უკვე მრავალი წელია უზრუნველყოფს მზის ენერგოსადგურების პროექტირება-დიზაინს, მშენებლობა-მონტაჟსა და საგარანტიო მომსახურებას.

 

კომპანია ახორციელებს მზის სადგურის მონიტორინგს პირველი წლის განმავლობაში და გაძლევთ გამომუშავებული სიმძლავრის გარანტიას (ე.წ. Performance Guarantee) 12 თვის განმავლობაში — იმ შემთხვევაში თუ პირველი 12 თვის განმავლობაში მზის მიკრო ელექტროსადგურმა ვერ გამოიმუშავა წინასწარ დათვლილი ელექტროენერგია, მაშინ კომპანია საკუთარი სახსრებით ზრდის სიმძლავრეს და უზრუნველყოფს მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევას. თავად მზის პანელებზე ვრცელდება 15 წლიანი ქარხნული გარანტია.  რაც მთავარია, კომპანია, აპლიკაციის საშუალებით, გამომუშავებული ელექტროენერგიის 24-საათიანი კონტროლის შესაძლებლობასაც გაძლევთ. 

კომპანიის დამფუძნებელი, ლევან აბაშიძე აღნიშნავს, რომ თიბისის შემოთავაზება ერთგვარი ბიზნესპროექტია, რომლითაც ბანკი მოხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ დაზოგვას, არამედ შემოსავლის წყაროსაც.

 

“მზის პანელებით სარგებლობა ზოგიერთ ბიზნესს მომხიბლავ წინადადებად არ ეჩვენებოდა, რადგან აქამდე პირველი 5 წელი სესხის დაფარვას სჭირდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლოთ უფასო ელექტროენერგიით სარგებლობა. თიბისის ამ პროდუქტის დახმარებით კი ამიერიდან მომხმარებლები მზის ენერგიის უპირატესობებით დღესვე ისარგებლებენ. ახლა ვაძლევთ ბიზნესებს იმას, რაც, სხვა შემთხვევაში, 5 და 10 წელიწადში უნდა მიეღოთ”, — განმარტავს ლევანი.

 

თიბისი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის  ხელშეწყობას “მწვანე“ ინვესტიციის განხორციელებაში და მხარს დაუჭერს კომპანიებს, გახადონ საკუთარი საქმიანობა ეკომეგობრული.