ბიზნეს სიახლეები
გაიცანით ბიზნესდაჯილდოების მონაწილეები ნომინაციაში „Საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობისთვის“
ბიზნეს ბლოგი
26 ოქტომბერი 2021
visibility 3664


ლოიალტე


„ლოიალტე“ არის ბიზნეს პროცესების აუთსორსერი კომპანია და აერთიანებს 50-მდე სხვადასხვა სერვისს როგორც ძირითადი, ისე შვილობილი ბრენდების მიმართულებით. კომპანია სრულად ქართული ბრენდია, რომელიც სულ რაღაც 3.5 წელია რაც შეიქმნა და დღეის მდგომაროებით, 55-მდე პროფესიონალს ასაქმებს, წარმოდგენილია 3 ფილიალით (2 თბილისში, 1 ბათუმში). „ლოიალტე“ აერთიანებს 5 ქვებრენდს:  erudio - საგანმანათლებლო ჰაბი,  hiro - დასაქმების ციფრული პლატფორმა,  contractor - იურიდიული მიმართულება, altera - ციფრული სოლუშენები, dasta - ინფორმაციის შეგროვება და ანალიტიკა.  „ლოიალტეს“ მომსახურება ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კომპანიის განვითარებას რეგიონებში. კომპანია ემსახურება რამდენიმე ასეულ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს. „ლოიალტეს“ საშუალო და გრძელვადიანი მიზნებია ბრენდის ქვეყნის გარეთ პენეტრაცია.

ასევე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბიზნესსაკონსულტაციო მიმართულებას (Loialte Strategy), რაც გულისხმობს ბიზნესის ზრდასა და განვითარებასთან დაკავშრებულ საკითებს. 2021 წელს კომპანიამ თანამშრომლობა დაიწყო  აჭარის ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სავაჭრო ქსელთან - „ნაზილბე“, რომელიც წარმოდგენილია 15 ფილიალით და კონკურენციას უწევს ქვეყნის ყველაზე წარმატებულ და წამყვან (მათ შორის საერთაშორისო) ბრენდებს. „ნაზილბესთან“ თანამშრომლობის ფორმატი ექსპერიმენტულია, ვინაიდან, გარდა სტანდარტული საკონსულტაციო ფორმატისა, „ლოიალტეს“ გუნდი, ნაწილობრივ, ჩაერთო კომპანიის მართვის პროცესში, რაც გულისხმობს ყოველდღიურ საოპერაციო საკითხებში ჩართულობას და მხარდაჭერას კომპანიის, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით. თანამშრომლობისთვის გამოიყო გუნდი, რომელიც პასუხისმგებელია კონკრეტული დეპარტამენტის სისტემურ მოწყობასა და შემდგომ იმპლემენტაციაზე.  შედეგები შთამბეჭდავია – სულ რამდენიმე თვის შემდეგ, კომპანიამ სტრუქტურულად სრულად გაჯანსაღება და შემოსავლიანობის/მომგებიანობის გაზრდა შეძლო.  


 



შოპშოპი


„შოპშოპმა“ ოპერირება 2020 წლის ნოემბერში დაიწყო. შოპშოპის შექმნის იდეა მისი Shop-in-Shop კონცეფციიდან გამომდინარე გაჩნდა. პროდუქტი იყიდება არა  ბრენდის სახელით, არამედ პოზიციონირდება როგორც ონლაინ შოპინგმოლი. კომპანიის ვებგვერდზე შესული მომხმარებელი, რეალურად, პარტნიორ მაღაზიაში შოპინგობს. იმ ერთწლიან გზაზე, რომელიც „შოპშოპმა“ გაიარა, იყო ბევრი გამოწვევა და ბევრი მათგანი დღესაც გამოწვევად რჩება, თუმცა სტარტაპს  დიდი და რეალისტური მიზნები აქვს. ახლო მომავალში, „შოპშოპს“ ექნება აპლიკაცია, რომელიც იქნება #შოპშოპერის მეგობარი და მაქსიმალურად კომფორტული პლატფორმა. მომავალ წელს, დაგეგმილია პლატფორმის გარდაქმნა უკვე ინტეგრირებულ ეკოსისტემაში, სადაც შოპინგთან ერთად, გაერთიანდება სხვადასხვა სერვისი. როგორც ყველა სტარტაპისთვის, თავდაპირველად, „შოპშოპისთვისაც“ საკმაოდ რთული აღმოჩნდა პარტნიორი ბრენდების დარწმუნება იმაში, რომ გამხდარიყვნენ პლატფორმის ნაწილი. ერთ-ერთი დიდი რითეილერის, - რითეილ გრუპ ჯორჯიასთან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ, სხვა ბრენდების მოზიდვაც უფრო მარტივი გახდა. RGG-მა (RETAIL GROUP GEORGIA) ერთ-ერთმა პირველმა გამოუცხდა ნდობა „შოპშოპს“ და საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი 13-ვე ბრენდი  განათავსა პლატფორმაზე. მოგვიანებით კი, 2021 წლის მაისში, საქართველოში გაიხსნა KIKO MILANO-ს მაღაზია, რომელიც ონლაინ პლატფორმებიდან, ექსკლუზიურად, მხოლოდ „შოპშოპზე“ იყიდება.



 



ანემონე


ოთხი წლის წინ შეიქმნა მცენარეების მაღაზია-სალონი „ანემონე“ – სივრცე, სადაც ადამიანები და მცენარეები ერთმანეთს უმეგობრდებიან. „ანემონეში“ ადამიანებს შეუძლიათ როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის მცენარეების შეძენა. Მნიშვნელოვანია, რომ მაღაზიამ მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელა: სკოლის მოსწავლეებისთვის „შემეცნებითი გაკვეთილები ანემონეში“, პოდკასტების სერია „მწვანე საუბრები“, „აჩუქე მცენარე ქოთნით“ და სხვა. „ანემონეს“ გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს მწვანე და ჯანსაღი გარემოს შექმნაში.  „ანემონეს“ ღირებულებები, ფასეულობები, დამოკიდებულებები, მიზნები და მისწრაფებები ქმნის მცენარეების განსაკუთრებულ მაღაზია-სალონს, რომელიც 4 წლის განმავლობაში ასობით კომპანიის პარტნიორი/მეგობარი გახდა, გაამწვანა სხვადასხვა სივრცე თუ ღონისძიება.



 



 საინვესტიციო ჯგუფი


„საინვესტიციო ჯგუფი“ სამშენებლო-საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დეველოპერულ პროექტს ახორციელებს. კომპანია ოპერირებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. „საინვესტიციო ჯგუფი“ ბაზარზე 2018 წლიდანაა წარმოდგენილი და პარტნიორებს ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს.

„საინვესტიციო ჯგუფის“ ერთ-ერთი პარტნიორი კომპანიაა „შპს ჩემპიონთა სახლია“, რომლის მარკეტინგსა და გაყიდვებზე „საინვესტიციო ჯგუფის“ გუნდმა სრულად შეასრულა. 


 



SavvY


SavvY არის ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია, რომელმაც ბოლო 4 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა, მათ შორის, პანდემიის დროს. კომპანიის მიზანია ადამიანების მხარდაჭერა მათი ბიზნესისთვის საუკეთესო გადაწყვეტების საპოვნელად. გუნდი პროექტებს კერძო სექტორთან, დონორ ორგანიზაციებსა და საინვესტიციო ფონდებთან (მაგალითად USAID, UNDP, Gazelle Finance) ახორციელებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყანაში SME ბიზნესის განვითარებაში, ფინანსების ხელმისაწვდომობაში, საექსპორტო ბაზრის ათვისებასა და პროცესების გაუმჯობესებაში. SavvY-ს  წამყვანი მიმართულებებია: კვლევა და ბიზნესგეგმა, დაფინანსების მოპოვება, ბიზნესის განვითარება, ფინანსური კონსულტაცია და კონკურენტული უპირატესობა. 

უკვე მეორე წელია, რაც SavvY წარმატებით თანამშრომლობს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საინვესტიციო კომპანია Gazelle Finance-თან. დღესდღეობით, საქართველოში, Gazelle Finance-ი SME კომპანიებისთვის არასაბანკო ინვესტიციების მოზიდვის მხრივ, ყველაზე მსხვილი მოთამაშეა. Gazelle Finance-ის წამყვანი პროდუქტი - კაპიტალში ინვესტირება - SME ბიზნესისთვის განვითარებისა და სწრაფი ზრდის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს. თანამშრომლობა, უმეტეს შემთხვევაში, მოიცავს Gazelle Finance-ის საინვესტიციო პორტფელში არსებული კომპანიებისთვის (საშუალოდ 15 სწრაფად მზარდი SME კომპანია) ფინანსური მართვის, ბიზნესის განვითარების, შიდა კონტროლის სისტემების შექმნის ან სრულყოფის მხრივ მხარდაჭერას. ამ თანამშრომლობით Gazelle Finance-ი და SME კომპანიები მუდმივად ინფორმირებულები არიან კომპანიაში არსებული მდგომარეობის შესახებ, შეუძლიათ მომავალი რისკების სწრაფი პროგნოზირება და დასახული ამბიციური მიზნების ნაკლებ დროში მიღწევა. თანამშრომლობის შედეგად, SavvY აქტიურ მონაწილეობას იღებს SME ბიზნესის განვითარებაში. SavvY-ს ბრენდის მიმართ გაიზარდა მომხმარებლების ნდობა, რაც მოკლე ვადაში აისახა შემოსავლის მნიშვნელოვანი ზრდით. 





ლაბარტყავას საკონსულტაციო ჯგუფი


ლაბარტყავას საკონსულტაციო ჯგუფი ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და  პარტნიორებს ბიზნეს და საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. ჯგუფის  ძირითადი მიმართულებაა უცხოელი ინვესტორების დახმარება საქართველოში ბიზნეს საქმიანობაში, ფინანსური და იურიდიული საკითხების მოგვარებაში.  წელს, საკონსულტაციო ჯგუფი წარმატებით თანამშრომლობს ლიეტუვურ კომპანია „ტექვიტასთან“, რომელსაც საქართველოში  რეგიონალური ფილიალის გახსნა სურდა. საკონსულტაციო ჯგუფმა სქართველოში მინიმალური ჩარევის გარეშე დაარეგისტრირა კომპანია, მისთვის დაიქირავა ოფისი და შეარჩია თანამშრომლები. Შედეგად, ლიეტუურმა კომპანიამ საქართველოში დაიწყო  ბიზნესსაქმიანობა, რაც ამ მომენტისათვის, წარმატებით ხორციელდება.