ბიზნეს სიახლეები
ფერმერმა ახალციხეში ყველის წარმოება თიბისის მხარდაჭერით გააფართოვა
ბიზნეს ბლოგი
17 აპრილი 2024
visibility 4538

A group of people making dough

Description automatically generated


სულგუნი ერთ-ერთი უძველესი, ტრადიციული ყველის სახეობაა, რომლის წარმოების კულტურა სამეგრელოსა და სვანეთიდან გავრცელდა საქართველოში. ტრადიციული ცოდნა დროთა განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა, გაფართოვდა სულგუნის დამზადების არეალი და, საბოლოოდ, სულგუნი საქართველოს სხვა რეგიონებშიც გავრცელდა. საქპატენტში რეგისტრაციის შემდეგ, დადგენილი წესების თანახმად, სულგუნის გავრცელების გეოგრაფიული არეალი არის მთელი საქართველო.


A person holding a tray of dough

Description automatically generated

სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა ყველის სხვადასხვა სახეობის წარმოებით. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ რეგიონში არაერთი ყველის საწარმო გაიხსნა, საიდანაც მთელი საქართველოს მოსახლეობა მარაგდება. 

ფერმერმა მალხაზ მურვანიძემ ახალციხეში, თიბისის ფინანსური მხარდაჭერითა და შეღავათიანი აგრო-კრედიტით ყველის წარმოება გააფართოვა. მეწარმე დაახლოებით 5 წელია გამორჩეული ქართული სახეობის ყველს სულგუნს აწარმოებს. მურვანიძის სულგუნი თბილისსა და ბათუმში არსებულ მარკეტებში იყიდება. 

წარმოებისთვის ნედლეულს ადგილობრივი მოსახლეობისგან ყიდულობს, ასეთი კი დაახლოებით 40 ოჯახია. ამბობს, რომ ამ საქმეს სეზონურობა ახასიათებს, ყველაზე კარგი სეზონი ზაფხულშია და ამ დროს ფერმერი საშუალოდ დღეში 1 ტონა ნედლ რძეს გადაამუშავებს. 

A person holding a wooden stick with a white substance

Description automatically generated

მალხაზ მურვანიძის საწარმოში დამზადებული პროდუქცია 100 %-ით ნატურალურია, აკმაყოფილებს სტანდარტებს და სისტემატიურად მოწმდება ლაბორატორიაში. 

თუმცა იმისათვის, რომ წარმოება კიდევ უფრო გააფართოვოს ისურვებდა, რომ გამართული იყოს შესაბამისი ლაბორატორიული სისტემა და მიღებულ იქნას რეგულაციების დიდი ნაწილი.


გაიგე მეტი თიბისის აგრო სესხის შესახებ - https://link.tbc.ge/Agro-Business