წარმატების ისტორიები
Potato.ge - ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა
21 აგვისტო 2020
visibility 1482

ბიზნესის დაწყებაზე ხშირად მოისმენთ მოსაზრებებს, რომ აუცილებლად რაიმე განსხვავებული, არაორდინალურ იდეით უნდა დაიწყო, შექმნა სწორი ბიზნეს მოდელი, ჩართო ინოვაციები და ა.შ თუმცა, Potato.ge იმის ნათელი მაგალითია, რომ მარტივი იდეით, თუმცა გამართული ლოჯისტიკური სისტემით და სწორი მიდგომებით შეიძლება წარმატებას მიაღწიო ისეთ ტრადიციულ მიმართულებაშიც კი, როგორიც კარტოფილის გაყიდვაა.

 

ზაურ დანელიამ მეგობართან ერთად 2018 წელს Potato.ge-ს შექმნა მხოლოდ სოციალური გვერდის შექმნით დაიწყო. მზარდი მოთხოვნის შემდეგ მიხვდა, რომ გაცილებით უფრო სერიოზულად უნდა მიდგომოდა საკითხს და რამდენიმე თვეში ვებ-გვერდი და უკვე შემდგარი ბიზნესი ჰქონდა ხელთ.

 

„ვცდილობთ ადამიანების მიდგომა შევცვალოთ პროდუქტის მიმართ. კარტოფილს უამრავი ჯიში აქვს, ზოგი შეწვისთვისაა განკუთვნილი, ზოგიერთის გემოვნური თვისებები მოხარშვის დროს უფრო უკეთესია. ვწერთ ბლოგებს, სტატიებს და გვსურს ადამიანების ცნობიერება ავამაღლოთ. უკვე 5 ახალი სახეობის კარტოფილი გვაქვს დათესილი და სექტემბრისთვის ჩვენი ასორტიმენტი საგრძნობლად გაიზრდება.“ - გვიყვება ზაურ დანელია.





ვებ-გვერდის მთავარი მომწოდებელი ახალქალაქის ადგილობრივი ფერმერები არიან. სექტემბერიდან - თითქმის ივნისამდე საკუთარი მოსავლით ამარაგებენ მოსახლეობას, შემდეგ კი დანაკლისს ფერმერების დახმარებით ინაზღაურებენ. როგორც ზაური გვიყვება, უსაფრთხოების ზომები და პროდუქციის ხარისხი უმაღლეს დონეზეა აყვანილი. მოწმდება ნიტრატების დონე და ვარგისიანობა, მომხმარებელს კი შეუძლია დაზიანებული ან არასასურველი კარტოფილის მიღების შემთხვევაში მიმართოს Potato.ge-ს ადმინისტრაციას დასახმარებლად. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გვიყვება ასეთი შემთხვევები ყოფილა და რეაგირება ამ დროს მყისიერია, რაც ბაზრის ან უბრალოდ სუპერმარკეტის შემთხვევაში, ფაქტობრივად, გამორიცხულია.

 

პანდემიის პირობებში პირველად სასურსათო პროდუქტებზე მოთხოვნა მყისიერად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ Potato.ge-სთან მიმართვიანობა 10-15-ჯერ მეტი იყო, ლოჯისტიკურმა ხაზმა შეძლო გამკლავება და მარაგების მართვა, მომხმარებელი კარტოფილის გარეშე არ დარჩენილა. საცობების პრობლემის გაქრობის შემდეგ ერთ დღეში 20-დან 50 ადგილამდე გაიაზრდა მიტანის შესაძლებლობა.  მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე მარაგები მალე ამოიწურა, პროდუქტზე კი ფასი გაიზარდა, რაც ბუნებრივი მოვლენაა. Potato.ge-თ კარტოფილის შეძენა სრულიად უკონტაქტოდ, ანგარიშზე გადარიცხვით ხდება. კურიერები ყოველ დილით მოწმდებიან და შესაბამის ნორმებს იცავენ, გამომდინარე აქედან Potato.ge-ს სარგებლობა, როგორც ზაურ დანელია გვიყვება, სრულად უსაფრთხოა.




მომავალში ასორტიმენტი კიდევ უფრო გაფართოვდება და ისეთი სახის ბოსტნეული დაემატება, როგორიცაა: ხახვი, კომბოსტო, სტაფილო და ა.შ, თუმცა ლოჯისტიკის ხარჯის დასაბალანსებლად მისი შეძენა მხოლოდ კარტოფილთან ერთად შეგეძლებათ