წარმატების ისტორიები
Play2Learn - სამყარო, სადაც მეცადინეობა სახალისოა
მარიამ ყანჩაველი
16 სექტემბერი 2020
visibility 1912

მათ, ვინც 90-იანებში ვიყავით მოსწავლეები, კარგად გვახსოვს მეცადინეობის შემდეგ, მკაცრი რეპეტიტორისთვის თუ მშობლისთვის გაკვეთილის ჩაბარებისა და ჩამჭრელ კითხვებზე პასუხის გაცემის არასასურველი პროცესი.  

 

მაშინ ვერავინ წარმოვიდგენიდით, რომ 2 ათწლეულის შემდეგ, საკუთარი ცოდნის შემოწმება, ბავშვებისთვის ვალდებულება და დასაზარი კი არა, სახალისო პროცესი გახდებოდა. ეს გემიფიკაციამ შეძლო, რაც გულისხმობს თამაშის ელემენტების გამოყენებას არა-თამაშის კონტექსტში - მოტივაციის, სასწავლო პროცესში ჩართულობის ზრდისა და ცოდნის გამყარების მიზნით.

 

ირაკლი ალხანაიძემ ქართველი სკოლის მოსაწვლეებისთვის პლატფორმა - Play2learn.ge შექმნა, რომელიც III-X კლასის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს სახალისო გარემოში გაიუმჯობესონ და გამოცადონ სკოლაში თუ მასწავლებელთან მიღებული ინგლისური ენის ცოდნა.

 

სასწავლო წელზე მორგებულითამაშის ელემენტებით გაჯერებული 30 კვირიანი ონლაინ პროგრამა, სახალისო დავალებებსა და კითხვების დეტალურ ახსნას აერთიანებს.

 

პროცესი არატრადიციულია. პლატფორმაზე შექმნილია თამაშთან მიმსგავსებული, ჯადოსნური გარემო, სადაც მოსწავლეს თავგადასავლის მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად  ერთადერთი რამ - ცოდნა სჭირდება. მისი მთავარი მიზანია კეთილი ჯადოქრის, Wizard-ის დავალებების - Quest-ების შესრულების უფლება მოიპოვოს, რაც ცოდნის გამოვლენითა და Quiz-ების შესრულებითაა შესაძლებელი.

 

თითოეული სეზონი კომიქსების სერიით გადმოცემული ამბავიარომლის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი თავად მოსწავლეა და კომიქსის შემდეგი გვერდების წასაკითხად და ამბის გასაგებად, მას სახალისო და ლოგიკური ამოცანების ამოხსნა უწევს.

 

ჩართულობისა და მოტივაციის დონე მაღალია, როდესაც ცოდნას მშობლისა და რეპეტიტორის ნაცვლად, ზღაპრული გმირი ამოწმებს, შედეგი კი შესაბამისად ჯილდოვდება. ტრადიციული, ერთფეროვანი პროცესისგან განსხვავებით, დაზეპირებული გაკვეთილის ჩაბარებას - სხვადასხვა მისია და ქვიზი, სიტყვიერ შექებას თუ შენიშვნას კი ქულები, ბეჯები, ლიდერების დაფები ანაცვლებს.

 

პლატფორმაზე ინტეგრირებულია Magic Shop, სადაც მოსწავლეებს ცოდნით გამომუშავებული Magic Coin-ების მათთვის საყვარელი კომპანიების ვაუჩერებში გადაცვლა შეუძლიათ.

 

პროგრამას ის სპეციალისტები ადგენენ, რომლებიც კარგად იცნობენ საგანმანათლებლო სისტემას და ზუსტად მიჰყვებიან სკოლის სასწავლო გეგმას. გემიფიკაციის სისტემა მყისიერ უკუკავშირს აძლევს მოსწავლეს. თითოეული ქვიზის შესრულებისთანავე, მოსწავლეებს საშუალება აქვთ პასუხების დეტალური ანალიზი ნახონ.

 

ირაკლი განათლების სფეროში ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ ჩაერთო, სადაც College Of The Ozarks-ში, გაცვლითი პროგრამით სწავლობდა.

 

ვიზუალური ელემენტები, რომელიც ბავშვის წარმოსახავის უნარსა და მეხსიერებას ავითარებს, სწორედ ის არის, რაც ასე აკლდა გასული ათწლეულების სასწავლო სისტემასა და მასალებს.

 

„მინდოდა, ბავშვებისთვის შემექმნა ის, რისი დანაკლისიც თავად მქონდა. ჩემ დროს გამართლება იყო, სასწავლო მასალაში ილუსტრაციებს თუ შეხვდებოდი, ამიტომ ბავშვობაში სწავლა ჩემთვის ერთფეროვან, მოასაწყენ პროცესთან ასოცირდებოდა. ძნელია მეცადინეობა, როდესაც არ ხარ მოტვირებული და ერთი სული გაქვს, როდის მორჩები, მითუმეტეს დღეს, როდესაც ბავშვებს გაჯეტები, პლანშეტები და სხვადასხვა ტექნოლოგიური მოწყობილობა აქვთ გასართობად და მათი მოქცევა მკაცრ ჩარჩოებში თითქმის შეუძლებელი გახდა. ჩვენი პლატფორმის მთავარი გამოწვევა ბავშვის ჩართულობის გაზრდა და მისი მოტივირებაა. გვინდა მათ მოწყენილობისა და ვალდებულების გრძნობის გარეშე ისწავლონ ისეთი ფორმატით, სადაც შეზღუდულები არ იქნებიან და განვითარდებიან.“

 

ირაკლის ფენტეზის ჟანრი უყვარს და გონებაც ასე აქვს მოწყობილი. Play2learn-მდე მხოლოდ ერიდანუსის მონახაზი არსებობდა, რომელიც იცოდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანის საფუძველი უნდა გამხდარიყო. ნახაზი ბევრ ადამიანს აჩვენა, თუმცა ფურცელზე დახატულ სკეტჩში, საბოლოოდ გრაფიკულმა დიზაინერმა - გიგლე ყანჩაველმა დაინახა ჩანაფიქრის სიცხადე და სამომავლო ფორმატი.

 

GITA-ს გრანტის გამარჯვებული პლატფორმის პირველი ვერსია 1 წლის წინ ჩაეშვა.  სატეტსო რეჟიმში 1500-მდე მოსწავლე იყო ჩართული. პირველი გამოწვევა მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან, პლატფორმის მოხმარების აღქმა და სწორად გაგება იყო. შემდეგი ეტაპი კი - UX-ის დახვეწა და განვითარება, რაშიც პლატფორმას თიბისის სტარტაპსესხი დაეხმარა.

 

Play2learn ყველა მოსწავლესთვის ხელმისწავდომი თანამედროვე რესურსია, რომლითაც სარგებლობა უფასოა. ამ ეტაპზე პროექტი ინგლისურ ენაზეა მორგებული, თუმცა პლატფორმა ზოგად კონცეფციას ეფუძნება, რომელიც მომავალში სხვა საგნებსაც გააერთიანებს.

 

Play2learn განსაკუთრებით აქტუალურია არსებულ რეალობაში, როდესაც სოციალური დისტანცირება ჩვენი ყოველდღიურობის ერთ-ერთი აუცილელი პირობა გახდა, ციფრული პლატფორმები კი - ასეთი მოთხოვნადი. მაშინ, როდესაც მშობლების მთავარი საფიქრალია - როგორ დააკავონ ბავშვები სახლში და როგორ არ ამოვარდნენ სწავლის კალაპოტიდან, გემიფიკაცია საუკეთესო გამოსავალია. Play2learn კი სახლიდან სწავლის პროცესში ინტეგრირებისთვის, ყველაზე სახალისო და შედეგის მომცემი ელემენტი.