ბიზნეს სიახლეები
2022 წლის ბიზნესდაჯილოდების მონაწილე კომპანიები ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა"
ბიზნეს ბლოგი
30 სექტემბერი 2022
visibility 9808


ზერო ეფექტი 



ზერო ეფექტი ნული ნარჩენის სოციალური სივრცეა თბილისში, მელიქიშვილის 7 ნომერში, რომლის მთავარი მიზანიც არის ნარჩენების შემცირება მდგრადი წარმოებისა და მოხმარების წახალისებით. მათი მთავარი მიმართულებაა გარემოს დაცვა და ცხოვრების იმ სტილის პოპულარიზაცია, რომელიც გულისხმობს ადამიანების ყოველდღიურობამ გარემოზე ნული ეფექტი იქონიოს. ნარჩენებით დაბინძურების პრობლემის საპასუხოდ 2022 წელს ზერო ეფექტ სივრცეში განათავსეს სეპარაციის ყუთები და მისცეს ადამიანებს შესაძლებლობა მათი გამომუშავებული ნარჩენი არ ყოფილიყო ნაგავი. ეს ნარჩენები შემდგომ გადასამუშავებლად იგზავნებოდა. ეს კონკრეტული პროექტი მალევე გახდა აქტუალური და  გასაგზავნი ნარჩენების რაოდენობაც დღითიდღე იზრდებოდა. 

ზერო ეფექტ სივრცე არის პლატფორმა, რომელიც პასუხობს მსოფლიოში აქტუალურ სოციალურ ეკოლოგიურ პრობლემებს:

  1. ეკომეგობრული, პლასტმასის ჩამნაცვლებელი, შეუფუთავი ორგანული პროდუქტების მაღაზია
  2. სვაპ კუთხე, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა გაასხვისონ ის ნივთები, რომლებიც არ სჭირდებათ ან იპოვონ ისეთი რაც თვითონ გამოადგებათ. 
  3. ინფორმაციული კუთხე, სადაც მომხმარებელი ნახავს უნიკალურ წიგნებსა და ბროშურებს ნარჩენების მართვის, ნული ნარჩენის ცხოვრების წესის, კლიმატის კრიზისის, კომპოსტირების შესახებ.
  4. წრიული მოდის სივრცე, სადაც ხელს ვუწყობთ მომხმარებლებს გაყიდონ მათთვის უკვე არასასურველი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი და ასევე შეიძინონ და ხელი შეუწყონ წრიული მოდის განვითარებას.
  5. ნარჩენის მართვის კუთხე, სადაც აქვთ სეპარაციის ყუთები და მომხმარებლების მიერ მოტანილი ნარჩენის შემდგომ გადამუშავება ხდება.
  6. ვორქშოფების სივრცე, სადაც მართავენ კინოჩვენებებს ნული ნარჩენის კონცეფციის მიმართულებით, ატარებენ ვორქშოფებს ბავშვებთანაც, როგორ შეამცირონ და გადაამუშავონ სახლის პირობებში ნარჩენი.

ზერო ეფექტის სამივე დამფუძნებელი ქალია, მათი მთავარი მიმართულება მდგრადობა ბოლო წლების განმავლობაში ქალი მეწარმეების განსაკუთრებული ხელშეწყობით პროგრესირდა, დღესდღეობით ზერო ეფექტში ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილ ეკომეგობრულ ნივთებს უჭირავს დიდი ადგილი, მათი წვლილი ამ მიმართულებით უდიდესია.

სვაპ მიმართულება, რომელიც პირველივე დღიდან ზერო ეფექტის განუყოფელი ნაწილია, არის ის აქტივობა, რომელიც მასშტაბური და პოპულარულია მომხმარებლებისთვის, უსასყიდლოდ გაჩუქებული თუ მიღებული სხვადასხვა ნივთის რაოდენობა და მნიშვნელობა ძალიან დიდია მისი შედეგია რესურსების ადეკვატური გამოყენება და წრიული პრინციპების დანერგვა საზოგადოებაში.

 


ბალიში


კომპანია, რომელიც უკვე 4 წელია აწარმოებს რბილ ავეჯს, რომლის შიგთავსი ქარხნის ნარჩენია. ბალიშისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გადამუშავებული მასალის გამოყენება.  ძებნის შედეგად მიაგნეს ავეჯის ღრუბლის ქარხანას, რომელიც დიდი რაოდენობით ნარჩენ მასალას ვერ იყენებდა, ეს ნარჩენი კი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ვერ დაიშლებოდა ბუნებაში და დააბინძურებდა მას. ბალიშის წყალობით ეს ნარჩენი იძენს ახალ ფუნქციას და ხდება გამოსაყენებადი ფუფუნების საგანი, რომელიც ადამიანებს უქმნის კომფორტს და სიმყუდროვეს. 

ბალიში მთელი თავისი ღირებულებებით გარემოსთვის მეგობრული პროდუქტია. გარდა იმისა რომ, ქარხნის ნარჩენს ახალ სიცოცხლეს აძლევენ, ასევე ცხოველებზეც ზრუნავენ. ბალიში ემიჯნება ნებისმიერი სახით ცხოველური მასალების გამოყენებას. მათი მთავარი ღირებულება ადამიანებისთვის კომფორტის შექმნაა და არ სჯერათ კომფორტის, რომელიც ცხოველების წამებით შეიძლება მიიღწეოდეს. 

კომპანია, იმითაცაა საინტერესო, რომ  თანამშრომლების უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ. საკონტროლო პაკეტის მფლობელებიც ქალები არიან, რაც გუნდს ეხმარება კარგად გაიაზროს ჩვენს საზოგადოებაში ქალების მიმართ მორალური ზეწოლის უმძიმესი შედეგი. ბალიშმა თავიდანვე მიზნად დაისახა რაც შეიძლება ბევრი ქალბატონისთვის მშვიდი და დაცული სამუშაო გარემოს შექმნა. შთამაგონებელია ისიც, რომ კომპანიის უმსხვილეს ინვესტორიც ქალია. 

არსებობის პერიოდში კომპანიას გამოყენებული აქვს 14 ტონა ღრუბელი. სასიამოვნო ფაქტია ის, რომ გარემოზე ზრუნვა და მასზე დადებითი გავლენის მოხდენა მომხმარებლისთვისაც მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვებას მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა სხვა კომპანიებსაც გაუჩნდეთ სურვილი გარემოს გამოყენების გარდა მასზე ზრუნვისა და ხელშეწყობის. 

 


„სანდო“


2022 წელს, ისე როგორც არასდროს, საზოგადოებაში დგას მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები. სწორედ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის შემსუბუქებასა და სოციალიზაციას ეხება მათი პლათფორმა, რომელიც ხელს უწყობს პიროვნებას, ისაუბროს თავის პრობლემაზე და შესაბამისად, მოისმინოს ვერიფიცირებული პროფესინალებისა და საზოგადოების პასუხები, რაც მას დაეხმარება ფსიქიკურ გაჯანსაღებაში. განსაკუთრებით პანდემიის მდგომარეობის ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მენტალური ჯანმრთელობის კუთხით, აქტივობები გაიზარდოს და ეს პროექტიც ზუსტად ამ იდეას ემსახურება და თვლიან, რომ ეს დიალოგის სოციალური პასუხისმგებლობის ჭრილში, ერთ-ერთი საუკეთესო ნაბიჯია, რაც შეეძლოთ რომ გაეკეთებინათ. ასევე რისკების დასაზღვევად, აპლიკაციაში მოხვედრა, მხოლოდ მოწვევით არის შესაძლებელი, რაც პირველად ფილტრს ძალიან კარგად ამუშავებს და რეგისტრირდებიან რეალური მომხმარებლები, რომელთა ინტერესში არ შედის ცრუ ინფორმაციების გავრცელება და მათ რეალურად სურთ საზოგადოების დახმარება ან მისგან დახმარების მიღება.

ინიციატივა გათვლილია როგორც ქალებზე, ისე მამაკაცებზე, უკებლივ ყველაზე, ვისაც სჭირდება დახმარება. ერთი მხრივ, მხარეს წარმოადგენს მომხმარებელი, ხოლო, მეორე მხრივ, სანდო არის პლატფორმა, რომელიც ფსიქოლოგებსა და მომიჯნავე დარგის სპეციალისტებს აძლევს საშუალებას, რომ წარმოაჩინონ თავვიანთი პროფესიონალიზმი და რაც შეიძება მეტ ადამიანს გააცნონ საკუთარი თავი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეგისტრირებულთა 80 პროცენტი, ამ ეტაპზე მანდილოსანია, როგორც მომხმარებლები, ასევე ვერიფიცირებული პირები.