ბიზნეს სიახლეები
თიბისის ბიზნესდაჯილდოების ჯილდოები
ბიზნეს ბლოგი
15 ნოემბერი 2023
visibility 3042

A grey background with black and blue circles and white text

Description automatically generated

რა უნდა იცოდეთ ბიზნეს დაჯილდოების პრიზების შესახებ 

ბიზნეს სოციუმის წლის მოვლენა, ბიზნეს დაჯილდოება, უკვე დაიწყო. თიბისის ღონისძიება, რომელმაც უკვე გააერთიანა 3500-ზე მეტი მცირე, საშუალო თუ დიდი კომპანია, მერვედ იმართება და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ, ვინც ქმნის ინოვაციებს, ახალ პროდუქტებს, ზრუნავს მომხმარებლებზე, ავითარებს რეგიონებს და აქვს გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა. 

 ტრადიციულად, ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდებიან. თითოეულ მათგანს კი შესაძლებლობა აქვს, საკუთარი გამოწვევებისა თუ საჭიროებების მიხედვით შეარჩიოს სასურველი ჯილდო. 

 სიახლე, რომლითაც წელს ბიზნეს დაჯილდოება დაბრუნდა, სწორედ ჯილდოებს ეხება. თუ გამარჯვებულებს მანამდე სამი შემოთავაზებული ვარიანტიდან ერთ-ერთის შერჩევა შეეძლოთ, ახლა მათ არჩევანის მეტი თავისუფლება აქვთ და ტრადიციული ჯილდოების ნაცვლად, შეუძლიათ აირჩიონ ნებისმიერი რამ, რაც მათ საქმიანობას გაუმარტივებს.

 

2023 წლის ჯილდოები


ახალი ვებ-გვერდი ბიზნეს დაჯილდოების ყველაზე ხშირად არჩეული პრიზია. ციფრულ სამყაროში დახვეწილ, გამართული ვებსაიტს არ აქვს მხოლოდ ესთეტიკური დანიშნულება, ეს ეფექტიანი იარაღია მომხმარებლების მოზიდვისა და შენარჩუნებისთვის. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, თიბისი დაეხმარება გამარჯვებულებს, შექმნან მომხმარებლებზე ორიენტირებული, ფუნქციური პლატფორმა, სადაც ბიზნესები საკუთარი პროდუქტებისა და სერვისების სრულყოფილად წარმოჩენას შეძლებენ. 


 

ბრენდინგი საუკეთესოდ გამოხატავს ბიზნესის არსს და სამყაროს აჩვენებს, თუ ვინ ხარ და რას ქმნი. ბრენდის ძლიერი იდენტობა უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ კონკურენტულ გარემოში გამოირჩეოდე სხვებისგან და მომხმარებლებში ნდობა გააჩინო. ამიტომ ბრენდ-პლატფორმის ჩამოყალიბებით, ბიზნესებს შეუძლიათ ტრანსფორმაცია განიცადონ და იქცნენ დასამახსოვრებელ, სანდო კომპანიებად, ამასთან ადვილად დაუკავშირდნენ სამიზნე აუდიტორიას. 



საკომუნიკაციო მხარდაჭერითკომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, ნავიგაცია მოახერხონ სივრცეში, რომელშიც ახალ-ახალი ინფორმაცია ყოველ წამს ჩნდება. სოციალურ მედიისა და ციფრული მარკეტინგის ეპოქაში აუცილებელია ცვალებად ტრენდებთან და ტექნოლოგიებთან ადაპტაცია. ამიტომაც, ამ ჯილდოს მეშვეობით, ბიზნესები შეარჩევენ მათი საქმიანობის შესაფერის არხებს, მესიჯებსა და სამიზნე აუდიტორიას. ამასთან, კომუნიკაციის გეგმის შექმნასთან ერთად, თიბისი გამარჯვებულებს, მედია არხებში კონტენტის განთავსებითაც დაუჭერს მხარს. 

 მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯილდოები, პრაქტიკულად, ყველა ტიპის ბიზნესისთვის რელევანტურია, ზოგჯერ არსებობს სხვა საჭიროებები, რომლებიც ბრენდებს კონკრეტულ მომენტში აქვთ. ასე რომ, მათ ეძლევათ თავისუფლება, შეარჩიონ სხვა სასურველი ჯილდო, რომელიც მათ წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრაში დაეხმარებათ. 


 როგორ შექმნეს ვებგვერდი soplidan.ge-მ და ჟუჟუნამ ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვების შემდეგ

2019 წელს ბიზნეს დაჯილდოებაზე საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის soplindan.ge-მ გაიმარჯვა. ორი მეგობრის მიერ დაფუძნებული კომპანიის მისია ქალაქისთვის სოფლის ნატურალური პროდუქციის მიწოდება იყო. საქმე 15 პროდუქტით დაიწყეს და მალე გაფართოვდნენ. 2019 წელს ბიზნეს დაჯილდოების პრიზიორობამ კი მათ შესაძლებლობა მისცა, ციფრული სტრატეგია და ახალი ვებგვერდი შეექმნათ.

 

“ვებგვერდი მანამდეც არსებობდა, მაგრამ იმ პერიოდში კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო მისი განახლება, რადგან ვფიქრობდით, რომ soplindan.ge-ის ვებგვერდი უფრო მეტად უნდა ყოფილიყო არა დახლი, სადაც პროდუქტები იყიდება, არამედ მომწოდებლების შესახებ ინფორმაციით დატვირთული პლატფორმა. აქ უნდა ყოფილიყო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება პროდუქტი და მომსახურება, რასაც მომხმარებლებს ვთავაზობდით — უნდა განთავსებულიყო ვიდეო კონტენტი, ფოტოები, ამბები მათ შესახებ. ამ პროექტით ეს მოხერხდა”, — ამბობს ნათია ნინიკელაშვილი.

 იმ პერიოდში spolidan.ge-s ომნიჩენელ სტრატეგია ჰქონდა არჩეული და გაყიდვების მრავალფეროვანი არხები ჰქონდა — ვები, აპები, ვოლტი, გლოვო, შოურუმი, მოიტანე, ბოლტფუდი. გამარჯვება მათთვის უფრო დიდი წარმატების კატალიზატორი აღმოჩნდა. დღეს კი soplidan.ge-ის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეებია, 1 ოქტომბრიდან soplindan.ge ექსკლუზიურად ველი სთორზეა, რაც უამრავ მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, 3 საათში მიიღოს სოფლის პროდუქტი შინ. აღსანიშნავია, რომ ველი სთორიც ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულია. კომპანიამ გასულ წელს ჯილდო გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის მიიღო. 

 

ჟუჟუნა ბიზნესია, რომელმაც 2020 წელს ადაპტაციის საუკეთესო მაგალითი აჩვენა და ბიზნეს დაჯილდოების ამავე სახელწოდების ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა.  

“მაშინ ბიზნესის განვითარების ისეთ ეტაპზე ვიყავით, რომ ვერ ვახერხებდით ვებსაიტისთვის თანხა გამოგვეყო, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვიაზრებდით მის მნიშვნელობას.”, — იხსენებს გიორგი ტაბატაძე და აღნიშნავს, რომ, რომ არა ბიზნეს დაჯილდოების პრიზი, ალბათ სტარტაპის ბუნებიდან გამომდინარე, ვებსაიტის უფრო ეკონომიურ ვერსიას გააკეთებდნენ, ნაკლები ფუნქციებითა და შესაძლებლობებით.

 

“დაჯილდოებამ კი მოგვცა შესაძლებლობა, ჩვენს საჭიროებებზე მორგებული საიტი გაგვეკეთებინა, რომელიც ჟუჟუნას ხასიათს მაქსიმალურად გამოხატავდა და თან ჩაგვეინტეგრირებინა ფუნქციები, რომლებისთვისაც წინასწარ გამზადებული შაბლონები არ არსებობს”.

 ამის მაგალითია მოძრავი ბარის კალკულატორის ფუნქციონალი. ვებსაიტზე მენიუში სპეციალური გვერდია შექმნილი, რომელიც ითვლის, თუ რამდენი სასმელი დაგჭირდება ღონისძიებისთვის და კონკრეტულად რომელი სასმელი გინდა, შეუკვეთო. ეს, პრაქტიკულად, სასმლის ქეთერინგის სერვისია რომელსაც როგორც კორპორაციულ წვეულებებზე, ისე კერძო ღონისძიებებზე იყენებენ. საიტის დახმარებით მათ მომხმარებლებს ამ სერვისის არსი აუხსნეს.

 “გარდა ამისა, ჩვენი მიზანი იყო, უცხოეთში რაც შეიძლება მეტ პარტნიორთან დაგვემყარებინა კავშირი. საიტმა კარგი “ციფრული ფრეზენსი” მოგვანიჭა. დავაინტეგრირეთ სექცია, რომელსაც ისტორია ჰქვია და საქმიანობის დაწყებიდან დღემდე განვლილი ზის ამსახველი კოლაჟია გაკეთებული. ეს კიდევ ერთი საშუალება აღმოჩნდა, ყველასთვის გადმოგვეცა ის განწყობა, რომელიც სულ თან დაგვყვება”, — ამბობს გიორგი.

 

გიორგი ტაბატაძე ბიზნეს დაჯილდოების სამ ღირებულებაზეც საუბრობს. 

“თუ გაიმარჯვე, ეს დიდი აღიარებაა, რომელიც ყველა ბიზნეს ეხმარება, აამაღლოს წარმოდგენა გარეთ, პოტენციური ვენდორებისა და პარტნიორების თვალში, ამასთან, გუნდის შიგნით თანამშრომლების მოტივაცია გააძლიეროს”.

 მეორე ღირებულება მედია გაშუქებაა. “მაშინ არაერთი სტატია დაიწერა და არაერთ გადაცემაში მოვხვდით, შესაბამისად, საზოგადოებამ უკეთ გაგვიცნო”, — იხსენებს ჟუჟუნას დამფუძნებელი.

 მესამე ღირებულებად კი გიორგი თავად პრიზს ასახელებს, რომელიც, მისივე თქმით,  მცირე ზომის  ბიზნესებისთვის ძალიან ღირებულია.

 

თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო, ასე რომ, იჩქარეთ, წარადგინეთ საკუთარი კომპანია www.businessaward.ge და დაელოდეთ ფინალისტების გამოცხადებას დეკემბერში.  ბიზნეს დაჯილდოების დასკვნითი საზეიმო ღონისძიება 2024 წლის თებერვალში გაიმართება.