ბიზნეს სიახლეები
2022 წლის ბიზნესდაჯილოდების მონაწილე კომპანიები ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტი"
ბიზნეს ბლოგი
27 ოქტომბერი 2022
visibility 1636

„ესპრესო პოინტი“  აწარმოებს უმაღლესი ხარისხის იტალიური ყავის მარცვალს, რომელიც გამორჩეულია თავისი გემოვნური თვისებებით. კომპანია უზრუნველყოფს ოფისებს  ყავის ავტომატური დანადგარებთ, მისი ტექნიკურ მომსახურებითა და მომარაგებით.

 


La Clinique 5 წელია წარმატებით ფუნქციონირებს და მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის სილამაზეზე და ჯანმრთელობაზე.  ცენტრი მომხმარებელს სთავაზობს სრულიად უნიკალურ კონცეფციას − პირველ „სქინბარს“ საქართველოში. იგი მოიცავს სახისა და სხეულის მოვლის, გაჯანსაღებისა და გაახალგაზრდავების მომსახურებას მშვიდ და ინტერაქტიულ გარემოში, კოსმეტიკური ბარის პირობებში. ამ ტიპის მომსახურება მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაზოგოს დრო და თანხა და უმოკლეს დროში მიიღოს საუკეთესო შედეგი. ეს სერვისი არის ინოვაციური , რადგან ამჟამად La Clinique არის ერთადეთი ადგილი საქართველოში, სადაც ამ სერვისით სარგებლობა არის შესაძლებელი.

 


„Little Moments”-ის პროდუქტი ემოცია და ისტორიაა, ის აცოცხლებს მნიშვნელოვან ისტორიებს და მისგან სხვადასხვა აქსესუარებს ამზადებს. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია სასურველი ნაწერისგან და ნახატისგან შექმნას: შარფი, ჩანთა, სუფრა, ბალაკლავა და ა.შ.  კომპანიის საყვარელი ფრაზაა - ''ამოქექე საყვარელი მოგონებები და გააცოცხლე ისტორია'' ყველას გვაქვს რვეულის ყდაზე, უბრალოდ ფურცელზე, ნაგლეჯზე, ყუთზე მიწერილი მნიშვნელოვანი სიტყვები ან ნახატები, რომლებიც ძალიან გვიყვარს და მისი გაქრობა გვენანება. 

 


„ბასტეტი“ ქმნის სუტაჟის ხელნაკეთ სამკაულებს. სამკაული უნდა იყოს დახვეწილი, მიმზიდველი და სუფთა ნამუშევერი. სამკაული ქალის ინდივიდუალიზმს უკეთ უსვამს ხაზს. შესაბამისად ქალბატონი, რომელიც გამორჩეულ სამკაულს ატარებს, ხელოვნების და სილამაზის მიმართ განსაკუთრებულად მგრძნობიარეა. 

 


„რექლესი“ არის ქართული ტანსაცმლის ბრენდი ჯენ ზ-სთვის, თაობისთვის რომლებიც არ აღიარებენ ავტორიტეტებს და არ არიან ბრენდების მიმართ ლოიალურები. მათ ახასიათებთ ხასიათის მკვეთრი რყევა, პოზიციების და შეხედულებების სისტემატიური ცვლილება. ერთი რაც მათზე ზუსტად ვიცით არის რომ მუდმივად ცდილობენ გაექცენ მეინსტრიმს. ამიტომაცაა მათში ესე პოპულარული, მეორადი ტანსაცმელი, თრეშ ლოკაციები და ივენთები. ბრენდი შეიქმნა 15 წლის მოზარდის ნიკა ჯორჯაძის სახელზე. ის აკეთებდა მუსიკას, (shorturl.at/jAKV4 – Reckless ნიკას ფსევდონიმი იყო საუნდქლაუდზე) ხატავდა ანიმაციებს, ჰქონდა სტილის განსაკუთრებული შეგრძნება, რის გამოც თანატოლებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მისმა ისტორიამ აჩვენა, ყველაზე “ფერადად” მიჩნეული თაობის უკან რამხელა კომპლექსები, ტკივილი, გაუცხოება იმალება. როგორც ყველა მოზარდს მსოფლიოში, მათაც აქვთ უამრავი პრობლემა და მათაც სჭირდება მოსმენა. სწორედ ეს ბრენდია „რექლესი“. 

 


„მალონგო“ არის საოჯახო კომპანია ნიცადან, რომელიც სრულად იზიარებს ფრანგულ კულტურას და ღირებულებებს, სოციალური პასუხისმგებლობა, ხარისხის, მკაცრი კონტროლი, თანამშრომლებთან და ფერმერებთან ურთიერთობის ეთიკა კომპანიის წარმატების საწინდარია. „მალონგო“ წელიწადში ყავახანაში 8 000 ტონაზე მეტ ყავას აწარმოებს. კომპანია მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს როგორც ორგანული ყავის მწარმოებელი, 100-ზე მეტი ყავის სახეობით. „მალონგო“ ინოვატორია ქილაში დაფქვილი ყავის ვაკუმური დაფასოების შემოღებაში, 123 SPRESSO ყავის პოდების სისტემის შექმნაში, რომელიც ეტაპობრივად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ანაცვლებს ალუმინის ყავის კაფსულებს. 

 


"მადერა ჯორჯია" აწარმოებს მასიური ხის ექსკლუზიური ავეჯის ყველა სახეობას გარდა რბილი ავეჯისა. წარმოებაში გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ანტიკვარული ხის მასალა, რომელსაც გამოარჩევს ინდივიდუალურობა და ეკოლოგიურობა. კომპანიის მზარდი და მოდერნიზირებადი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ორიენტირებულია უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა წარმოებაზე. კომპანია საკუთარი პროდუქტით მასიურადაა წარმოდგენილი ევროპის, აშშ-სა და ისრაელის ბაზარზე.

 


Mood-o 2020 წელს თბილისში სამი მეგობრის მიერ დაარსდა. ბრენდის მთავარი მიზანია სილამაზის და კომფორტის შემოტანა ყოველდღიურ ცხოვრებაში. Mood-o-ს ყველა პროდუქტი შთაგონებულია მდიდარი ქართული კულტურული მემკვიდრეობით და ამავდროულად, მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის თანამედროვე გემოვნებასა და სტილს. გარდა კოლექციების შექმნისა, Mood-o-ს გუნდი მუშაობს კოლაბორაციებზე სხვა და სხვა ბრენდებთან, კორპორატიულ შეკვეთებზე და დიზაინ-კონსულტაციებზე. მთელს მსოფლიოში ძალიან აქტუალური ხდება პატარა ადგილობრივი საწარმოები, რომლებიც სთავაზობენ ბაზარს არა მასიურ, ერთნაირ პროდუქციას, რომელიც შეიძლება შეიძინოთ ბაზარზე არსებულ საერთაშორისო მაღაზიებში, არამედ უნიკალურ, ხელნაკეთ და ავთენტურ ნივთებს, რომელიც ასახავს გამორჩეულ კონცეფციას, იმ ქვეყნისთვის დამახასიათებელ კომფორტს და ტრადიციებს, და არის გამოშვებული ლიმიტირებული რაოდენობით. ზუსტად ამით არის გამორცეული Mood-o, რომელიც აწარმოებს და ყიდის ფუნქციონალურ სახლის ნივთებს, შთაგონებულს ქართული ისტორიითა და დავიწყებული პატერნებით, თუმცა თანამედროვე ხედვით და ყოველდღიურობაში მოხმარების იდეალური გადატანით; მთავარი აქცენტით დიზაინზე და ფუნქციონალზე. 

 


SoupHouseBatumi ახალი რესტორანია, რომლის მენიუშიც შედის როგორც ქართული ტრადიციული, ასევე ევროპული და აზიური სამზრეულოს გამორჩეული და მოთხოვნადი სუპები.  მენიუ მოიცავს 75 განსხვავებულ წვნიანს, გათვლილია როგორც გურმანებზე, ასევე ბავშვებსა (იგულისხმება მრავალფეროვანი და ჯანსაღი კრემსუპები), ვეგეტარიანელებსა, ვეგანებსა და ჯანსაღი კვების მიმდევრებზე.   პროდუქტების უვნებლობას უზრუნველყოფს მკაცრად დაცული HACCP-ის რეგულაციები. სუპ ჰაუსი მომხმარებელს ასევე სთავაზობს საუზმეს, აპეტაიზერებს, ცხელ კეძებს, ცომეულს, გარნირებს, ცხელ და ცივ, ალკოჰოლურ სასმელებს, კოქტეილების ნაირსახეობას. 

 


კერამიკის შემოქმედებითი სახელოსნო „ებრა“ აწარმოებს ხელნაკეთ, ხელით მოხატულ კერამიკას. ეს გახლავთ ექსკლუზიური დეკორი, რომელიც ინტერირერში მნიშვნელოვან, აქცენტირებულ როლს თამაშობს და რომელიც ესთეტიკური გარემოს შექმნის გარდა, ფუნქციურიც არის. დღეს რთულია ნახო ისეთი ქართული პროდუქტი, რომელიც შემდეგ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს: გემოვნებიანი, ხარისხიანი, მრავალფეროვანი, მაღალი მხატვრული ღირებულების. თუმცა, ყოველივე ეს „ებრას“ ნამუშევრებისთვის ჩვეული მახასიათებლებია. „ებრას“ დახვეწილი კერამიკა, პოზიტიური განწყობისა და შინაგანი დადებითი ენერგეტიკის გარდა (რასაც ხელნაკეთობა განაპირობებს), მომხმარებელს აძლევს სტატუსის ამაღლების განცდასაც, იქნება ეს საჩუქრად გამოყენებისას, თუ პირადი გარემოს შექმნისთვის. 

 


სასტუმრო „მონარქი“ 60 ოთახიანი ბუტიკის ტიპის სასტუმროა, რომელიც განლაგებულია ბათუმის ძველ უბანში.  ლოკაცია იმდენად სტრატეგიულად კარგადაა შერჩეული, რომ მხოლოდ 5 თვის განხსნილი სასტუმროსთვის საკმაოდ მრავალრიცხოვანი სტუმრიანობით გამოირჩევა და საშუალო სეზონზეც ინარჩუნებს დატვირთულობის მაღალ პროცენტობას. სასტუმროს მენეჯმენტის მთავარი კურსი მაღალი მომსახურების ხარისხი და ოჯახური გარემოა, რაც სტუმარ -მასპინძლობის საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანია. 

 


„კეტრინ ჰენდმეიდი“ ქმნის საუკეთესო ხარისხის, განსხვავებული დიზაინის და სტილის ქალის აქსესუარებს, ხის საყურეებს, ბეჭდებს, ტყავის ქამრებს და ა.შ. გეგმაშია შოურუმის გახსნა, სადაც დაემატება ტანისამოსიც.  

 


„ჩიკატაი“ 2017 წელს დაარსდა, ის ქმნის  პიურველ ქართული წარმოების სათამაშოს, რომელიც უკრავს ქართველი კომპოზიტორების, გია ყანჩელის მელოდიებს. მოგვიანებით დაემატა ახალი მელოდია - ნიკა მაჩაიძის და ნატალია ბერიძის, რომელიც იყო ერთგვარი ექსპერიმენტი. წარმოებაში გამოყენებულია მხოლოდ სერტიფიცირებული მასალები - ორგანულ ბამბის ქსოვილის GOTS-ის სერტიფიკატით, რომელის პრინტიც სპეციალურად ბრენდის დიზაინით იქმნება და OEKO-TEX Standard 100-ის სერტიფიცირებულ შიგთავსს. 

 


,,არქლაინ ენჯინეარინგი” წარმოადგენს კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პროდუქტს - ალუმინის კარ-ფანჯრებს, ვიტრაჟებს, სლაიდებს, მინის მოაჯირებსა და ფასადურ სისტემებს. კომპანიას შემუშავებული აქვს უნიკალური მომსახურების სქემა, რომელიც გადის რამდენიმე ეტაპს, პირველ რიგში პროექტი იწყება გამოცდილი ინჟინერის ჩართულობით, რომელიც ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებს როგორებიცაა: ქარის დატვირთვა, არსებული წნევა, და სხვა. არჩევს შესაბამის მასალებს და ქმნის პროექტს. ყველა დეტალის ტექნიკური შესაბამისობის შემდეგ კი გადასცემს საწარმოს. „არქლაინი“, საწარმოო სიმძლავრიდან გამომდინარე, ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა მთელ ამიერკავკასიაში. 

 


კომპანია „ინტრეკ ჯორჯია“ აწარმოებს მინაპლასტიკურ (კომპოზიტურ) არმატურას სავაჭრო ნიშნით ბაზისი. მინაპლასტიკური არმატურა ბაზისი გამოიყენება სამშენებლო მიზნით ბეტონის კონსტრუქციებში. კომპოზიტური არმატურა ბაზისი, მეტალის ანალოგთან შედარებით სარგებლობს არაერთი უპირატესობით: 1. ლითონზე სამჯერ მტკიცეა 2. ხუთჯერ მსუბუქია 3. იაფია 4. არ ახშობს რადიოტალღებს 5. არ ატარებს სითბოს 6. შესაძლებელია ნებისმიერი სიგრძის არამატურის შეკვეთა 7. ტრანსპორტირება არ მოითხოვს სპეც სატრანსპორტო საშუალებას.

 


„აიტექნო“  დაკავებულია უსაფრთხოების და ქსელური სისტემების მომსახურებით. ის მომხმარებელს სთავაზობს  საუკეთესო ბრენდის პროდუქციას და ქმნის საიმედო და უსაფრთხო გარემოს. 

 


ქეთევან ხერხეულიძის მიერ 2017 წელს დაარსებული “მუზარადი” მალე გახდა მრავალი მოდის აქსესუარი მთელ მსოფლიოში. „მუზარადის“ ორიგინალური, კლასიკური ჰუდი რჩება ბრენდის ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად პროდუქტად. „მუზარადის“ ჰუდი კომფორტული, მრავალფუნქციური და უნისექსია.  კომპანიის ლოგოზე დამფუძნებლის ოჯახის გერბია გამოსახული.

 


კომპანია „ჰოთ თრეველ ავია“ ტურისტულ ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს. კომპანია მაქსიმალურად ორიენტირებულია პროცესზე და შემდეგ უკვე შედეგზე -  გზას,  რომელსაც მივყავართ ახლის აღმოჩენისკენ. ჰოთ თრეველის პროდუქტი განსხვავდება კონკურენტებისგან მომსახურები მაღალი დონით, რაც განპირობებულია საკმაოდ ძლიერი პარნიორების მხარდაჭერით.  

 


ბრენდი ,,ტრიკო'' 2021 წელს დაფუძნდა მეგობრების მიერ. აწარმოე საქართველოს გრანტის ფარგლებში, შეიქმნა მაღალტექნოლოგიური სამკერვალო საწარმო თბილისში, რომლელიც აწარმოებს ქალისა და მამაკაცის საცვლებს, ტანსაცმელსა და აქსესუარებს.  ბრენდის მიერ შექმნილ პროდუქციას არ ახასიათებს სეზონურობა და ყველა სეზონზე იქმნება ამინდის ცვალებადობის მიხედვით შესაფერისი კოლექცია. 

 


17 ივნისს, ბათუმის ცირკის შენობაში მეგობრების მიერ გაიხსნა უნიკალური ტექნო ღამის კლუბი Circus,  სადაც შესაძლებელია ლოკალური და უცხოელი არტისტების მიერ შესრულებული , ხარისხიანი მუსიკის მოსმენა უმაღლესი ხარისხის აუდიო სისტემაზე. ღამის კლუბი მთელი წლის მანძილზე იფუნქციონირებს და ქალაქს ექნება ის რაც ყოველთვის აკლდა, შეკრების უსაფრთხო გარემო , სადაც გუნდის ყველა წევრი მოტივირებულია კომფორტულ გართობაზე. კლუბის მთავარი ხიბლი კი თვითონ შენობაა , კულტულური მემკვიდრეობის ძეგლი , ბათუმის ცირკის ისტორიული და მისტიური შენობა არასდროს არ ყოფილა ესეთი სიცოცხლით სავსე.