ბიზნეს სიახლეები
2022 წლის ბიზნესდაჯილოდების მონაწილე კომპანიები ნომინაციაში „გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში"
ბიზნეს ბლოგი
19 ოქტომბერი 2022
visibility 1774


როკვა

ფესტივალი ROKVA 2019 წელს დაარსდა.  ფესტივალი ხარისხიანი მუსიკით და ახალგაზრდული ენერგიით ბრწყინვალე რაჭის რეგიონის გასაცოცხლებლად დაუღალავად იღწვის. ადგილობრივი სცენის საუკეთესო წარმომადგენლების და საერთაშორისო არტისტების მუსიკალური პროგრამით, ფესტივალს ათასობით ადამიანი ჩაჰყავს რაჭაში.  ბრენდის მიმართ განსაკუთრებული ლოიალობით განწყობილ მომხმარებლებთან ერთად, ფესტივალი ზაფხულის ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებას ქმნის, რომლითაც სარგებელს იღებს ყველა მონაწილე მხარე: ხელოვანები, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები, მცირე მეწარმეები, მუსიკის, ბუნების და თავგადასავლების მოყვარულები და მთლიანად რაჭის რეგიონი, რომლისთვისაც მეტ ცნობადობას და ტურისტებით დაინტერესებას უზრუნველყოფენ.

 

არიში

„არიში“ ათ წელზე მეტია დაარსდა ქალაქ რუსთავში და მას შემდეგ აქტიურად ქმნის გამორჩეულ და მნიშვნელოვან იფრასტრუქტურულ პროექტებს რეგიონისთვის.  მეოცე საუკუნის შუანახევრში შექმნილ ინფრასტრუქტურის განახლება კომპანიისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.  „არიშის“ გუნდის წევრებს სისტემატიურად უწევთ სინთეზის გაკეთება ძველს და ახალს შორის; შენობები, სკვერები, სპორტული სივრცეები, გზები, კულტურული დაწესებულებები, მოსასვენებელი ადგილები საჭიროებს განახლებას. ქალაქის ურბანული განვითარებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი და სასაიმოვნო გამოწვევაა მათი ადაპტირება თანამედროვე სამშენებლო ნორმებიდან გამომდინარე „არიშის“ მიერ შექმნილი პროექტები მრავალი ათეული წლის მანძლიზე დაამშვენებს ქალაქის იერსახეს. 

 

ლოსტრიჯი

„ლოსტრიჯი“ აგრო და ეკო ტურიზმის მიმართულებით საქმიანობს კახეთში. სტუმრებს და დამკვეთებს სთავაზობს საცხენოსნო და ეკო-ტურებს კახეთის რეგიონში (ქიზიყის მხარე, ჭაჭუნას აღკვეთილი, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, ლაგოდეხის ეროვნული პარკი და სხვა). პაკეტურ მომსახურებაში ტურების გარდა შედის გასტრონომიული გაკვეთილი ან კულინარიული მასტერ-კლასის ჩვენება (ძველი ხორბლის ჯიშებისგან პურის ცხობა, ყველის კვეთით ამოყვანა, ღვინის სოუზით მომზადებული ხილის დესერტი, ღვინის დეგუსტაცია, სადილი ან ვახშამი ტრადიციულ-შემოქმედებითი კერძებით , ღამისთევა მე-19 საუკუნის აღდგენილ სახლში, რეკრეაციული კუთხე, ცხენების მოვლა-გადარეკვაში მონაწილეობა, საცხენოსნო გაკვეთილები, ფოლკლორული საღამოები ცეცხლის გარშემო.  კომპანია სამომავლოდ გეგმავს მდგრადი აგრო-ტურისტული გარემოს ჩამოყალიბებას რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის გზით.

 

ეარნეტი

კომპანია „ეარნეტი“, რომელიც სამმა ახალგაზრდამ დააფუძნა 2010 წელს გურიის რეგიონში, მე-12 წელია წარმატებით მოღვაწეობს ინტერნეტ-პროვაიდინგის მიმართულებით. ამ პერიოდის მანძილზე „ეარნეტმა“ შეძლო მიეწოდებინა მოსახლეობისთვის ფიქსირებული უსადენო ინტერნეტ-სერვისები, რომელიც ხარისხითა და ხელმისაწვდომობით მნიშვნელოვნად აღემატებოდა მოცემული მომენტისთვის ბაზარზე არსებული მობილური ოპერატორების მიერ გაკეთებულ შეთავაზებებს.  „ეარნეტმა“ აითვისა ახალი ტექნოლოგიები და უკვე მე-5 წელია აქტიურად ნერგავს ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტ-სერვისებს. კომპანიის მიზანია, მეტ ოჯახს, ბიზნესს (მათ შორის სტუმართმასპინძლობის მიმართულებით), პედაგოგს და მოსწავლეს ჰქონდეს საშუალება ისარგებლოს ინტერნეტით, მიიღოს განათლება, ასწავლოს, ან ისწავლოს ონლაინ, ან ელექტრონულ სივრცეში მოახდინოს თავისი ამოცანების რეალიზება. 

 

სადგური

"სადგური" წარმოადგენს კაფეს და ლუდის ბაღს ძველ გერმანულ სოფელ ელიზაბეტთალში (ასურეთი, თეთრიწყაროს რაიონი) . მიუხედავად იმისა, რომ სოფლის ცენტრალურ უბანს რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა რეაბილიტაცია, "სადგურის" გახსნამდე სოფელში არ იყო ობიექტი სადაც ტურისტს შეეძლებოდა შესვენება, სადილობა, თუნდაც ყავის მირთმევა . "სადგურმა" სოფელს შეძინა ახალი სიცოცხლე, გრემანული კოლონისტების აშენებულ შენობაში განთავსებულმა ავთენტურმა სივრცემ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა, როგორც ქვემო ქართლის და მესხეთ-ჯავახეთის მიმართულებით მოგზაურებში, ისე დედაქალაქის მაცხოვრებლებს შორის, რომლებთაც ევროპული სოფლის გარემოში უნდათ სასიამოვნო დროის გატარება, გემრიელი სამზარეულოს დაგემოვნება და ხარისხიანი მუსიკის მოსმენა. 

 

ელმოს კლუბი

„ელმოს კლუბი“ ერთადერთი ინგლისურენოვანი საბავშვო ბაღია აჭარის რეგიონში, კერძოდ, ქ.ბათუმში. გარდა საბავშვო ბაღისა კლუბს აქვს სტუდიური გაკვეთილები, რომელიც ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარებას ემსახურება. საქართველოში არიან პირველები, ვინც დაიწყო სპეციალური პროგრამა ახალშობილებისთვის და დედებისთვის. კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა ადრეული აღზდრდისა და განვითარების მიმართულებით და მსგავსი პროგრამების არსებობის როლს და მნიშვნელობას საზოგადოებაში.

 

აგრითაჩი

კომპანია „აგრითაჩი“ მომხმარებელს სხვდასხვა მომსახურებას სთავაზობს. ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას კომპანიისთვის წარმოადგენს აგრო საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც მოიცავს ხილის და ბოსტნეულის გაშენებასთან თუ მის რეალიზაციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. კომპანია აღნიშნულ მომსახურებას უწევს, როგორც მცირე ფერმერებს ასევე დიდ კომპანიებს, რომლებსაც სურთ სხვა და სხვა ხილის თუ ბოსტნეულის ბაღების გაშენება საქართველოში. აღსანიშნავია, რომ კომპანია „აგრითაჩის“ მენეჯმენტმა აქტიურად დაიწყო საკუთარი მომსახურების ექსპორტისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა და სამომავლოდ „აგრითაჩის“ გუნდი ვარაუდობს, რომ კომპანიის მომსახურების მომხმარებლები იქნებიან არა მარტო ქართული, არამედ უზბეკეთში თუ სხვა ქვეყნებში წარმოდგენილი კომპანიებიც. ამ ეტაპზე კომპანია ახორციელებს დაახლოებით 300 ჰა ლურჯი მოცვის ბაღის გაშენების მომსახურებას საქართველოს სხვა და სხვა რეგიონში. 

 

ღვინის ბიბლიოთეკა

„ღვინის ბიბლიოთეკა“ არის ბუტიკური ტიპის მაღაზია და ბარების ქსელი, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ქართული მცირე მარნებისგან წარმოებულ ღვინოს და ეხმარება მეღვინეებს იშვიათი ჯიშის ღვინის ცნობადობის ამაღლებაში. ბრენდი დაარსდა 2018 წელს და წარმოდგენილია თბილისში სამი ფილიალით. ასევე სულ რამოდენიმე თვეში კომპანია ქალაქ დუსელდორფში გახსნის რიგით მეოთხე ბარს, რაც საკმაოდ შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. გარდა ამისა კომპანია ექსპორტის მიმართულებით მუშაობს უკვე ოთხი წელია ევროპის ბაზარზე და მაღალი კლასის რესტორნებს და სასტუმროებს უწევს ჰორეკა მომსახურებას, ღვინის ბარათის შექმნით და პერსონალის გადამზადების კუთხით. 

 

happykids.ge

happykids.ge, არის პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საბავშვო ნივთების მწარმოებელ ქართველ მეწარმეებს და ეხმარება მათ საკუთარი ბიზნესების განვითარებაში. აქ შესაძლებელია საბავშვო პროდუქტების შეძენა, რომელსაც ქმნიან, როგორც ცნობილი და გამოცდილი ბრენდები, ასევე დამწყები მეწარმეები რეგიონებიდან, მათ შორის სოციალური საწარმოები, შშმ პირები, დღის ცენტრების ბენეფიციარები. პლატფორმის დახმარებით მეწარმეს შესაძლებლობა აქვს 0 ინვესტიციით გააციფრულოს ბინზესი და დაიწყოს ონლაინ ვაჭრობა, ასევე ნულოვანი ხარჯი ქონდეს მარკეტინგულ და ლოჯისტიკურ ნაწილში. გაზარდოს ბრენდის ცნობადობა და შემოსავალი. პლატფორმის პარტნიორი კომპანიების 80%-ს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეგისტრირებული მოქმედი მეწარმეები წარმოადგენენ. ამ სივრცის დახმარებით მათთვის იხსნება ახალი რეგიონების ათვისების შესაძლებლობა, ფართოვდება გაყიდვების არხები და ბიზნესები ლოკალური მცირე მომხმარებლების აუდიტორიიდან გადადიან მასშტაბურ, ფართო აუდიტორიაზე.

 

პროგრესი

ქართულ-ამერიკული აკადემია „პროგრესი“ სამი ქსელის სახით არსებობს. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში 2022-23 სასწავლო წელი, უკვე 1800-ზე მეტ ქართველ და უცხოელ პროგრესელს აერთიანებს. წელს სრულიად განსხვავებულ გარემოში მიიღო მოსწავლეები ბათუმის პროგრესის გუნდმა. 800 მოსწავლეზე გათვლილი შენობა ინფრასტრუქტურითა და მოწყობით თანამედროვე სკოლის მაგალითია. საკლასო ოთახები, ელექტრონული დაფები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო და საკონფერენციო დარბაზები, მოსასვენებელი, შეხვედრების და კვების სივრცეები, ფიზიკური აღზრდის და სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობებისთვის განკუთვნილი სპორტდარბაზი - სკოლა მომავალი თაობის სრულყოფილი აღზრდისთვის საჭირო ყველა პირობას და სტანდარტს აკმაყოფილებს. „პროგრესის მრავალწლიან ისტორიაში ბათუმის კამპუსის გახსნით ახალი ეტაპი დაიწყო. 

 

ბაიას ღვინო

კომპანია „ბაიას ღვინო“ 2015 წელს დაარსდა. მარანი ორიენტირებულია განაგრძოს მეღვინეობისა და მევენახეობის მეოთხე თაობის საოჯახო ტრადიცია. „ბაიას ღვინო“ მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, სოფელ ობჩაში. კომპანია ფლობს საკუთარ ვენახებს, სადაც გაშენებულია ცოლიკოურის, ციცქის, კრახუნას, ოცხანური საფერესა და ალადასტურის ჯიშის ყურძნები. ბაიას ღვინო აწარმოებს ცქრიალა ღვინოებს პეტნატის მეთოდით და ტრადიციული იმერული სტილის ღვინოებს ქვევრში, რომლებიც ხასიათდება სასიამოვნო მჟავიანობითა და არომატულობით. 

 

იმედის თერაპია

„იმედის თერაპია“ წარმოადგენს ბავშვთა სარეაბილიტაცია ცენტრს ქალაქ ქობულეთში, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგების, ქცევითი თერაპევტების, ლოგოპედების და ფიზიკური თერაპევტის მომსახურეობას. სარეაბილიტაციო ცენტრის ღირებულებას წარმოადგენს ჯანმრთელი მომავალი თაობა .

„იმედის თერაპია“ ცდილობს, რომ სრულიად აღმოფვხრას სტიგმა, რაც მშობლების მხრიდან საჭიროებების მქონე ბავშვების გადამალვას და სახლში ჩაკეტვას უკავშირდება.  „იმედის თერაპიის“ მომსახურებით სარგებლობენ არა მარტო ქალაქ ქობულეთის, არამედ მახინჯაურის , ჩაქვის, ურეკის, ლაჩხუთის,ოზურგეთის და ფოთის ბენეფიციარები.