ბიზნეს სიახლეები
2022 წლის ბიზნესდაჯილოდების მონაწილე კომპანიები ნომინაციაში „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა"
ბიზნეს ბლოგი
10 ნოემბერი 2022
visibility 1599



„თარგმანი“ არის მთარგმნელობითი სააგენტო, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს თარგმნის, რედაქტირების და ფორმატირების სერვისებს სახლიდან გაუსვლელად. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მათთვის სასურველი დოკუმენტის იდენტურ ფორმატში მათთვის სასურველ ენაზე მიწოდებასა და რედაქტირებას.

 



კომპანია „პროფი“ დაარსდა 2010 წელს. კომპანია აერთიანებს მღებავებისთვის საჭირო პროფესიოლნალურ პროდუქციას ერთ სივრცეში. დაარსება დაემთხვა სამშენებლო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ვარდნის პერიოდს. მიუხედავად ამ სირთულეებისა, კომპანიამ სწორი მენეჯმენტით, სრულფასოვანი და ხარისხიანი ასორტიმენტით და კლიენტებთან კეთილსინდისიერი მიდგომით მოახერხა თავის სეგმენტში მიეღწია წარმატებისთვის და შეექმნა როგორც საცალო კლიენტებზე, ასევე სამშენებლო კომპანიებზე ორიენტირებული მაღაზიათა ქსელი. „პროფის“ თანამშრომლები მუდმივად ეცნობიან სიახლეებს, გადიან ტრენინგებს და მუდმივად ზრუნავენ, რომ კლიენტებმა მიიღონ მაქსიმალურად ხარისხიანი მომსახურება, ყურადღება და ყოველთვის სთავაზობენ მომხმარებლებს მათ მოთხოვნებზე მორგებულ პროდუქციას.

 



ია იმერლიშვილმა ტრადიციული თათარობის დღესასწაულის და ჩურჩხელის ამოვლების ბაზაზე შექმნა ჩურჩხელა ბოქსი - ამოავლე ჩურჩხელა შენით - Do it yourself კონცეფციით. ბოქსში 5 ჩურჩხელის ამოსავლებად საჭირო ყველა ინგრედიენტია ზუსტი პროპორციით: ბადაგი, ფქვილი, ძაფზე ასხმული ნიგოზი/თხილი/ჩირი, ხის კოვზი, თაროს საკიდი ამოვლებული ჩურჩხელის ჩამოსაკიდად, რეცეპტი ქართულ/ინგლისურ და ბრაილის შრიფტზე. ბოქსში არის, რა თქმა უნდა, მზა ჩურჩელაც. გაყიდვაშია კახური/იმერული და რაჭული ბოქსები. 

 



SHOPSHOP.GE არის პირველი ონლაინ შოპინგ მოლი საქართველოში, რომელშიც წარმოდგენილი მთავარი კატეგორია არის Fashion Retail. პლატფორმაზე წარმოდგენილია საქართველოში არსებული ყველა ძირითადი საერთაშორისო და ქართული ბრენდი, ამ მომენტისთვის 100-მდე ბრენდი. წელს, ქართველი მომხმარებლის დიდი ინტერესიდნ გამომდინარე, მაღაზიამ დაიწყო თანამშრომლობა თურქულ ბრენდ Trendyol-თან.  SHOPSHOP მუშაობს „სამი არა“-ს სტანდარტით, რაც გულისხმობს შემდეგს: გუნდის არცერთ წევრს არ შეუძლია „არა“-ს თქმა მომხმარებლისთვის: მომხმარებელთან კომუნიკაციის გუნდი ბოლომდე ცდილობს დამოუკიდებლად მოაგვაროს საკითხი. იმ შემთხვევაში, თუ მათ კომპეტენციას სცდება ეს საკითხი, მიმართავენ შოპშოპის დირექტორს, ხოლო თუ მანაც ვერ გადაჭრა პრობლემა, თამაშში შემოდიან დამფუძლებლები. შედეგად, მომხმარებლის კმაყოფილება არის მაღაზიის მთავარი პრიორიტეტი, რომელზეც ზრუნავს შოპშოპის მთელი გუნდი. 

 



 მინიატურების სახელოსნო “დრაკარი” აცოცხლებს მოგონებებს, ძვირფას წუთებს, ოცნებებს და იდეებს მინიატურაში, იგივე დიორამაში. დიორამა ესაა რეალური ადგილების, შენობების, გარემოს, ინტერიერის მინიატურული ასლი, რომელშიც ძალიან დიდი ყურადღება ექცევა რეალიზმსა და დეტალიზაციას. დიორამები წარმოადგენს ძალიან ემოციურ საჩუქარს საყვარელი ადამიანისთვის, ასევე ესაა საკუთარი ძვირფასი მოგონებების შენახვის ყველაზე ემოციური ფორმა. თუ მომხმარებელი მიიღებს გადაწყვეტილებას შეკვეთასთან დაკავშირებით, “დრაკარის“ გუნდის წევრები ცდილობენ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ მისგან, რომ უმნიშვნელო დეტალებიც კი გაითალისწინონ. მთავარი მიდგომა ყველა მომხმარებლისადმი ორიენტირებულია მათი იდეების მაქსიმალურად დახვეწაზე,რათა დიორამა გამოვიდეს სრულად პერსონიფიცირებული და ორიგინალური. 

 



 

კომპანია “თიმბოუთი“ სხვადასხვა ზომის კორპორაციული ჯგუფებისათვის გასვლით ღონისძიებებს (corporate retreats) აორგანიზებს. თითოეული პროგრამა თავისთავად წარმოადგენს უნიკალური დიზაინის მქონე პროდუქტს, რომელიც ოსტატური ფასილიტაციით ქმნის ხალისით სწავლისა და განვითარების გუნდურ გამოცდილებას. შედეგად, თანამშრომლებს უვითარდებათ ეფექტური კომუნიკაციის, ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღების, პოზიტიური ლიდერობის, სწორი დელეგირების, კოორდინირებული მოქმედების, კონფლიქტის მართვისა და უკუკავშირის მიწოდების უნარები. ამასთანავე, ისინი უკეთ აცნობიერებენ გუნდურ როლებსა და პასუხისმგებლობებს, კორპორაციულ მიზნებსა და ღირებულებებს. 

 



„სელფი“ პირველი ქართული ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისა და მართვის ციფრული პლატფორმაა, რომელიც თავის პარტნიორ კომპანიებს პროდუქტს მომსახურების სახით აწვდის. სელფის ინოვაციური Cloud პლატფორმა კომპანიებს ეხმარება სრულად გააციფრულონ HR ბიზნეს პროცესები და მაქსიმალურად სწრაფი და მარტივი გახადონ კომპანიის მართვა ნებისმიერი ადგილიდან. სელფის პლატფორმის გამოყენებისთვის, კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა პირველადი ინვესტიციის გარეშე, ყოველთვიური სააბონენტო გადასახადით, მიიღონ წვდომა სრულ ფუნქციონალზე. სწორედ ამ განსხვავებული ბიზნესმოდელიდან გამომდინარე, სელფის გუნდის შიდა ორგანიზაციული კულტურის მამოძრავებელ ძალად იქცა მომხმარებლისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნა.  სელფთან თანამშრომლობით, კომპანია ყიდულობს არა მხოლოდ სრულყოფილ ტექნოლოგიურ ხელსაწყოს ბიზნეს პროცესების გასაციფრულებლად, არამედ იჩენს სანდო პარტნიორს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში. სელფის წარმატებას განაპირობებს ლოიალური მომხმარებელი, რომელიც სტაბილურად იყენებს სისტემას და ყველა ფუნქციონალს, რომელიც მიეწოდება და აქვს თანამშრომელთა მაღალი ჩართულობა. 

 



 

BI Studio - არის სტარტაპი, რომელიც დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, პროგრესზე ორიენტირებული BI სპეციალისტებით. მისი მიზანია საქართველოში ბიზნეს ანალიტიკის სფეროს განვითარება და მსოფლიო ტრენდისთვის ფეხის აწყობა. ამისათვის კლიენტებს სთავაზობს მონაცემების სხვადასხვა წყაროებიდან წამოღებას, დამუშავებასა და ვიზუალიზაციას Microsoft Power BI-ის მეშვეობით, რომელიც არის ბაზრის უპირობო ლიდერი. კომპანიის მიერ აწყობილი, მომხმარებელზე მორგებული რეპორტები კლიენტებს საშუალებას აძლევს მარტივად აღიქვან მათი მონაცემები და მიიღონ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბიზნეს გადაწყვეტილებები. 

 



„დოთს ლეგალი“ შეიქმნა 2020 წელს, კომპანია მთლიანად დაკომპლექტებულია ახალგაზრდა იურისტებით, რომლებსაც გააჩნიათ თანამედროვე ხედვები და მიდგომები. კომპანიის მთავარი მიზანია, იყოს მომხმარებლისთვის რაც შეიძლება უფრო ხელმისაწვდომი და პოზიტიური, საჭირო მომენტში საჭირო კვალიფიციური მხარდაჭერით. „დოთსი“ არის ბაზარზე ნებისმიერი მომხარებლისთვის ხელმისაწვდომი, სხარტი, მოქნილი და რაც მთავარია კვალიფიციური იურიდიული მომსახურების გამწევი სუბიექტი ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე. „დოთსის“ გუნდმა დაამტკიცა, რომ იურიდიული კომპანიასთან ურთიერთობა შეიძლება იყოს მარტივი და კომფორტული.

 



„ლუმოსი“ 6 წლის განმავლობაში იოგას სტუდიიდან ჩამოყალიბდა სივრცედ, სადაც მთელი ძალისხმევა მომართულია მოვარჯიშის ცხოვრებისეულ ტრანსფორმაციაზე. რეგულარულ იოგა პრაქტიკებთან ერთად ადამიანს საკუთარ თავთან დაახლოებაში ეხმარება. ქართველებისა და უცხოელების თერაპიული სესიები, საუნდ ჰილინგი დინამიური, სტატიკური და კათარზისული მედიტაციები, სიმღერის წრე, ლექციები ა.შ. სტუდიის გარშემო კომუნა სულ უფრო და უფრო ფართოვდება. მოსწავლეებთან ერთად განხილვები, საუბრები, საერთო უფასო ვორქშოპები ადგილის სიყვარულს წლიდან წლამდე ზრდის. 

 



Veli.store ონლაინ საყიდლების პლატფორმაა, რომელიც 2022 წლის იანვარში გამოჩნდა ბაზარზე და მასში პროდუქტების დიდი ასორტიმენტის შეძენა ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ამ ეტაპზე, ველიზე საყიდლების შეგროვება 14 კატეგორიიდანაა შესაძლებელი, ესენია: ტექნიკა, წიგნები, სილამაზე & თავის მოვლა, სახლის მოწყობა, საკანცელარიო ნივთები, ბარი&მეტი და სახლის მოვლა. კომპანიის შექმნის მიზანი და სტრატეგიული ხედვა, საყიდლების ონლაინ შეძენისას საუკეთესო გამოცდილების დანერგვაა და პირველი დღიდანვე გუნდი სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდა. კომპანიის ყველა ინიციატივა და აქტივობა დაფუძნებულია მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებაზე, უმტკივნეულო და კომფორტული სერვისის შექმნისას, რაც ითარგმნება: მარტივი და კომფორტული UX - მომხმარებელი სულ რამდენიმე ღილაკის დაჭერით რეგისტრირდება პლატფორმაზე და ყიდულობს პროდუქტს. 

 



„საპონერია“  ახლად ჩამოყალიბებული კომპანიაა და 2022 წლის აპრილში დაასაქმა პირველი თანამშრომლები. ამჟამად ის 8 მუდმივ თანამშრომელს აერთიანებს. ბრენდი "საპონერია" 2017 წლიდან არსებობს, აწარმოებდა ნატურალურ, ეკო-მეგობრულ კოსმეტიკას და მის უკან მხოლოდ ერთი ადამიანი, დამფუძნებელი იდგა. მიუხედავად ამისა, იმდენად პრიორიტეტული იყო მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად დადებითი გამოცდილების მინიჭება, მათი მხრიდან ეს მომსახურეობა აღიქმებოდა, როგორც მოზრდილი, გამართული კომანიის ზრუნვა (რაც შემდგომ კვლევაში გამოვლინდა). მომხმარებელზე ზრუნვა - მისთვის პროდუქტის დიზაინის (და არამხოლოდ ვიზუალური დიზაინის) შექმნით, პროდუქტის შექმნა კი, რეცეპტის დაწერით იწყება. ამ მომენტიდან მთელი კომპანია ამ მომხმარებლის გამოცდილებაზე ზრუნავს და ცდილობს, მაქსიმალურად მეტი ბედნიერება და მზრუნველობა მიანიჭონ მას. 

 



ტურისტული კომპანია  „თრეველფაი“ პანდემიის დაწყებამდე 2 კვირით ადრე დაარსდა. კომპანიას მოუწია  ყველაზე რთული პერიოდის გავლა, რაც კი ტურიზმის ინდუსტრიას ახსოვს. ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი ექსპერიმენტი ჩატარდა, რათა საუკეთსო მოდელი შექმნილიყო არსებული და პოტენციური მომხმარებლისთვის. კომპანიამ სრულად მიიღო გამოწვევა არსებული სიტუაციიდან, რამაც საშუალება მისცა, რომ განვითარებულიყო და კონკურენტებთან შედარებით გაცილებით მაღალი ტემპით შეესწავლა არსებული მოთხოვნები და პროდუქტები, რომლებიც უსაფრთხო ტურიზმის გამოცდილებას შესთავაზებდა მომხმარებელს.