ბიზნეს სიახლეები
2022 წლის ბიზნესდაჯილოდების მონაწილე კომპანიები ნომინაციაში „გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში"
ბიზნეს ბლოგი
02 ნოემბერი 2022
visibility 1293

„შინდი“ არის ციფრული მარკეტინგული მომსახურებების გამწევი კომპანია, რომელიც პიონერია აჭარის რეგიონში, სადაც მანამდე სრული ციფრული მარკეტინგული მომსახურება (სოც-მედია მენეჯმენტი, საძიებო სისტემები, ვებ-დეველოპმენტი, ბრენდინგი, ონლაინ ედვერთაიზინგი), თავმოყრილი ერთი კომპანიის მომსახურები ქვეშ, არ არსებობდა. შესაბამისად, აღნიშნულმა ფაქტმა მისცა საშუალება ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესებს და სახელმწიფო ორგანიზაციებს ჰქონოდათ ხელმისაწვდომი და ადგილობრივ საჭიროებაზე მორგებული ციფრული სერვისები, რამაც გააიოლა სამიზნე აუდიტორიასთან ურთიერთობა როგორც ადგილზე , ისე საზღვარგარეთ და შედეგად გაზარდა მათი გაყიდვები, მომხმარებელთან ურთიერთობის არხები და ცნობდობა. 

 



„უდაბნო ჯგუფმა“ 2017 წლიდან დაიწყო საქმიანობა და ემსახურება სოფლის მეურნეობის განვითარებას კახეთის რეგიონში, საგარეჯოს რაიონში. გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელ საუკუნეში დიდ პრობლემას წარმოადგენს ჯანსაღი კვება და პროდუქტი, კომპანიის ერთ-ერთი მიზანია ორგანული, ჯანმრთელი, ქართული პროდუქტის წარმოება და საქართველოს სახელით ექსპორტზე გატანა. კახეთში 20,000 ჰა-მდე მიწის განაშენიანებით „უდაბნო“ გადამწყვეტ როლს თამაშობს გაუდაბნოებასთან ბრძოლაში, ამავდროულად უზრუნველყოფს რეგიონში ბიომრავალფეროვნების დამკვიდრებას. ამჟამად გაშენებულია ნუშის ბაღები (უკვე დარგულია დაახლოებით 700,000 -მდე ნუშის ხე), კენკროვანი კულტურები, კერძოდ მარწყვის, მაყვილსა და ჟოლოს პლანტაციები და ვენახი - 150-მდე სახეობის ქართული ენდემური ჯიშის ვაზები.    

 

 



„რამსეს ჯეორჯიანი“ 2017 წლიდან არის იტალიური იახტების ბრენდის - Azimut ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში. კომპანია ბათუმში, ერთ-ერთ ზღვისპირა ტურისტულ ქალაქში მომხმარებლებს იახტების გაქირავების სერვისს სთავაზობს. 

 



 

სათავგადასავლო კლუბი ჯომარდი 2003 წლიდან ეწევა ტურისტულ მომსახურებას ფშავში. 2016 წლიდან შეიქნმა საკუთარი საჯომარდო ბაზა ,რომელსაც მოგვიანებით დაემატა საჰაერო თოკების პარკი. 2003 წლიდან დღემდე ბაზაზე აქტიურად დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა უფასოდ გაიარონ სპორტული ტრეინინგები სერთიფიცირებულ გიდებთან და შეისწავლონ ინგლისური ენა.  სათავგადასავლო კლუბი მომხმარებელს სთავაზობს ჯომარდობას მდინარე არაგვის 10 კილომეტრიან დისტანციაზე, ფშავის ხეობაში. ბაზაზე მოწყობილია 4 დონიანი საჰაერო თოკების პარკი (უწყვეტი დაცვის სისტემით) და ზიპლაინი,რომელიც შედგება 3 დიდი ზოლისგან. ასევე სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა დააგემოვნონ ბაზაზე არსებული კვების ობიექტის (ჰასპის მიერ ლიცენზირებული) ქართული და ევროპული კერძები. უცხოელი სტუმრებისთვის ტარდება ქართული სამზარეულოსა და ღვინის მასტერკლასები. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს, სათავგადასავლო, სპორტულ აქტივობებს და ჯანსაღ გარემოს  ლამაზ, რეკრეაციულ სივრცეში.

 



კომპანია "ბიმეისონი" დაარსდა 2021 წლის ოქტომბერში. ქალი ხელმძღვანელის მართული, ევროპული ტიპის კომპანია სამშენებლო ინდუსტრიისთვის სრულიად ახლებური კორპორატიული კულტურით და მომხმარებელთან ურთიერთობის პოზიტიური სტილით გამოირჩევა. ბეტონის ნაკეთობების საწარმო მდებარეობს ქალაქ ხობში. ქუჩების და ზოგადად გარე სივრცეების კეთილმოწყობის პროექტებისთვის, გარდა ხარისხიანი პროდუქციისა, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს, სრული სპექტრის მომსახურებას,  როგორიცაა, მიწოდება, დიზაინი, დაგება და მოვლა.

 



კომპანია „სიდერი“ დაარსდა 2018 წელს სამეგრელოში. კომპანიის მესვეურებმა  33 ჰა მიტოვებული, გაუვალ ტყედ გადაქცეული ყოფილი ჩაის ფართობი  შემოღობეს, შემდეგ ნიადაგის ანალიზით და ლანდშაფტის გათვალისწინებით დაიგეგმა ტერიტორიის განაშენიანება, გამოიყო პრიორიტეტები, გაშენდა ლურჯი მოცვის და თხილის ბაღები, სადაც შესაძლებელი იყო ჩაის აღდგენითი სამუშაოები, დაეთმო ჩაის კულტურას.  ტერიტორიის ნაწილზე მოეწყო სამაცივრე მეურნეობა, ნაწილიზე დამონტაჟდა 108 კვ.სთ სიმძლავრის მზის ელექტრო სადგური, რომელიც მთლიანად ჰყოფნის სამაცივრე და სარწყავი სისტემის მოთხოვნილებებს.

 



Hotsale.ge ელექტრონული კომერციის ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც უკვე 11 წელია ლიდერ პოზიციას იკავებს ბაზარზე. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს თანხის დაზოგვას მრავალფეროვანი მომსახურების და პროდუქციის მიღების დროს. Hotsale.ge-ზე განთავსებულია შეთავაზებები სხვადასხვა კომპანიებისგან: სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, ესთეტიკის ცენტრები და სალონები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, აუზები და სხვა. Hotsale.ge აკავშირებს კომპანიებს უამრავ მომხმარებელთან და სთავაზობს მათ ეფექტურ და გაზომვად სარეკლამო მომსახურებას, ცნობადობის გაზრდასა და ლოიალური მომხმარებლის შეძენას. თითოეული პარტნიორისთვის იგეგმება ინდივიდუალური, მათზე მორგებული მარკეტინგული კამპანია. ვებგვერდზე საქართველოს ყველა კუთხიდანაა ბიზნესები განთავსებული, რომელთა რაოდენობამ 11 წლის განმავლობაში 10 000 გადააჭარბა. 

 



კომპანია „მკითხველი ქუთაისი“ ონლაინ და სატელეფონო ზარების საშუალებით, ახდენს სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურის შეთავაზებას, პოტენციურ მომხმარებელთან და დაინტერესების შემთხვევაში მიწოდებას საკურიერო მომსახურეობით. კომპანიის მთავარი მიზანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ლიტერატურის ხელმისაწვდომობა. კომპანია თანამშრომლობს ქვეყნის ყველა წამყვან გამომცემლობასთან, რაც საშუალებას იძლევა, მომხმარებელს შესთავაზონ მრავალფეროვანი ლიტერატურული არჩევანი, მისაღები ფასად.    

 



„სამაჩაბლო 2016“  წარმოდგენილია ბაზარზე სარეკლამო ბილბირდებითა და სრული სარეკლამო მომსახურებით. კომპანიამ შესაძლებლობა შექმნა აქამდე აუთვისებელ ლოკაციებზე ბიზნესებს ესარგებლად საბილბორდე მომსახურებით და განეთავსებინათ რეკლამა. მომსახურება მოიცავს სრულ პაკეტს, საბილბორდე ვიზუალის დამზადებას, ბეჭდვასა და მონტაჟს. კომპანიის ბილბორდები შეგხვდებათ სრულად 3 რეგიონში - კახეთში, ქართლში და მცხეთა მთიანეთში. 

 


„კომორები“ ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველზე პოპულარული, მოძრავი საფესტივალო ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა 2018 წელს. „კომორებმა“ გამართა 14 ღონისძიება თბილისსა და რეგიონებში. პირველად იყო ყაზბეგის რაიონი, სოფელი გველეთი, სადაც პირველად ჩატარდა მსგავსი მასშტაბის და ფორმის მუსიკალური შეკრება.  შემდეგ იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი ორბეთი, რომელიც გამორჩეული იყო, როგორც, ყველაზე დიდი ივენთის მასპინძელი ლოკაცია, კოვიდ რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ. ბათუმში გატარებული ორი ზაფხულის შემდეგ, “კომორებმა”, 2021 და 2022 წელს ფესტივალი გამართა ისტორიულ ციხისძირში, რომელსაც ორი წლის განმავლობაში 20 000-მდე ქართველი და უცხოელი სტუმარი დაესწრო. ღონისძიებამ დიდი როლი ითამაშა რეგიონში. დასაქმდა ათეულობით ადგილობრივი მაცხოვრებელი, შესაბამის სტანდარტებში მოვიდა და გაქირავდა ყველა სახლი და საოჯახო სასტუმრო, ვიზიტორების უმრავლესობამ პირველად აღმოაჩინა კურორტის აქამდე მათთვის უცნობი, მიმზიდველი და ისტორიული ადგილები.



 

Rento Group - ი გამოირჩევა  საუკეთესო სატრანსპორტო მომსახურებით. კომპანია საქართველოს სხვადასხვა მხარეში ყოველ წლიურად მილიონამდე მგზავრს ემსახურება და ტრანსპორტირების სთავაზობს მაღალი კლასის ავტომობილებს. Rento -ში დასაქმებულია 200 ზე მეტ მძღოლი, მათ შორის, 15 ქალია. თითოეული მძღოლი კომპანიის მომსახურების ამერიკული პროტოკოლის თანახმად მოქმედებს, სპეციალურ უნიფორმაშია გამოწყობილი და კომფორტული მგზავრობისთვის ყველა საჭირო ატრიბუტს ფლობს.