ბიზნეს სიახლეები
2022 წლის ბიზნესდაჯილოდების მონაწილე კომპანიები ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა"
ბიზნეს ბლოგი
03 ნოემბერი 2022
visibility 4567


„ოფისქეა“მომხმარებელს საყოფაცხოვრებო და საკანცელარიო ნივთებს აწვდის, ასევე კომპანია ორგანიზაციებს უწევს ფურშეტულ მომსახურებას. კომპანია მუდმივად ეხმარება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს. 

 



„ქართული ტექსტილი“ დაფუძნდა 2019 წელს, საწარმო მდებარეობს ქალაქ რუსთავში. კომპანიის საქმიანობაა სპორტული ფორმების წარმოება, იწარმეობა ისეთი ბრენდების პროდუქცია, როგორიცაა ADIDAS, PUMA, NIKE, ERIMA LOTTO. კომპანია 1700-ზე მეტ დაქირავებულ თანამშრომელს ასაქმებს, დასაქმებულები უმეტესად არიან სოფლად მაცხოვრებლები, კომპანია თავად უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას საცხოვრებელი სახლიდან სამსახურამდე და პირიქით. 

 


კომპანია „ტრეზორი“ 2020 წლიდან ახორციელებს მაღალი ხარისხის პროდუქციის იმპორტს კლინიკებისთვის, სამედიცინო დიაგნოსტიკური და ბიოსამედიცინო პროფილის მქონე ლაბორატორიებისთვის, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და უნივერსიტეტებისთვის. კომპანია პარტნიორობს წამყვან მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან მსოფლიო მასშტაბით. პროდუქციის ჩამონათვალი წარმოდგენილია ფართო სპექტრით და მოიცავს: სახარჯ მასალებს, აპარატურას, ლაბორატორიულ აქსესუარებს და აღჭურვილობას, ქიმიკატებს, დიაგნოსტიკურ ტესტ-სისტემებსა და ანალიზატორების გაფართოებულ ჩამონათვალს. „ტრეზორის“ მიზანს წარმოადგენს მაღალი სტანდარტის დანერგვა სამედიცინო დიაგნოსტიკური და ბიოსამედიცინო დარგის მიმართულებით შესაბამისი ექსპერტიზა და უცხოელ პარტნიორებთან სწრაფი კომუნიკაცია საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს შევთავაზოთ მომსახურების სისწრაფე და მაღალი ხარისხი. კომპანიამ არსებითად პოზიტიური როლი შეასრულა კოვიდ პანდემიის დროს გენეტიკური დიაგნოსტიკის ლაბორატორიებისთვის, კოვიდ ტესტირებისთვის კრიტიკულად აუცილებელი სახარჯი მასალების, რეაგენტების და ტესტ-სისტემების მიწოდების კუთხით. 

 


კომპანია „იმიჯი“ ფინანსური განათლების სფეროში საქმიანობს. პანდემიის პერიოდში კომპანია დისტანციურ რეჟიმში სწავლების ფორმატზე გადაერთო, რამაც ხელი შეუწყო ფორმატის განვითარებას. უამრავმა მიზანდასახუმა ადამიანმა მიიღო განათლება ამ პერიოდში და არ შეწყვიტა განვითარება.

დისტანციური სწავლების მიმართ ინტერესი მზარდია, რადგან ეს  ინოვაციური სწავლების მეთოდი უამრავ ადამიანს აძლევს შანსს, არამარტო დედაქალაქიდან , არამედ სხვადასხვა რეგიონებიდან ჩაერთონ და მიიღონ ფინანსური განათელბა. 

 



კომპანია "აგროჰაბი" 2021 წლიდან ქსელში დასაქმებულ ყველა სტუდენტს ხელფასის, სასწავლო აკადემიურ საათებთან მორგებული გრაფიკისა და სხვა ბენეფიტების გარდა, ასევე უფინანსებს სწავლის წლიურ გადასახადს. განხორციელებულმა პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში, რის საფუძველზეც, კომპანიის მხრიდან მოხდა დაფინანსების ზრდა. "აგროჰაბში" დასაქმებული ყველა სტუდენტი წლიურად მიიღებს 1000 ლარიან სასწავლო გრანტს. პროექტი "აგროჰაბში" დასაქმებული სტუდენტების გაზრდილი სასწავლო გრანტი ძალაში შევიდა 2022 სასწავლო წლის დაწყებისთანავე. კომპანიის მიზანია სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ სხვადასხვა სპეციალობაზე, მივცეთ შესაძლებლობა სწავლის პარალელურად დასაქმდნენ აგროჰაბში. კომპანია მაქსიმალურად ცდილობს, დასაქმებულ ადამიანებს შეუქმნას კომფორტული გარემო, შესთავაზოს მუშაობის მრავალფეროვანი გრაფიკი, ანაზღაურებადი სტაჟირების პრაქტიკა, კვარტალური საბონუსე სისტემა, ლოიალობის სისტემა, დემოგრაფიული ბენეფიტები და სხვა საინტერესო სამოტივაციო სქემები.  

 



პროექტი BOGART არის ქართულენოვანი ონლაინ მედიასაშუალება, რომლის მიზანი საზოგადოებისთვის კულტურისა და თანამედროვე ცხოვრების სტილის შესახებ საინტერესო მოსაზრებების, შთამაგონებელი ისტორიებისა და შემოქმედებითი იდეების მიწოდებაა. BOGART-ის შემოქმედებითი ჯგუფი განსხვავებული თემებით, ისტორიებით, მოსაზრებებითა და მკითხველისთვის ინფორმაციის გაზიარების საუკეთესო ტექნოლოგიური გამოცდილებით ყოველდღიურად ემსახურება ხელოვნებითა და კულტურით დაინტერესებულ მრავალფეროვან აუდიტორიას.

 


„ლაბჰაუსი“ ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი დილერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სამედიცინო და ლაბორატორიული პროდუქციის მიწოდების სრულ კომპლექსს. „ლაბჰაუსის“ ვებ-გვერდი არის უნიკალური და გამორჩეული, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ ლაბორატორიული ჭურჭელი, აღჭურვილობა, რეაქტივები, აპარატურა, ავეჯი და მრავალი სხვა პროდუქტი.  „ლაბჰაუსმა“ არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა საქართველოში და ლაბორატორიული ტექნიკით, სახარჯი მასალით, რეაქტივებით, ჭურჭელითა და ავეჯით აღჭურვა სამედიცინო, საწარმოო, საგამოცდო, სამეცნიერო-კვლევითი, ანალიტიკური, საუნივერსიტეტო და ხარისხის კონტროლის ლაბორატორიები. 

 


„ამერიკულმა ჰოსპიტალმა“ თბილისში აქტიური საოპერაციო საქმიანობა დაიწყო 2022 წლის იანვარში. კლინიკა მომხმარებელს სთავაზობს მულტიპროფილურ მომსახურებას როგორც სტაციონარის ,ასევე ამბულატორიის მიმართულებით. კლინიკის მიზანია ქართულ ჯანდაცვის სექტორში შეიქმნას სრულიად ახალი გამოცდილება პაციენტისთვის, რომელიც გულისხმობს პაკეტურად მაღალი ხარისხის მომსახურებას კლინიკური კუთხით და ამავე დროს მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ჰოსპიტალში ყოფნის სტრესი, გარემო და პალატები სპეციალურად მორგებულია უფრო მეტად პრემიუმ სასტუმროს სახის სისტემას და დიზაინს, ვიდრე სტანდარტული პალატის სახის ოთახს. კომპანია მუშაობს აქტიურად JCI სტანდარტის დანერგვაზე ,რომელიც დასრულდება 2023 წელს, პერიოდულად ხდება მუდმივი მონიტორინგი ხარისხზე უცხოელი სპეციალისტების მხრიდან. ბიზნეს მოდელი სრულად მორგებულია ქართული ჯანდაცვის სისტემის თავისებურებებზე და ანაზღაურების პრინციპებზე, შესაბამისად პაციენტისთვის არის ხელმისაწვდომი. 

 



„რობო კოდერი“ არის საგანმანათლებლო მიმართულების სივრცე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის , რომელიც დაფუძნებულია Lego საგანმანათლებლო პროგრამებზე. გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ცდილობენ მომავალ თაობას გადასცენ ისეთი უნარები, რომლებიც მათ განვითარებას და წარმატებას შეუწყობს ხელს. პროგრამირების საფუძვლები, ტექნოლოგიების გაცნობა , გუნდური მუშაობა , პროექტების შექმნა და წარდგენა და მრავალი სხვა - ეს არის ის უნარები, რომლებსაც „რობო კოდერში“ მისული ბავშვები იძენენ და ხდებიან საკუთარ თავში ბევრად დარწმუნებულები, გაბედულები და მომავალს მომზდებულები ხვდებიან .

 



„უნივერს ბიზნეს გრუპი“ საქართველოს ბაზარზე შემოაქვს სამშენებლო ტექნიკა-დანადგარები. გარდა ამისა ის ზრუნავს ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. კომპანიაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაიაროს უფასო კონსულტაცია და შეისწავლოს კონკრეტული დანადგარის მოხმარება.



სასწავლო - საგანმანათლებლო ცენტრი ეხმარება ადამიანებს მოტივაციის გაზრდა და ცხოვრებისეული ცვლილებების განხორციელებაში. ცენტრი დაუღალავად მუშაობს ყოველდღიურად, რათა მომხმარებელმა მიიღოს ახალი იდეები, ახალი ცოდნა და ინფორმაცია იმისათვის, რომ უფრო სწრაფად მიაღწიონ დასახულ მიზნებს.