ბიზნეს სიახლეები
აპლიკაციების კონკურსზე რეგისტრაცია იწყება
ბიზნეს ბლოგი
03 აგვისტო 2021
visibility 9172

აპლიკაციების კონკურსზე რეგისტრაცია იწყება

თიბისის ყოველწლიურ აპლიკაციების კონკურსზე სტარტაპების რეგისტრაცია დაიწყო და 31 აგვისტომდე გაგრძელდება. 

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ინოვაციური მობილური ან ვებ-აპლიკაციით გაამარტივებს ადამიანების ყოველდღიურობას, ისეთი მიმართულებებით როგორებიცაა: ფინანსები, ბუღალტერია, ადამიანური რესურსების მართვა, კლიენტებთან ურთიერთობა, გაყიდვების კონტროლი და სხვა.

კონკურსი სტარტაპერებს საშუალებას აძლევს საკუთარი იდეები სისრულეში მოიყვანონ და ტექნოლოგიურ სფეროში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგან. 

თიბისის მხარდაჭერით აპლიკაციების კონკურსი უკვე მესამე წელია ქვეყანაში ტექნოლოგიური ინდუსტრიის გასავითარებლად, ბიზნესში ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემოსატანად და პროცესების გასამარტივებლად ტარდება. 

 

რა ეტაპებს მოიცავს კონკურსი? 

კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება:

  • პირველ ეტაპზე მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ პროდუქტის იდეა და მისი მთავარი შესაძლებლობების მაჩვენებელი ვიზუალური მასალა. 
  • მეორე ეტაპზე გადარჩეული იდეები ჟიურის წინაშე, დახურულ პრეზენტაციაზე პროექტის სადემოსტრაციო პროტოტიპს, ტექნიკურ გადაწყვეტას, განხორციელებისა და კომერციალიზაციის გეგმას წარმოადგენენ. 
  • მესამე ეტაპზე გადასული ფინალისტი გუნდები გაივლიან ინდივიდუალურ კონსულტაციებს და საჯარო პრეზენტაციაზე წარადგენენ სრულყოფილ, მუშა პროტოტიპს. 

კიდევ რა უნდა ვიცოდეთ? 

  • ერთ გუნდში მაქსიმუმ ხუთი ადამიანია დაშვებული. კონკურსი ღიაა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. 
  • თითოეულ გუნდს მხოლოდ ერთი იდეის წარდგენა შეუძლია, რომელიც არ არის სხვა პირის მიერ შექმნილი, არ იმყოფება სხვისი საავტორო უფლებების ქვეშ და ბაზარზე ჯერ არ ფუნქციონირებს.

რა პრიზებია დაწესებული? 

კონკურსის შედეგად ჟიური 3 გამარჯვებულს გამოავლენს. გამარჯვებული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი - 15 000 ლარით დაჯილდოვდებიან.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაციის გავლა მოცემულ ბმულზეა - https://bit.ly/AppsChallengeTBC შესაძლებელი.

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო - GITA.