ტექნოლოგიური სიახლეები
ვინ არიან აპლიკაციების კონკურსის ნახევარფინალისტი გუნდები?
ბიზნეს ბლოგი
17 სექტემბერი 2021
visibility 6898

თიბისის აპლიკაციების კონკურსის ნახევარფინალისტის სტატუსი 29 ინოვაციურმა სტარტაპმა მოიპოვა, რომლებიც ტექნოლოგიებში ახალ, ბიზნესისთვის, და ხშირ შემთხვევაში ყველასთვის, საჭირო პროდუქტს ქმნიან. აპლიკაციები, სოფტები თუ სხვა ციფრული გადაწყვეტები  ახლა დღის შუქს ელიან, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში სტარტაპებს თიბისისგან ფულადი ჯილდო გადაეცემათ, რაც მათ ამ იდეების რეალობად ქცევაში დაეხმარებათ. 

თითოეული გადაწყვეტა თავის მხრივ, ორიგინალურია და ერთს ან რამდენიმე საქმეს უმარტივებს მომხმარებელს. აპლიკაციების კონკურსის მიზანიც ეს იყო: სტარტაპერებს ისეთი აპლიკაციები, სოფტები თუ სხვა ციფრული გადაწყვეტები უნდა შეექმნათ, რომლებიც ადამიანებს და ბიზნესებს ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს. 

აქ.ახლა გაიცანით აპლიკაციების კონკურსის ნახევარფინალისტები. 

Exponent Group 

ქმნის მსოფლიოში პირველ პლატფორმას, რომელიც ორიენტირებული იქნება ხმოვან გიფებზე, იგივე მემეებზე, რომლის გაგზავნაც პირდაპირი გზით იქნება შესაძლებელი facebook/instagram/viber/whatsapp და სხვა მესინჯერის ჩატში.

WEBHR 

ადამიანური რესურსების მართვის კუთხით შექმნილი SAAS -ის (SOFTWARE AS A SERVICE) ტიპის პროდუქტი, არის ვებ პლატფორმა და გააერთიანებს ძირითად პროცესებს, რათა გაუმარტივოს და დაუზოგოს დრო და ფინანსური რესურსი კომპანიებს. 

Wowchy 

ჩუქების ვებ პლატფორმაა, რომლის მეშვეობითაც სულ რამდენიმე წამში საჩუქრის მაძიებელს შეუძლია შეარჩიოს, შეიძინოს და ადრესატს გაუგზავნოს ნებისმიერი ბრენდის სასაჩუქრე ვაუჩერი ციფრული ან ფიზიკური სახით. 

PaySlip 

ციფრული ქვითრების პლატფორმაა, რომელიც ბარათით გადახდის შემთხვევაში ქაღალდის ქვითრებს ციფრული ალტერნატივით ჩაანაცვლებს. ამით გამარტივდება და უფრო ხელმისაწვდომი გახდება საბანკო და ლოიალურობის სისტემებზე წვდომა. 

PaySlip სერვისი იყოფა 4 სეგმენტად ბანკებისთვის, მომხმარებლებისთვის, სავაჭრო
 ობიექტებისთვის და პროდუქციის მწარმოებელი კომპანიებისთვის.

კეპლერი 

პროექტი წარმოადგენს საშუამავლო ციფრულ პლატფორმას, რომლის მიზანი სამშენებლო სფეროში არსებული ნებისმიერი მომსახურების ერთ ადგილზე თავმოყრა და მომხმარებლისთვის წვდომის გამარტივებაა. პლატფორმა ითვალისწინებს სასურველი კანდიდატების შერჩევას, კომუნიკაციას, დაჯგუფებას, კონტრაქტის გაფორმებასა და პროექტის დასრულებისთანავე შეფასებას.
 

Bubbler

პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია დაეხმაროს ადამიანებს საკუთარი ინტერესების, მაგალითად ჰობების, გარშემო ახალი ადამიანების მოძებნაში და უბიძგოს მათ პლატფორმის გარე აქტივობისკენ. 

Bubbler-ზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს საშუალება აქვს ძებნის რადიუსის მითითებით იპოვოს მის ირგვლივ დაპოსტილი პერსონალური ღონისძიებები. 

Brokerapp 

სტარტაპი წარმოადგენს ინოვაციურ სადაზღვევო პლატფორმას, რომლის მიზანია შეიქმნას ერთიანი სივრცე (Insurance Marketplace), სადაც მომხმარებელი შეძლებს შეიძინოს დაზღვევის სხვადასხვა საცალო სადაზღვევო პროდუქტი (ავტომობილის, სამოგზაურო, ჯანმრთელობის, ქონების და სიცოცხლის დაზღვევა) საქართველოს და გლობალურ ბაზრებზე არსებული სადაზღვევო კომპანიებისგან კონკურენტულ ფასად და მისთვის მოსახერხებელი დიზაინით/აპლიკაციით. 


UPWAY

პირველი უნიკალური საგანმანათლებლო მარკეტფლეისი საქართველოში, სადაც ციფრულ სივრცეში გაერთიანებულია ქვეყანაში არსებული საგანმანათლებლო, თუ სამოყვარულო ონლაინ და ოფლაინ კურსები. პლატფორმა ერთი მხრივ, მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ნებისმიერ დროს შეიძინონ მათთვის საჭირო კურსი, ხოლო მეორე მხრივ კურსების მწარმოებლებს/ბიზნესებს შეუძლიათ მისწვდნენ სამიზნე აუდიტორიას და მარტივად გაყიდონ კურსი იქ, სადაც მათ უკვე ეძებენ.
 

თრაისი 

პროექტის მთავარი მიზანია უნაკლო და ეფექტური საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მომხმარებლებს შორის მრავალენოვან ურთიერთქმედებას. ამჟამად თრაისს აქვს მობილური აპი, რომელიც გთავაზობთ შეტყობინებების რეალურ დროში თარგმნას 15ზე მეტ ენაზე. 

UniSoft 

აერთიანებს საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებსაც უნივერსიტეტები საქმიანობის პროცესში, ერთდროულად სარგებლობენ, იქნება ეს აკადემიური მოდული, დისტანციური სწავლებისთვის და სტუდენტებთან კომუნიკაციისთვის საჭირო პროგრამები თუ სხვა.

iPolitician 

აპლიკაციის მიზანია მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გაციფრულება, რაც ხელს შეუწყობს ხალხის ჩართულობასა და ინფორმირებულობას პოლიტიკურ პროცესებში. ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, მარტივად გაიგოს, თუ რა ვითარებაა მისთვის საინტერესო თემებზე ქვეყნის მასშტაბით, ასევე დააფიქსიროს საკუთარი აზრი მიმდინარე პროცესებში, იქნება ეს არჩევნები, კანონპროექტები თუ პრობლემები.

 

Allmakery 

სამშენებლო და სარემონტო საქმის წარმოების თანამედროვე ციფრული მოდელია (დიზაინიდან - შესრულებამდე). სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად ამ პლატფორმაზე იქნება თავმოყრილი საჭირო ინფორმაცია ინდუსტრიის თუ საჭირო სერვისის შესახებ. ასევე, მომხმარებელი შეძლებს შემსრულებლის მოძიებას, მარტივ კომუნიკაციასა და ციფრული გზით დაკონტრაქტებას. 

Theneo 

პროექტის მიზანია დეველოპერებსა და მცირე/საშუალო კომპანიებს შეეძლოთ ტექნოლოგიური გიგანტების მსგავსი API დოკუმენტაციის გენერირება სწრაფად და მინიმალური ხარჯებით.

Instock 

INSTOCK ციფრული საწყობის პლატფორმაა, რომელიც  კომპანიებს სთავაზობს მათი მარაგების გაციფრულებას და საშუალებას აძლევს მართონ B2B გაყიდვები ერთი პლატფორმიდან. სტარტაპის მიზანია აღმოფხვრას ინფორმაციული უზუსტობები, დროის დანახარჯი და გააკონტროლოს პროცესი რეალურ დროში. 

 

Crosscreators 

ეს არის აუგმენტური რეალობის მარკეტფლეისი, სადაც აუგმენტური რეალობის შემქმნელ კრეატორებსა და ბრენდებს აქვთ კოლაბორაციის საშუალება. 

 

სქუადრო 

აპლიკაციის მიზანია დაეხმაროს პროფესიული სერვისების ინდუსტრიის წარმომადგენელ ორგანიზაციებს, მაგალითად კრეატიულ სააგენტოებს, აღრიცხონ და გაანალიზონ საკუთარი პროექტების ფინანსური მომგებიანობა და გააუმჯობესონ გუნდის/ადამიანური რესურსების უტილიზაცია.

Fudo Team 

Fudo წარმოადგენს გამოსაყენებლად მზა ონლაინ შეკვეთების სისტემას, რომლის მიზანია გაამარტივოს და გააუმჯობესოს ურთიერთობა კვების სერვისის მიმწოდებლებსა და კორპორატიულ მომხმარებლებს შორის. 

DeliverOn 

DeliverOn-ი არის ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ე.წ “On-demand” მიწოდების მენეჯმენტის პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს გამართონ საკუთარი ან სურვილის შემთხვევაში „უბერიფიკაცია“ გაუკეთონ საკურიერო სერვისებს. 

CORVIS 

კორვისი შესყიდვების მართვის თანამადროვე B2B სისტემაა, გაცილებით იაფი და მომხმარებელზე ორიენტირებულია, ვიდრე არსებული ალტერნატივები.

 Doggo App
 

ძაღლები ადამიანების ოჯახის წევრები არიან, რომლებსაც სჭირდებათ  ყურადღება, დრო და ენერგია, რაც დღევანდელ დღეს საკმაოდ რთულია. სტარტაპის მიზანია ადამიანებს გაუმარტივდეთ საკუთარ ოთხფეხა მეგობარზე ზრუნვა და გააციფრულოს ისეთი სერვისები, როგორიცაა - გასეირნება, გრუმინგი, გამოკვება თუ სასტუმროში დატოვება. 

 

Team Strange Elo

დღეს ხშირად აფერხებენ პროცესებს შემდეგი პრობლემები: უმიზეზოდ გართულებული ვებ-გვერდი, მოუხერხებელი გადახდის პროცესი, რთული თანხის უკუგატარების სისტემა. ამ მიმართულებების დახვეწას და განვითარებას ისახავს მიზნად სტარტაპი Team Strange Elo.

კოლექტივი 

აპლიკაცია მიზნად ისახავს გამჭირვალე სივრცის შექმნას, რომელიც მობინადრეებს გაუმარტივებს კორპუსებთან დაკავშირებული საზრუნავების მართვას და მათ საშუალებას მისცემს წამოჭრან აქტუალური საკითხი ან პრობლემა, მონაწილეობა მიიღონ ხმის მიცემაში, დააფიქსირონ საკუთარი აზრი, შეარჩიონ შესაფერისი ვენდორი, თვალყური ადევნონ პრობლემის მოგვარების ვადებსა და მიმდინარეობას და გონივრულად მართონ ბიუჯეტი.

Intera AI 

SAAS (Software As A Service) პლატფორმა, რომელიც თავის მომხმარებლებს სთავაზობს 3D ინტერიერების დიზაინებს ვებ, მობილური და AR/VR პლატფორმების მხარდაჭერით.

დიზაინები იქნება ხელმისაწვდომი 3D ფორმატში და ნებისმიერი ადამიანი შეძლებს მათში ცვლილებების შეტანას ნებისმიერი ადგილიდან, ონლაინ რეჟიმში.

Huppy 

Huppy-ს მიზანია ხელი შეუწყოს მშობლებს შვილებთან ემოციური კავშირის დამყარებაში და ასე გააძლიეროს ისინი. Huppy-ს მობილური პლატფორმა მშობლებს სთავაზობს ონლაინ კლასებს, ბავშვის განვითარების შეფასებისა და დაკვირვების ინსტრუმენტების შესწავლასა და ყოველდღიური აქტივობების პაკეტს. 


მედუ

მედუ არის ვირტუალური სამედიცინო პლატფორმა, რომელშიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ექიმები, რეზიდენტები, სტუდენტები შეძლებენ მარტივად კომუნიკაციას და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებას, კონფერენციებზე დასწრებას და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვას.


AReal 

არის პროგრამული უზრუნველყოფის სერვისის - SAAS პლატფორმა, რომელიც მუზეუმებს აძლევს საშუალებას ვებ პლატფორმის მეშვეობით შექმნან ციფრული აუდიო გიდის სერვისი, მობილურ აპლიკაციაზე დაფუძნებით მხოლოდ 35 წუთში და დაამატონ ახალი მასალები რამდენიმე წუთის ინტერვალში.

AR გიდის მეშვეობით მომხმარებელი სხვადასხვა სამუზეუმო ექსპონატის შესახებ ინფორმაციას იღებს.

 

Galaxy Taxi 

პროდუქტის მიზანია კომპანიებს გაუმარტივოს და შეუმციროს თანამშრომლების ტრანსპორტირება ხარჯები. აპლიკაცია თანამშრომელთა საცხოვრებელი ადგილისა და სამუშაო გრაფიკის მიხედვით ოპტიმალურად აჯგუფებს მონაცემებს და ავტომატურ რეჟიმში ხდება ტაქსის გამოძახება.

GEPARTS 

სტარტაპის იდეას წარმოადგენს ავტონაწილების მაძიებლებისა და მათი მომწოდებლების ერთმანეთთან მარტივად დაკავშირებას.
 დღეს მომხმარებელი ვერ შეძლებს ავტომობილის დეტალებთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაციის მიღებას, მოკლე დროში, ხოლო GEPARTS-ი ერთიან პლატფორმაზე აერთიანებს ყველა საჭირო ინფორმაციას.

EduPay

ედუფეი ქმნის სწავლის გადასახადის ავტომატიზაციის ვებ.პლატფორმას ნებისმიერი ზომის ფასიანი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საფასურის გადამხდელისთვის. საფასურის გადამხდელს შეუძლია ედუფეის ვებ ან მობილური პლატფორმიდან მომენტალურად შეამოწმოს მიმდინარე დავალიანება და გადახდის გრაფიკი, სურვილის შემთხვევაში, კი დაფაროს ის ბარათით ან მომენტალური ონლაინ განვადებით თანხის 1-6 თვემდე გადანაწილებით.