წარმატების ისტორიები
Connections - პლატფორმა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს
12 მარტი 2021
visibility 9602

პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. თუმცა ახალმა რეალობამ ბევრი რამე უკეთესად დაგვანახა- მაგალითად, რამდენად მნიშვნელოვანია აუთსორს სერვისების არსებობა. აუთსორსინგი დღეს უკვე ჩვეულებრივ ბიზნეს პრაქტიკად იქცა, რომელიც გვეხმარება ფინანსური ან ადამიანური რესურსის შევსებაში. ახალმა რეალობამ ისიც უკეთესად დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვნები არიან ის ადამიანები, ვინც სხვა ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. 

ასე შეიქმნა «ქონექშენსი» -კომპანია რომლის მთავარი მიზანია დააკავშირონ ადამიანები ერთმანეთთან, აპოვნინონ ერთმანეთი გუნდს და გუნდის მომავალ წევრს. “ქონექშენსი» საწყის ეტაპზე კომპანიებს რეკრუტინგის მომსახურებას უწევდა. სიტყვა connections ინგლისურად ხომ სწორედ დაკავშირებას ნიშნავს. ასე დაიბადა კოპმანიის სახელწოდების იდეაც. 

კომპანიის შექმნის იდეა ორ მეგობარს ეკუთვნის - თამარ კიკვაძეს და ნინო ხაჭაპურიძეს. 

რეკრუტინგის მიმართულებით “ქონექშენსმა" ითანამშრომა და კვლავ განაგრძნობს პარტნიორობას ისეთ კომპანიებთან როგორიცაა საირმე, მეპერსი, მეტა, ვობი, თელიანი თრეიდინგი, ორიონი, სმაგლერსი, ინსი, თბილისი ჰილსი, შატო მოსმიერი და სხვა. 

რატომ რეკრუტინგი და რატომ გაყიდვები?

“ჩემი და თამუნას კავშირი არ არის მხოლოდ საქმიანი, ჩვენ ბავშვობიდან მოვდივართ. პროფესიულად, თამუნას 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს გაყიდვებში, მე კი -HR-ში და ტრენინგებში, ჩვენი ერთმანეთისაგან განსხვავებული გამოცდილებების დაკავშირებით ბაზარზე ახალი მიდგომა შემოვიტანეთ და ამით მივაღწიეთ წარმატებას.“ - ნინო ხაჭაპურიძე . 

რადგან უნიკალური გამოცდილებების დაკავშირებამ გაამართლა, გადაწყვიტეს იგივე პრინციპი სხვა პროდუქტშიც გამოეცადათ და 2019 წელს სატრენინგო ბაზარზე ნაცნობ სფეროში სრულიად ახალი პროდუქტი შემოიტანეს - გაყიდვების ტექნიკებისა და პროფესიული განვითარების ტრენინგი: „მე შენ და გაყიდვები“. 

დრო ერთადერთია რაც არ ბრუნდება, ადამიანი კი სულ მუდამ უნდა ვითარდებოდეს და ერთ ადგილას არ უნდა ჩერდებოდეს. კომპანიაც ხომ იგივე ადამიანია, „ბრენდამიანია“, გამოხატავს მის შემქმნელ ადამიანებს და მათ ხედვებსა და ხასიათს. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ახალი მიმართულების შექმნის იდეაც პანდემიის დროს, 2020 წელს დაიბადა. სიახლეები კი ყოველთვის კარგია და ყოველ ცვლილება ახალი შესაძლებლობები მოაქვს, ამ ყველაფრის შედეგად კი პირველ რიგში თვითონ ადამიანი ვითარდება და მისი კომპანიაც. 

"ახალმა რეალობამ კიდევ უფრო კარგად დაგვანახა აუთსორს სერვისების მნიშვნელოვნება, თუ რა ადმინისტრაციული და ფინანსური სარგებელი შეიძლება მოუტანოს კომპანიას სწორად შერჩეულმა აუთსორსმა. სწორედ ამიტომ ჩვენს კომპანიას მომსახურების ახალი მიმართულება - აუთსორს გაყიდვები დავამატეთ." - თამარ კიკვაძე. 

აუთსორს გაყიდვების სერვისი არის გაყიდვების დისტანციური ალტერნატიული წყარო, რა შემთხვევაშიც კომპანია იძენს გაყიდვების დამატებით არხებს, ახალ გამოცდილ პარტნიორებს და ზრდის შემოსავლებს. კომპანიას არ უწევს საკუთარი ადმინისტრაციული თუ ფინანსური რესურსის დახარჯვა შედეგის მისაღებად. “ქონექშენსის" სამუშაო მოდელი დამოკიდებულია საკომისიოზე, რომელსაც კომპანია იღებს მხოლოდ რეალიზაციის შემდეგ. 

"მუშაობა ყოველთვის შედეგზე ორიენტირებულია: ანაზღაურებას მხოლოდ მას შემდეგ ვიღებთ, როდესაც შედეგს მოვუტანთ კომპანიას, ეს მიდგომა რეკრუტინგშიც ზუსტად იგივე პრინციპით მოქმედებს.”- ნინო ხაჭაპურიძე. 

აუთსორს გაყიდვების მიმართულებით თამარის და ნინოს პირველი პროექტი კომპანია Procurement Solutions- ია (http://www.psolutions.ge). Procurement Solutions ორი მიმართულებით ვითარდება : B2B კორპორაციული მიმართულება და საცალო. 

“გვიხარია, რომ ერთობლივად შევძელით საცალო მიმართულების განვითარება და შოპი PS Health Store უკვე ვოლტზე და გლოვოზეა. B2B მიმართულებით კი აქტიურად მიმდინარეობს აუთსორს შესყიდვების სერვისის შეთავაზებები კომპანიებისთვის და რამოდენიმე მოლაპარაკება უკვე დასრულების ეტაპზეა." - თამარ კიკვაძე 

და მაინც, რა გახდა ამ პირველი პროექტის წარმატების მიზეზი? ვფიქრობ, რომ აქ მთავარი უპირატესობა გაყიდვების და შესყიდვების ერთად კეთებაშია. ვიღაცას რაღაცის გაყიდვა უნდა, ვიღაცას კი რაღაცის ყიდვა. ამ საჭიროებების კონსოლიდირება კი, როგორც ჩანს, ყველასთვის საუკეთესო შედეგის მომტანია. 

2021 წელს ახალი პროექტებით იწყება, თუმცა "ქონექშენსის" სლოგანი უცვლელია : დაგვიკავშირდით და დაგაკავშირებთ! 

გაიგე უფრო მეტი კომპანიის შესახებ: www.connections.ge