Cold Chocolate Charger
რას გთავაზობთ?
შეთავაზება მოიცავს პლატფორმას, რომლის საშუალებითაც მარტივად შექმნით ვებ-გვერდს, უფასო ფოტოგრაფის მომსახურებას, რომელიც დაასურათებს თქვენს პროდუქციას, თიბისის ონლაინ გადახდის სისტემას - TBC E-commerce, სფეისის ციფრულ განვადებას და მიტანის სერვისს.
დაფინანსება
VISA და თიბისი დააფინანსებს პირველ 200 კომპანიას, რომელიც უფასოდ მიიღებს ონლაინ პლატფორმის გამოყენების შესაძლებლობას 6 თვით, TBC E-commerce ის უფასოდ გამოყენებას 2 თვით და ფოტოგრაფის 30 პროდუქტის დასურათების სერვისს.
,,ბიუთი ბარის“ კონცეფცია გულისხმობს ქართულ ბაზარზე ისეთი ბრენდების და პროდუქტების წარმოდგენას, რომელიც ფასის და ხარისხის იდეალური კომბინაცია იქნება.
ხშირად დასმული კითხვები
ამ პროექტით გაკთებული მაღაზიებიდან შესაძლებელი არაქართული ბარათებით გატარება.
თუ კლიენტს უკვე აქვს ონლაინ პლატფორმა მას მაინც შეუძლია ამ შეთავაზებთ სარგებლობა. მას შეუძლია ერთ-ერთ გვერს დაარქვას "ონლაინ მაღაზია" - რომელზე კლიკითაც გადაამისამართებს მომხმარებელს ამ აქციით შექმნილ ონლაინ მაღაზიის გვერდზე სადაც ბიზნესს შეეძლება გაყიდოს საკუთარი პროდუქცია.
კლიენტს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ შეთავაზებით სარგებლობა, თუმცა შემდეგ ის ვეღარ ჩაერთვება ამ შეთავაზებაში. კლიენტის გაწეული ხარჯი იქნება საიტის დომეინის და ჰოსტინგის წლიური საფასური იმ შემთხვევაში თუ კლიენტი უფასო ქვე დომეინს არ იყენებს
პირველი 200 კლიენტი რომელიც გამართავს ონლაინ მაღაზიას - 6 თვის განმავლობაში დაფინანსდება საიტის ამწყობი და სამართავი პლატფორმის (b2c.ge) ყოველთვიური გადასახადისგან რომელიც შეადგენს 99₾ თვეში. ეს ფასი არ მოიცავს საიტის დომეინის და ჰოსტინგის ღირებულებას რომელიც კლიენტმა თავად უნდა შეიძინოს. პროექტის ფარგლებში მას ჰოსტინგის და დომეინის გადასახადის გარეშე, უფასოდ ისარგებლოს ქვე დომეინით ------.b2c.ge სადაც ----- ნაცვლად კლიენტს შეუძლია ჩაწეროს საკუთარი მაღაზიის სახელი.
ამ პროექტით შექმნილი ონლაინ მაღაზიების ნახვა შესაძლებელია ამავე ვებ-გვერდზე - "ონლაინ მაღაზიები" -ის ნაწილში.