ინტერნეტ ბანკი

ინტერნეტ ბანკი არის უმარტივესი გზა შეასრულოთ ფინანსური თუ არაფინანსური ტრანზაქციები მარტივად, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.

ინტერნეტბანკში თქვენ შეგიძლიათ:
star
ანგარიშებსა და ბარათებზე არსებული ბალანსების ნახვა და ამონაწერის გაკეთება;
star
ნებისმიერი ტიპის გადარიცხვა;
star
ჯგუფური გადარიცხვა;
star
კომუნალური გადასახადების გადახდა;
star
ავტომატური გადარიცხვებისა და გადახდების შესრულება;
star
დეპოზიტების, სესხებისა და გარანტიების მართვა;
star
შეღავათიანი კურსი;
star
ინტერნეტბანკის მომხმარებლების დამატება და მათთვის უფლებების მინიჭება;
star
ბიზნეს ანალიტიკა;
star
ინვოისინგი

ღია ბანკინგი

გამოაჩინე სხვა ბანკის ანგარიშები თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში და მართე შენი ბიზნესის ფინანსები ერთი სივრციდან

ტარიფები

სტანდარტული

სტარტაპერი*

ინტერნეტ ბანკის რეგისტრაციის საკომისიო:

უფასო

უფასო

Digipass მოწყობილობის განახლების საკომისიო:

85₾

85₾

Digipass მოწყობილობის პირველადი რეგისტრაციის საკომისიო:

85₾

85₾

Digipass მოწყობილობის კვარტალური მომსახურების საკომისიო

15₾

15₾

აღნიშნული ტარიფი ვრცელდება სტარტაპერებზე, რომელთა რეგისტრაციის ვადაც არ აღემატება 6 თვეს.

იმ შემთხვევაში, თუ ბანკისგან მიღებული მოწყობილობის - „Digipass Token”-ის/ - „TBC Digipass აპლიკაციის საშუალებით, მისი მიღებიდან 6 თვის ვადაში არ განახორციელებთ აქტიურ ოპერაციას, მოწყობილობა/აპლიკაცია ავტომატურად გაუქმდება. აღნიშნულ შემთხვევაში, მოწყობილობის/აპლიკაციის რეგისტრაციის დროს თქვენ მიერ გადახდილი თანხა არ დაბრუნდება.

ეწვიეთ ინტერნეტბანკს და მიიღე დისტანციური მომსახურების სრული პაკეტი
open_in_new ინტერნეტ ბანკი

უსაფრთხოება

თქვენი უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია! 

უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, ჩვენ ვიცავთ უსაფრთხოების უმაღლეს ნორმებს, თუმცა გახსოვდეთ, რომ ეს ნორმები უნდა დაიცვათ თქვენც.

თავდაცვის ზომები:

  • ინტერნეტბანკში შესვლამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ შედიხართ ვებგვერდზე: https://www.tbconline.ge აღნიშნული მისამართის სისწორე ასევე შეამოწმეთ უსაფრთხოების სერტიფიკატით – ინტერნეტბრაუზერის ქვედა ან ზედა პანელზე მოთავსებულ ბოქლომზე დაჭერით; 
  • არავის გაანდოთ თქვენი ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი, პაროლი, სატელეფონო კოდი. არ შეინახოთ ეს მონაცემები კომპიუტერში, ინტერნეტში ან მობილურში პაროლით დაუცველ ფაილებში; 
  • განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ საერთო მოხმარების კომპიუტერებთან მუშაობისას. ინტერნეტბანკში მუშაობის დასრულების შემდეგ, შეეცადეთ, გამოხვიდეთ პროგრამიდან მხოლოდ "Logout"-ის (გამოსვლა) ღილაკზე დაჭერით; 
  • თუ თქვენ შესული ხართ ინტერნეტბანკში არ დატოვოთ კომპიუტერი უკონტროლოდ; 
  • არ გააგზავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია ელ. ფოსტით. ბანკი არასდროს მოგთხოვთ თქვენი პირადი და უსაფრთხოების ინფორმაციის, პაროლის ან ანგარიშების ინფორმაციის სრულად გაგზავნას ელ. ფოსტით; 
  • თუ თქვენ თავს გრძნობთ საფრთხის წინაშე, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით; 
  • თუ თქვენ ელ. ფოსტით მიიღეთ საეჭვო წერილი, რომელიც ირწმუნება, რომ თიბისი ბანკისგანაა გამოგზავნილი, გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ. 

რას ვაკეთებთ ჩვენ თქვენს დასაცავად? 

  • ინტერნეტბანკში შესვლა დაცულია საპაროლე სისტემით. თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი უნიკალურია და არ მეორდება; 
  • ტრანზაქციები კომპანიის ანგარიშების გარეთ საჭიროებს დამატებით სერტიფიკაციას, ანუ დადასტურებას ერთჯერადი Digipass კოდებით. 

*გაითვალისწინეთ, რომ სერვისზე დარეგისტრირების უფლება აქვს მხოლოდ კომპანიის დირექტორს, ან მასთან გათანაბრებულ პირს.