ინტეგრაციის სერვისი

თიბისი ბანკი გთავაზობთ ინტეგრაციის სერვისს, რომლითაც თქვენ აგზავნით საგადახდო დავალებებს თქვენი საბუღალტრო სისტემიდან პირდაპირ თიბისი ბანკში და პასუხს იღებთ პირდაპირ თქვენსავე გვერდზე.

თქვენ აღარ მოგიწევთ ინტერნეტბანკიდან საბანკო ინფორმაციის ხელით გადატანა თქვენს სისტემაში.


ინტეგრაციის სერვისის შესაძლებლობები:
star
საგადახდო დავალებების ჩატვირთვა კლიენტის სისტემიდან თიბისი ბანკის სისტემაში
star
შესრულებული ტრანზაქციების ისტორიის ჩატვირთვა თიბისი ბანკის სისტემიდან კლიენტის სისტემაში.
ტექნიკური სპეციფიკების დოკუმენტის სანახავად იხ. ბმული
save_alt ტექნიკური დოკუმენტაცია

ტარიფები

რეგისტრაცია

20₾

Digipass

85₾

მომსახურება

30₾ კვარტალში

ERP სისტემების მომწოდებელი პარტნიორი კომპანიები

ინტეგრაციის სერვისით სარგებლობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს, რომლებიც სარგებლობენ შემდეგი ERP სისტემებით, ან აქვთ საკუთარი ERP სისტემა. ინტეგრაციის სერვისით სარგებლობა შეუძლიათ ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც სარგებლობენ საერთაშორისო ERP სისტემებით (SAP, IFS, Exact, Navision, 1C და ა.შ)

უსაფრთხოება

უსაფრთხოება და სანდოობა ჩვენი პრიორიტეტია! 

ჩვენი სერვისებით სარგებლობისას, თქვენ ხართ მაქსიმალურად დაცული არასანქცირებული ქმედებებისგან

  • საბუღალტრო სისტემასა და ბანკს შორის კავშირის დროს, მონაცემების გადაცემა ხორციელდება დაშიფრული სახით (გამოიყენება TLS 1.2 პროტოკოლი);
  • თქვენი საბუღალტრო სისტემიდან საგადახდო დავალებების ჩატვირთვისას და ტრანზაქციების ისტორიის მოთხოვნის დროს, თქვენ შეგყავთ ბანკის მიერ გადმოცემული მომხმარებლის სახელი, პაროლი და ერთჯერადი პაროლი (ე.წ. Digipass კოდი);
  • დამატებით უსაფრთხოებისთვის, სერვისით ატვირთული საგადახდო დავალებები სრულდება მხოლოდ ინტერნეტბანკში ავტორიზაციის შემდეგ.