საკრედიტო ხაზი

თუ ხშირად გჭირდებათ მოკლევადიანი დაფინანსება საბრუნავი სახსრების შესაძენად, თიბისი ბანკი გთავაზობთ საკრედიტო ხაზს წინასწარ დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში.

კომპანიის ოპერირების სეზონურობა, მოკლევადიანი წყვეტა საოპერაციო ფულადი სახსრების შემოდინებაში, ინვენტარის შესყიდვის მოულოდნელი აუცილებლობა - მზარდი ბიზნესის ამ და სხვა მოკლევადიანი საჭიროებების დასაფინანსებლად სწრაფი, მოქნილი და მარტივად ასათვისებელი საკრედიტო ხაზები გამოიყენება. 

ესაა სწრაფი, მოქნილი და მარტივად ასათვისებელი საკრედიტო ხაზი, რომელიც დაგეხმარებათ:
star
ოპერატიულად მოაგვაროთ ფულის მოკლევადიანი დეფიციტი;
star
პერიოდულად აითვისოთ და დაფაროთ სესხი ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე;
star
დააფინანსოთ საბრუნავი საშუალებების სეზონური ზრდის მოთხოვნა;
star
ისარგებლოთ თავისუფალი დაფარვის გრაფიკით და დაზოგოთ საპროცენტო სარგებელი.

*200,000 ლარამდე სესხები გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.

საკრედიტო ხაზის დეტალური პირობები keyboard_arrow_down keyboard_arrow_up

კრედიტის თანხა

<=6 000 000 ლარი (ექვ. USD, EUR)

კრედიტის ვადა

<=12 თვე

კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი

ფიქსირებული, ინდექსირებული

საპროცენტო განაკვეთი

ლარი  11%-დან

დოლარი 5.5%-დან

ევრო 4.5%-დან

ანგარიშის გახსნის საკომისიო

10 ლარიდან

განაღდების საკომისიო

 0.2%-დან

კრედიტინფოს საკომისიო

დამოკიდებულია კრედიტის ვალუტაზე, არაუმეტეს: 25 ლარი, 10 დოლარი, 8 ევრო

ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის

ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარი (ექვ. სესხის ვალუტაში)

ყოველდღიური პირგასამტხელო ვადაგადაცილებისთვის

0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ამასთან,  ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.

წინსწრებით დაფარვის/ სხვა ბანკიდან რეფინანსირების საკომისიო

ფიქსირებული განაკვეთისთვის :

თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 0-დან 6 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0%-ისა;

თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ისა;

 თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ისა;

თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-ისა.

ინდექსირებული განაკვეთისთვის:

თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები 0%;

თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი 0.5 %

უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის ხარჯი

 ერთეულ ქონებაზე 56 ლარი;

უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის გაუქმების ხარჯი

 ერთეულ ქონებაზე 51 ლარი;

მოძრავი ქონების გირავნობით რეგისტრაციის ხარჯი

ერთეულ  ქონებაზე 174 ლარი;

მოძრავი ქონების გირავნობით რეგისტრაციის გაუქმების ხარჯი

ერთეულ  ქონებაზე 20 ლარი;

შეავსეთ განაცხადი და მიიღეთ სესხი
edit განაცხადის შევსება