გადახდა შედგება იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი წარმოადგენს აკრედიტივით მოთხოვნილი საბუთების სრულ ნუსხას აკრედიტივით განსაზღვრულ ვადასა და პირობებით.
უპირატესობები
ექსპორტიორებისათვის (გამყიდველისათვის) |
იმპორტიორისათვის (მყიდველისათვის) |
მყიდველს არ შეუძლია დააყოვნოს გადახდა პირადი პრეტენზიის საფუძველზე; |
პროდუქცია მიწოდებული იქნება აკრედიტივში განსაზღვრული პირობების შესაბამისად; |
თუ მყიდველს სურს გაასაჩივროს მიწოდებულ საქონელთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, მან ეს უნდა მოახდინოს აკრედიტივისაგან დამოუკიდებლად; |
მყიდველი იღებს მის მიერ აკრედიტივით მოთხოვნილ დოკუმენტებს კონკრეტულ ვადაში; |
მაქსიმალურად არის თავიდან აცილებული ისეთი დაყოვნება, როგორიცაა, მაგალითად ისეთი როგორიცაა საბანკო გადარიცხვა; |
მყიდველი დარწმუნებულია, რომ იგი გადაიხდის თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტები ყველა ასპექტში შეესაბამება აკრედიტივის პირობებს; |
ბანკი ასრულებს აკრედიტივით განსაზღვრულ გადახდას მყიდველისაგან დამოუკიდებლად; |
აკრედიტივის გახსნით იმპორტიორი ადასტურებს თავის გადახდისუნარიანობას და შეუძლია მიაღწიოს გადახდის უფრო ხელსაყრელ პირობებს; |
აკრედიტივის მეშვეობით ტვირთის ღირებულების გადახდა ბევრად სწრაფად ხორციელდება. |