აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს, რომ გაზარდოს ბიზნეს სესხებზე ხელმისაწვდომობა იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა. სესხის მინიმალური და მაქსიმალური მოცულობა: 50,000 – 5,000,000 ლარი. აღნიშნული პროექტი განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომელთა წლიური რეალიზაცია არ აღემატება 20 მლნ ლარს და ჯამური სასესხო დავალიანება არ აღემატება 12 მლნ ლარს. პროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან 30%-მდე უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, მათთვის ვისაც პრობლემები შეექმნა COVID-19-ის უარყოფითი ზეგავლენის გამო. ასეთ ბიზნესებს შეუძლიათ მიიღონ რესტრუქტურიზაციის მოქნილი სტრუქტურა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 2272727
კრედიტის თანხა |
<= 5 000 000 ლარი |
კრედიტის ვადა |
<=120 თვე |
კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი |
ფიქსირებული, ინდექსირებული |
საპროცენტო განაკვეთი |
11%-დან |
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი |
13%-დან |
საკომისიო კრედიტის გაცემისთვის |
0.2%-დან |
ანგარიშის გახსნის საკომისიო |
10 ლარიდან |
განაღდების საკომისიო |
0.2%-დან |
კრედიტინფოს საკომისიო |
არაუმეტეს 25 ლარი |
ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის |
ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარი (ექვ. სესხის ვალუტაში) |
ყოველდღიური პირგასამტხელო ვადაგადაცილებისთვის |
0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. |
წინსწრებით დაფარვის/ სხვა ბანკიდან რეფინანსირების საკომისიო |
ფიქსირებული განაკვეთისთვის : თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 0-დან 6 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0%-ისა; თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ისა; თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ისა; თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-ისა. ინდექსირებული განაკვეთისთვის: თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები 0%; თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი 0.5 % |
უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის ხარჯი |
ერთეულ ქონებაზე 56 ლარი; |
უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის გაუქმების ხარჯი |
ერთეულ ქონებაზე 51 ლარი; |
მოძრავი ქონების გირავნობით რეგისტრაციის ხარჯი |
ერთეულ ქონებაზე 174 ლარი; |
მოძრავი ქონების გირავნობით რეგისტრაციის გაუქმების ხარჯი |
ერთეულ ქონებაზე 20 ლარი; |