აგრო ბიზნეს სესხი

თიბისი ბანკი გთავაზობთ აგრობიზნესის განვითარებაზე ორიენტირებულ სესხს კონკურენტული საპროცენტო განაკვეთით და მეურნეობის საქმიანობაზე მორგებული გადახდის გრაფიკით.

აგრო სესხი ხელმისაწვდომია ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის, რომელთა საქმიანობაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველად წარმოებას, გადამუშავებასა და შენახვა-რელიაზაციას წარმოადგენს.

აგრო სესხით შესაძლებელია დაფინანსდეს:
star
მეურნეობის მიმდინარე დანახარჯები და დაგეგმილი ინვესტიციები
star
ძირითადი და საბრუნავი საშუალებები
star
შერეული (სამომხმარებლო და არასამომხმარებლო) მიზნობრიობა.

აგრო სესხის გადახდა შესაძლებელია ინდივიდუალურად, საშეღავათო პერიოდის გამოყენებით, საქმიანობის სპეციფიკისა და სეზონურობის გათვალისწინებით.

შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც უზრუნველყოფილი, ასევე არაუზრუნველყოფილი აგრო კრედიტით. 

ჩვენთან სესხის აღება ასევე შესაძლებელია სახელმწიფო პროექტების - „შეღავათიანი აგროკრედიტი" და „საკრედიტო საგარანტიო სქემის" ფარგლებში.

*200,000 ლარამდე სესხები გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.

დეტალური პირობები keyboard_arrow_down keyboard_arrow_up

კრედიტის თანხა

<=6 000 000 ლარი (ექვ. USD, EUR)

კრედიტის ვადა

≤36 / საბრუნავი საშუალებები, მიმდინარე დანახარჯები

 ≤84 / ძირითადი საშუალებები, მანქანა-დანადგარები

 ≤120 / ინვესტიციები ახალი ბიზნესის ძირითად საშუალებებში/მანქანა-დანადგარებში

≤180 / კომერციული უძრავი ქონების შეძენა/მშენებლობა/რემონტი

კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი

ფიქსირებული, ინდექსირებული

საპროცენტო განაკვეთი

ლარი  11%-დან

დოლარი 5.5%-დან

ევრო 4.5%-დან

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

ლარი  13%-დან

დოლარი 7%-დან

ევრო 6%-დან

საკომისიო კრედიტის გაცემისთვის

0.2%-დან

ანგარიშის გახსნის საკომისიო

10 ლარიდან

განაღდების საკომისიო

 0.2%-დან

კრედიტინფოს საკომისიო

დამოკიდებულია კრედიტის ვალუტაზე, არაუმეტეს: 25 ლარი, 10 დოლარი, 8 ევრო

ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის

ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარი (ექვ. სესხის ვალუტაში)

ყოველდღიური პირგასამტხელო ვადაგადაცილებისთვის

0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ამასთან,  ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.

წინსწრებით დაფარვის/ სხვა ბანკიდან რეფინანსირების საკომისიო

ფიქსირებული განაკვეთისთვის :

თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 0-დან 6 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0%-ისა;

თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ისა;

 თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ისა;

თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-ისა.

ინდექსირებული განაკვეთისთვის:

თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები 0%;

თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი 0.5 %

უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის ხარჯი

 ერთეულ ქონებაზე 56 ლარი;

უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის გაუქმების ხარჯი

ერთეულ ქონებაზე 51 ლარი;

მოძრავი ქონების გირავნობით რეგისტრაციის ხარჯი

ერთეულ  ქონებაზე 174 ლარი;

მოძრავი ქონების გირავნობით რეგისტრაციის გაუქმების ხარჯი

ერთეულ  ქონებაზე 20 ლარი;

შეავსეთ განაცხადი და მიიღეთ სესხი
edit განაცხადის შევსება