ანდრო ბუთხუზი

 GEFF საქართველო 

arrow_forward რეგისტრაცია დასრულებლულია

სხვა
კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტირებადი აგრობიზნესი

ტრენინგი ჩატარდება 31 მაისს, 12:00 საათზე.

ტრენერი: ანდრო ბუთხუზი

კლიმატი ყოველთვის განსაზღვრავდა ჩვენს ცხოვრებას. ისეთი პირობები, როგორიცაა ტემპერატურა, ტენიანობა, ჟანგბადის კონცენტრაცია და მზის გამოსხივება დედამიწაზე სიცოცხლეს ინარჩუნებს. 

კლიმატის ცვლილება ახალი მოვლენა ნამდვილად არ არის, თუმცა ბოლო დროის განმავლობაში ეს ცვლილება მოსალოდნელზე სწრაფად მიმდინარეობს. მყინვარების დნობა, ზღვის დონის ზრდა, გვალვა, ჭარბი წვიმა და სხვა ექსტრემალური ამინდები მეტად გახშირებულია.

კარგი ამბავი ის არის, რომ რამდენადაც კლიმატი განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრებისა და მუშაობის წესს, ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც, ცხოვრებაში თუ ბიზნესში, განსაზღვრავს კლიმატის მოსალოდნელ ცვლილებებს. მდგრადი ინვესტიციებისკენ მიმართული გადაწყვეტილებები კი კლიმატის ცვლილების შეჩერების ან მისადმი ადაპტაციის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა. 

ცნობილი ფაქტია, რომ სოფლის მეურნეობის ინდუსტრია მსოფლიოში წყლის ყველაზე დიდ რაოდენობას იყენებს. კლიმატის ცვლილების შედეგად წყლის ხელმისაწვდომობის მწვავე პრობლემების გაჩენის გამო, ძალზე მნიშვნელოვანი გახდა რესურსების ეფექტურად გამოყენების ზომების განხილვა. ერთ-ერთი ასეთი ზომაა წვეთოვანი სარწყავი სისტემის დანერგვა. ტრადიციულ სარწყავ მექანიზმებს, როგორიცაა დატბორვა და გამფრქვევები, აქვთ დაბალი ეფექტურობა. ისინი აჩქარებენ ნიადაგის ეროზიასა და განადგურებას. ისინი იყენებენ წყლის ჭარბ რაოდენობას, რომლის გადინებისას სასუქები და პესტიციდები მდინარეებსა და ტბებში ხვდება, რაც თავის მხრივ, იწვევს წყლის დაბინძურებას. მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო "დამბინძურებელი იხდის" პრინციპი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონში, ეფექტური სარწყავი სისტემების დანერგვა გახდა არა მხოლოდ ეფექტური საშუალება, არამედ ბიზნესში ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილების გზა.

room

zoom

0