Education
როგორ მოვამზადოთ ჩვენი იდეის სკეჩი?
მარიამ ქოიავა
21 August 2020
visibility 2360

დილიდან შეიკრიბა გუნდი და დაიწყო იდეების გენერირება ხანგრძლივი შეხვედრის განმავლობაში, თუმცა ბოლოს მაინც ვერ შეთანხმდა, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს. გუნდის ერთ-ერთმა ქარიზმატულმა წევრმა გამოთქვა იდეა, რომელსაც მხარი დაუჭირა გუნდის უმეტესობამ იმ ლოგიკით რომ გიორგის (პირობითი სახელი) იდეები ხომ ყოველთვის გამორჩეულია?!

 

ზემოთმოყვანილი მაგალითები ალბათ ბევრი ჩვენგანისთვის ნაცნობია და ჩვენს ყოველდღიურობაშიც ხშირად ვაწყდებით. იდეების გენერირების კუთხით სტრუქტურის ნაკლებობა და იდეების პერსონოფიცირება brainstorming-ის ერთ ერთი უარყოფითი მხარეებია.


ამ ბლოგის მეშვეობით ჩვენ დავიწყეთ მოკლე დროში საინტერესო ახალი პროდუქტებისა და მომსახურების გამოცდის (ტესტირების) მეთოდოლოგიის, სპრინტის შესახებ საუბარი.

 

შეგახსენებთ, რომ სპრინტი ეს არის ინოვაციური ხუთდღიანი პროცესი, რომელიც შექმნილია კომპანიისთვის კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გასაცემად. ეს პროცესი მოიცავს პროტოტიპირებასა და მომხმარებელთან ტესტირების ნაწილსაც.

 

ნებისმიერი სპრინტი იწყება ორშაბათით. პირველი დღის მთავარი მიზანია, რომ გუნდმა აირჩიოს სწორი გამოწვევა, რომლის გადაჭრაზეც იმუშავებს შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში.

 

შეგახსენებთ, რომ ხარისხიანი სპრინტის ჩატარებისთვის თქვენ უნდა გქონდეთ ნაპოვნი სწორი გამოწვევა და უნდა გყავდეთ ძალიან კარგი გუნდი. (გუნდზე მეტი ინფორმაციის სანახავად იხილეთ სპრინტის პირველი ბლოგი)

 

სწორი გამოწვევის პოვნა რიგ შემთხვევაში ძალიან მარტივია. მაგალითად, სპრინტისთვის შეიძლება ავირჩიოთ შემდეგი გამოწვევა:  კომპანიას, რომელიც ჰყიდის ყავას თავისი კვების ობიექტებში, სურს, რომ თავის მომხმარებელს შესთავაზოს განსხვავებული გამოცდილებით ყავის შეძენა ონლაინ.

 

დღეს ეს გამოწვევა ალბათ  ბევრ ქართულ ბიზნესსაც უდგეს დღის წესრიგში გაციფრულების სწრაფი მოთხოვნიდან გამომიდნარე. შესაბამისად, პირველი მარტივი სპრინტი სწორედ ამ გამოწვევაზეც შეგიძლიათ, რომ ჩაატაროთ.

 

ორშაბათის მთავარი ამოცანაა ჩვენი გამოწვევისთვის რუკის შედგენა, რომელზეც შემდგომ გუნდი გააგრძელებს მუშაობას. იმისათვის, რომ რუკა იყოს სრულყოფილი, რეკომენდირებულია ორშაბათს ასევე ჩანიშნული იყოს ინტერვიუები ექსპერტებთან. ექსპერტები შეიძლება იყვნენ როგორც სპრინტის გუნდის წევრები, ასევე კომპანიის თანამშრომლები ან სრულიად გარე პიროვნებები. ექსპერტების ინტერვიუში ყველაზე საინტერესო საკითხი არის ის, თუ როგორ ახდენს სპრინტის გუნდი ექსპერტების ინტერვიუზე უკუკავშირს.




აქ შემოგთავაზებთ კითხვების ფორმულირების ძალიან საინტერეო მეთოდს, რომელიც თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სპრინტის გარეთაც. ამ მეთოდს ჰქვია როგორ შეგვიძლია ჩვენ?. ეს მეთოდი თავის დროზე 1970-იან წლებში გამოიგონეს Procter & Gamble-ში თუმცა ის პოპულარული გახდა IDEO-ს მიერ.  მოკლედ მეთოდის შესახებ:

  1. აიღე სტიკერის ფურცლები (ჩვეულებრივი ყვითელი სტიკერის ფურცლები) და მარცენა ზედა კუთხეში დააწერე: როგორ შეგვიძლია ჩვენ?
  2. შემდგომ დაელოდე;
  3. როდესაც ექსპერტის ინტერვიუს დროს შენ გაიგონებ რამე საინტერესოს, გადაიყვანე მოსმენილი მოსაზრება (ან თხრობითი წინადადება) კითხვის ფორმაში
  4. დაწერე ეს კითხვა სტიკერის ფურცელზე და გადადე გვერდით

 

მაგალითად, დავუშვათ ჩვენი სპრინტი ეხება კომპანიას, რომელსაც უნდა, რომ კლინიკურ ცდებში ჩართოს მეტი პაციენტი. ექსპერტებთან ინტერვიუს შედეგად, გამოიკვეთა შემდეგი დაბრკოლებები:

  • სამედიცინო ჩანაწერებში რთულია ნახო ის ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარება შესაბამისი პაციენტის სქრინინგისთვის;
  • პაციენტებთან დაკავშირებული ნაკლული ინფორმაციის შევსება დიდ დროით რესურსთან არის დაკავშირებული;
  • ცდების, მოთხოვნებისა და პაცენტების რაოდენობა არის ხშირ შემთხვევაში მოზღვავებული.

 

ეს სამი პრობლემა შეიძლება შემდეგნაირად იყოს ფორმულირებული როგორ შეგვიძლია ჩვენ კითხვების სახით:

  1. როგორ შეგვიძლია ჩვენ პაციენტების სქრინინგისთვის საჭირო ინფორმაციისთვის სასურველი სტრუქტურის მიცემა?
  2. როგორ შეგვიძლია ჩვენ მივცეთ ახალი მიმართულება გარე ექიმებთან კომუნიკაციას?
  3. როგორ შეგვიძლია ჩვენ გავხადოთ დოკუმენტების ელექტრონული გადახედვის პროცესი უფრო სწრაფი?


ამ მეთოდის მთელი ხიბლი არის იმაში, რომ გუნდის თითოეული წევრი დამოუკიდებლად აყალიბებს საინტერესო იდეებს და კითხვებს და შემდგომ საუკეთესო იდეის ამორჩევა ხდება ასევე ანონიმურად და მხოლოდ ბოლოს გამარჯვებული იდეის ავტორი ავლენს საკუთარ ვინაობას. შეგახსენებთ, რომ საუკეთესო იდეების გამოვლენა მნიშვნელოვანია ორშაბათს ჩვენი გამოწვევისთვის შემნილი რუკის დასახვეწად და უკვე სამშაბათს სკეჩის დასაწყებად.

 

როგორც აღვნიშნეთ, ორშაბათს თქვენ და თქვენი გუნდი ახდენთ გამოწვევის დეფინიციას და ირჩევთ მიზანს. ხოლო სამშაბათს, თქვენ დაიწყებთ გადაწყვეტილებებზე მუშაობას. დღე იწყება საკმაოდ შთამაგონებლად: თქვენ უნდა მოახდინოთ გუშინ სტიკერებზე დაწერილი კითხვებისა იდეების გადახედვა და მათი სრულყოფა. შუადღის შემდეგ კი თითოეული გუნდის წევრი მოამზადებს თავის სკეჩს (ესკიზს). შემდეგი კვირის დღეებში კი მოხდება საუკეთესო სკეჩის პროტოტიპირება.



შთამაგონებელი სკეჩის მომზადებისთვის თქვენ არ გვჭირდებათ განსაკუთებული ხატვის უნარი, არამედ საკმარისია მივყვეთ 4 ნაბიჯიან მოდელს და თქვენი სკეჩები ყოველთვის გამორჩეული იქნება.

  1. შენიშვნების გაკეთება - ეს არის სკეჩის პირველი, მარტივი ეტაპი. პირველ რიგში ამოიწერე შენი სპრინტის მიზანი. შემდგომ შენ და შენი გუნდის წევრები დაათვალიერებთ ოთახში მოთავსებულ სტიკერებს. ეს აუცილებელია გასული 24 საათის გახსენებისთვის და ახალი იდეების ინსპირაციისთვის. ამისათვის გუნდს უნდა მისცეთ 20 წუთი. აიღეთ დამატებით 3 წუთი იმისათვის, რომ გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო შენიშვნები;
  2. იდეები - მას შემდეგ, რაც გუნდის თითოეულ წევრს აქვს შენიშვნების დასტა, დროა გადახვიდეთ იდეების გენერირებაზე. ამ ეპატზე თითოეული გუნდის წევრი ინდივიდუალურად დაიწყებს იდეების ჩამოწერას დიაგრამების ან სხვა თვალსაჩინო ელემენტების დახმარებით. ამ ეტაპისთვისაც რეკომენდირებულია, რომ გამოყოთ 20 წუთი. აიღეთ დამატებით 3 წუთი იმისათვის, რომ გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო იდეები;
  3. “გიჟი 8“ - ამ ეტაპზე ისევ ინდივიდუალურად თითოეული გუნდის წევრი ირჩევს თავის საუკეთესო იდეას და ვერტიკალურ სვეტებში ხაზავს ამ იდეის 8 სხვადასხვა ვარიანტს 8 წუთში. ეს გვეხმარება გვქონდეს ერთი იდეის ბევრი ვარიაცია და დავინახოთ თუ რა შეიძლება იყოს ამ იდეის განვითარების არეალი ან პირიქით უარყოფითი მხარე
  4. წარადგინე შენი სკეჩი - მნიშვნელოვანია, რომ სკეჩის წარდგენის დროს გახსოვდეს, რომ სკეჩი უნდა საუბრობდეს დამოუკიდებლად თქვენს გარეშე (აქაც ავტორი თავიდან არ ავლენს ვინაობას). გუნდის წევრებს არ უნდა დასჭირდეთ კითვების დასმა, რათა გაიგონ, თუ რა იგულისხმა სკეჩის ავტორმა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ სკეჩია, მიაქციე ყურადღება სიტყვებს და დარწმუნდი, რომ მოიფიქრე საინტერესო სათაური.

 

საუკეთესო სქეჩის არჩევა ასევე ხდება ანონიმურად, თუმცა ამას ჩვენ უკვე ოთხშაბათს ვაკეთებთ.

 

დარეგისტრირდი Design Sprint-ის ტრენინგის მეორე ნაწილზე: 

https://www.tbcbusiness.ge/ka/Trainings/Design-Sprint-Part-2