20 მაისი 19 წუთის საკითხავი
ინოვაციური მიდგომა ბიზნეს იდეების სწრაფად შემოწმებისთვის

რა არის Design Sprint?

 

ნებისმიერი ბიზნესისთვის ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მოკლე დროში გაიგოს, თუ რამდენად საინტერესო და მიმზიდველია ახალი პროდუქტი თუ მომსახურება მომხმარებლისთვის. დროის ფაქტორი კრიტიკულია სწრაფად ცვალებადი გარემოდან და კონკურენციიდან გამომდინარე. ამასთანავე, პროდუქტის დიდხნიანი კვლევები და ვალიდაციის პროცესი, როგორც წესი, დიდ ფინანსურ დანახარჯებთანაც არის კავშირში.

 

იდეების გენერირებისთვის ძალიან ხშირად გამოყენებადი ტექნიკა არის ეგრეთწოდებული brainstorming (ბრეინშტორმინგი). თუმცა, ჯერ კიდევ 1958 წელს Yale-ში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ინდივიდუალურად მუშაობისას უფრო ხარისხიანი და კრეატიული იდეების მიღება არის შესაძლებელი, ჯგუფურ ბრეინშტორმინგან შედარებით. თუმცა, დღეს ჯერ კიდევ აქტიურად ვიყენებთ ამ ტექნიკას, ალბათ სახელწოდების მიმზიდველობიდან გამომდინარე.

ხშირად ისმის კითხვა, თუ რა მეთოდებით უნდა დავრწმუნდეთ ჩვენი ახალი პროდუქტის ან პროდუქტის გარკვეული მახასიათებლის სისწორეში? არსებობს ბევრი სხვადასხვა მოსაზრება თუმცა Google Ventures (ეს არის Google-ის ვენჩურული კაპიტალის ფონდი, რომელიც საინტერესო წამოწყებებში ახორციელებს ინვესტიციებს) ცალსახად იყენებს Design Sprint-ის (სპრინტი) მეთოდს. ამ მეთოდს ასევე უწოდებენ „დამოუკიდებელ ერთობლივ მუშაობას“.

 

სპრინტი ეს არის ინოვაციური ხუთდღიანი პროცესი, რომელიც შექმნილია კომპანიისთვის კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გასაცემად. ეს პროცესი მოიცავს პროტოტიპირებასა და მომხმარებელთნ ტესტირების ნაწილსაც. ეს მეთოდი აერთიანებს ბიზნესის სტრატეგიას, ინოვაციასა და დიზაინს და თავისი სიმარტივიდან გამომდინარე კი მისი გამოყენება ნებისმიერ გუნდს შეუძლია.

 

თუმცა იმისათვის, რომ სპირინტი იყოს წარმატებლი აუცილებელია, რომ გუნდს თავიდანვე ჰქონდეს დასახული კონკრეტული მიზნები/კითხვები.

პროცესი გრძელდება სულ რაღაც ხუთ დღეს. სასურველია ერთი სრული კვირის განმავლობაში - ორშაბათიდან პარასკევამდე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი არის საკმაოდ ინტენსიური და სპრინტში ჩართულ გუნდს დასჭირდება სრული კონცენტრაცია პროცესზე. შესაბამისად, წინასწარ დაგეგმეთ, რომ ერთი კვირის განმავლობაში გუნდი მხოლოდ ამ საქმით იყოს დაკავებული.

სპრინტის დაწყებამდე აუცილებლად უნდა დარწმუნდე იმაში, რომ გაქვს შერჩეული სწორი გამოწვევა და დაკომპლექტებული გყავს შესაფერისი გუნდი. შენ ასევე დაგჭირდება კომფორტული სივრცე და, თავისთავად, დრო. გუნდთან დაკავშირებით არსებობს ზოგადი რეკომენდაცია, რომ მიზანშეწონილია მაქიმუმ 7 წევრისგან შემდგარი სპრინტის ჩატარება. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამონაკლისები ხშირად ხდება და თქვენ შეიძლება დააკომპლექტოთ უფრო მეტი ან ნაკლები წევრისგან შემდგარი გუნდი. თუმცა, ნებისმიერ გუნდში საჭიროა გყავდეს შემდეგი კომპეტენციის წევრები:

 

  1. გადაწყვეტილების მიმღები - როგორც წესი, დირექტორი ან პროექტის მენეჯერი
  2. ფინანსური ექსპერტი
  3. მარკეტინგის ექსპერტი
  4. მომხმარებლის გამოცდილების ექსპერტი
  5. ტექნოლოგიების/ლოგისტიკის ექსპერტი
  6. დიზაინის ექსპერტი

ქვემოთ მოცემულია სპრინტის ამსახველი დიაგრამა, რომელზეც შეგიძლიათ იხილოთ ყველა ის ძირითადი პროცესი, რასაც გუნდი ამ ხუთი დღის განმავლობაში გადის. (ცხრილი მოცემულია ბოლოში).

 

ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია სპრინტის პირველ დღეზე - ორშაბათზე. ნებისმიერი სპრინტი იწყება ორშაბათიდან. დილიდან მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ ბოლოდან და შევთანხმდეთ გრძელვადიან გეგმებზე. ამის შემდეგ უნდა შეადგინოთ გამოწვევების რუკა. ნაშუადღევს მნიშვნელოვანია ვკითხოთ ექსპერტებს შედგენილ რუკასთან დაკავშიებით მოსაზრება. და ბოლოს, უნდა ავირჩიოთ მიზანი: ამბიციური, თუმცა მართვადი საკითხი, რომელსაც გადაჭრით ერთ კვირაში.

 

ორშაბათს ასევე მნიშვნელოვანია თავიდანვე მოხდეს გუნდის წევრებისთვის სპრინტში მონაწილეობის წესების ახსნა. აუცილებელია გუნდის თითოეულ წევრს ჰქონდეს გათავისებული, თუ რა მიზანს ემსახურება სპრინტი.

 

იმისათვის, რომ სპრინტი იყოს ყველასთვის გასაგები მეთოდი, შემდეგი ხუთი კვირის განმავლობაში დეტალურად აღვწერთ ხუთივე დღეში გასავლელ ნაბიჯებს. ასევე გვექნება საინტერესო ვებინარები თითოეულ დღეზე, რომლის ფარგლებშიც თქვენ შეძლებთ მეტი ინფორმაციის გაგებას სპრინტთან დაკავშირებით და გექნებათ კითხვების დასმის შესაძლებლობა. დარწმუნებულები ვართ სპრინტის დანერგვა თქვენს კომპანიაში ხელს შეუწყობს როგორც ინოვაციური იდეების შექნას, ასევე მათ სწრაფ გატესტვას. 

             

 

დარეგისტრირდი Design Sprint-ის ტრენინგზე აქ

 

ავტორი: მარიამ ქოიავა                                                                                           

კომენტარები