ფულის მოძრაობის უწყისში ასახულია კონკრეტული პერიოდის განმავლობაში კომპანიაში შემომავალი და კომპანიიდან გამავალი ფულადი სახსრები. ამ უწყისის მეშვეობით, კომპანიის მფლობელს შეუძლია პროგნოზის გაკეთება, რა მოცულობის ფულადი სახსრები ექნება კონკრეტული პერიოდისთვის. ფულის მოძრაობა იყოფა სამ ნაწილად: ოპერაციები (გაყიდვებთან დაკავშირებული შემოსავალები/ხარჯები და ადმინისტრაციული ხარჯები), ფინანსური საქმიანობა (სესხები აღება/დაფარვა, საპროცენტო შემოსავალი, დივიდენდები და ა.შ.) და საინვესტიციო საქმიანობა (კაპიტალ დაბანდებები, ინვესტიციები, აქტივების რეალიზაციიდან მიღებული ფულადი ნაკადები და ა.შ.).
თანდართული ფაილი: ფულის მოძრაობის უწყისი
კომენტარები