7 აპრილი
ბალანსის უწყისის შაბლონი

ბალანსის უწყისი ასახავს თქვენი საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას კონკრეტული პერიოდისთვის. ის მოიცავს თქვენს აქტივებსა და ვალდებულებებს და გიჩვენებთ რა წყაროებიდანაა დაფინანსებული თქვენი ბიზნესი. თუ გსურთ, რომ თქვენი კომპანიის ბალანსის უწყისი შეადგინოთ, შეგიძლიათ მოცემული შაბლონი (იხ. თანდართული ფაილი) გამოიყენოთ. შეიყვანეთ შესაბამისი მონაცემები ცხრილში (შეავსეთ მხოლოდ თეთრი უჯრები)

  • ჩამოტვირთეთ ცხრილის შაბლონი
  • სამუშაო ცხრილი შეიცავს ძირითად მუხლებს, რომლებიც ბალანსის უწყისის მომზადებისას უნდა გაითვალისწინოთ
  • შეგიძლიათ შეცვალოთ ცხრილი თქვენი ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაამატოთ ან წაშალოთ მუხლები და შეცვალოთ ფორმატი თქვენი მოთხოვნების შესაბამისად
  • სამუშაო ცხრილი ადვილად გამოსაყენებელია. ჩასვით რიცხვები და ფორმა ავტომატურად გამოითვლის ჯამს და გაჩვენებთ, უწყისში ბალანსი დაცულია თუ არა


თანდართული ფაილი: ბალანსის უწყისის შაბლონი



კომენტარები