სტრატეგიული ბრენდინგის კურსი

დღევანდელ მსოფლიოში, სადაც პროდუქტები და სერვისები სულ უფრო მეტად ემსგავსებიან ერთმანეთს, ადამიანებს უჭირთ მათი განსხვავება და შედეგად ისინი იძულებულები არიან ფასით აირჩიონ. ამ სიტუაციიდან თავის დაღწევის ერთად ერთი გზა ძლიერი ბრენდის შექმნა და მისი მდგრადი, მომგებიანი დღეგრძელობის უზრუნველყოფაა. საიდან იწყება ბრენდის შექმნა, როგოგორ გრძელდება მისი განვითარება და როგორ უნდა იმართოს ის, სწორედ ის საკითხებია რომლებზეც სტრატეგიული ბრენდინგის კურსზე ვისაუბრებთ.

IFRS for SME კურსი

IFRS for SME კურსი დაგეხმარებათ დამოუკიდებლად მოამზადოთ ხარისხიანი ფინანსური ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 6 კვირის განმვლობაში თქვენ გაეცნობით IFRS for SME სტანდარტის ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან განყოფილებებს, გააანალიზებთ ბევრ პრაქტიკულ მაგალითსა და ფინანსურ ანგარიშგებას და გაეცნობით COVID 19-თან დაკავშირებით გასათვალისწინებელ ცვლილებებს.

ციფრული მარკეტინგის კურსი

ციფრული კომუნიკაციების სამყაროში დიდი მნიშვნელობა აქვს არხების სწორად შერჩევას და მათ ეფექტურად გამოყენებას. აღნიშულ ტრენინგზე გაეცნობით ციფრული კომუნიკაციის ანა-ბანას, ანუ გაიგებთ როგორ მართოთ თქვენი კომპანიის ციფრული არხები და როგორ მიიღოთ მაქსიმალური შედეგი, მინიმალური ბიუჯეტით.