5 მარტი 11 წუთის საკითხავი
ვეტერინარული კლინიკა Lucky Paw

შინაური ცხოველის ყოლა, სიამოვნებასა და მასთან ურთიერთობით გამოწვეულ სიხარულთან ერთად, უდიდეს პასუხიხისმგებლობას და დიდ თუ მცირე პრობლემებსაც გულისხმობს. როდესაც სახლში შინაური ცხოველი მოგვყავს, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმი მთლიანად შეიცვლება - ჩვენ ხომ პასუხისმგებლობას ვიღებთ ცოცხალ არსებაზე, რომლის კარგად თუ ცუდად ყოფნა მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული. იმ აუცილებელი მინიმუმის გარდა, რასაც ცხოველის კვება და შესაბამისი საცხოვრებელი გარემოს შექმნა გულისხმობს, წარმოუდგენელია ცხოველის ყოლა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის გარეშე. შესაბამისად, პირველი, რასაც ცხოველის სახლში მოყვანის შემდეგ ვაკეთებთ, კომპეტენტური ვეტერინარის პოვნაა, რომელსაც ჩვენი ოჯახისახალი წევრის - კატის, ძაღლის, თუთიყუშისა თუ ზღვის გოჭის სიცოცხლეს ვანდობთ.

ალბათ წარმოუდგენელია ვეტერინარი, რომელსაც ცხოველები არ უყვარს. თუმცა, არსებობენ ადამიანები, ვისი მთავარი მიზანი და ცხოვრების უპირველესი მოწოდებაც სწორედ ცხოველებზე ზრუნვაა. ირაკლი ნარჩემაშვილს ამ მხრივ ორმაგად გაუმართლა - მას მიეცა საშუალება, საყვარელი საქმე თავის მომავალ მეუღლესთან ერთად აკეთოს.

 

ირაკლი ნარჩემაშვილის ვეტერინარული კლინიკა „ლაქო ფოუ“ სულ რამდენიმე თვეა, გაიხსნა და მას უკვე უამრავი კმაყოფილი პაციენტი ჰყავს. კინიკის კვალიფიციური ექიმები ყოველდღიურად ემსახურებიან როგორც ძაღლებს და კატებს, ასევე ფრინველებს და მღრნელებსაც. სტანდარტული კონსულტაციის, ვაქცინაციის, დეჰელმენთიზაციის (ჭიებზე დამუშავება) თუ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გარდა, კლინიკა თავის ოთხფეხა თუ ფრთოსან პაციენტებს სთავაზობს გინეკოლოგის, ტრავმატოლოგის, სტომატოლოგის, ოფთალმოლოგის, დერმატოლოგისა და ქირურგის მომსახურებას.

„გასტროსკოპია და ბრონქოსკოპია 21 საუკუნის ოქროს სტანდარტია. თიბისი ბანკის დახმარებით შევიძინეთ ბრონქოსკოპი და გასტროსკოპი, რომლითაც ვუზრუნველყოფთ ცხოველთა უსისხლო ოპერაციებს, ანუ უცხო სხეულის ევაკუაციას კუჭიდან, ისე, რომ არ გაიჭრას ცხოველი. ასევე ზუსტ დიაგნოსტიკას, ვთქვათ, ანთებითი პროცესების გამოვლენას, ან სიმსივნური პროცესების გამოვლენას,“ - ამბობს ირაკლი ნარჩემაშვილი.

 

„ლაქო ფოუს“ სტაციონარი 10-იოდ ცხოველს იტევს, თუმცა, კმაყოფილი პაციენტების რიცხვი ისეთი ტემპით იზრდება, რომ ძალიან მალე დამფუძნებელი კლინიკის გაფართოებას გეგმავს, სადაც ცხოველებს უკვე 24 საათის განმავლობაში მოემსახურებიან და სადაც სტაციონარში ინფექციური და ვირუსული დაავადების მქონე პაციენტებისთვისაც გამოიყოფა ადგილი.

ამჟამად „ლაქი ფოუს“ სტაციონარში შვიდი ძაღლია მოთავსებული, შვიდივე ქუჩის ბინადარია და შვიდივეს ძალიან გაუმართლა, რომ არსებობს კლინიკა „ლაქი ფოუ“, სადაც მათზე გულისხმიერი და კვალიფიციური პერსონალი ზრუნავს.

კომენტარები