2 დეკემბერი 19 წუთის საკითხავი
ბიზნესდაჯილდოება 2019-ის მონაწილეები - თიბისი ლიზინგის მომხმარებლები

„შპს ისლაბი“ 2019 წელს დაფუძნებული პირველი კომპანიაა, რომელიც საქართველოში  სპირტიანი სასმელების შემადგენლობას იკვლევს და მათ ადგილწარმოშობას განსაზღვრავს. ძვირადღირებული დანადგარი „ისლაბის“ დამფუძნებლებმა, დავით და გიორგი ოქრუაშვილებმა, გერმანული კომპანიაThermo Fisher Scientific-ისგან შეიძინეს, ამიერკავკასიაში ერთადერთი აპარატია, რომლის საშუალებითაც ახლადდაფუძნებული ლაბორატორია იკვლევს სპირტიანი სასმელების შემადგენელი სამი ელემენტის - ნახშირბადის, წყალბადისა და ჟანგბადის რაოდენობას და ადგენს, შეესაბამება თუ არა სასმელი დადგენილ სტანდარტს.

 

„საქართველოში „სლაბამდე“ ერთადერთი ლაბორატორია მუშაობდა, რომელშიც მხოლოდ ნახშირბადის კვლევა იყო შესაძლებელი. დანარჩენი ელემენტების - წყალბადის და ჟანგბადის განსასაზღვრად ქართველ მეწარმეებს საზღვარგარეთ უწევდათ სიარული, რაც რთული იყო, როგორც დროითი, ასევე ფინანსური რესურსის გამო. ჩვენ დიდი ხანია, გვინდოდა ამ დანადგარის ყიდვა, სხვა ბანკებსაც მივმართეთ, თუმცა, საკმაოდ რთული პროექტია და აქამდე ძნელი იყო მისი მნიშვნელობის შეფასება. თიბისი ლიზინგის დახმარებით ვიყიდეთ ეს აპარატი, რითაც ქართველ მეწარმეებსაც გაუადვილდათ საქმიანობა, აღარ მოუწევთ კვლევაზე საზღვარგარეთ სიარული“ - ამბობს „ისლაბის“ დამუძნებელი, გიორგი ოქრუაშვილი.

 

დღეისათვის „ისლაბის“ ლაბორატორიის კლიენტთა რიცხვში შედიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა, BAGRAT GROUP, GLOBAL ALKO, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „ასკანელი ძმები“, Bolero & Co, „შპს კ და ქართული სპირტი“ და სხვები.

 

როგორც „ისლაბის“ დამფუძნებლები ამბობენ, ლაბორატორია დღეს, მოთხოვნიდან გამომდინარე, მხოლოდ სპირტიანი სასმელების კვლევითაა დაკავებული, თუმცა, ახლადშეძენილი დანადგარით შესაძლებელია, ასევე, სურსათის შემადგენლობის კვლევა და მისი ფალსიფიკაციის დადგენაც.

უკვე თითქმის ერთი წელია, რაც დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრის ბაზაზე ოფიციალურად ფუნქციონირებს ინოვაციური სარეაბილიტაციო ტექნოლოგიების ცენტრი, რომელიც ქართულ ბაზარზე არსებული მსგავსი დაწესებულებებისგან თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიებითა და სარეაბილიტაციო დანადგარებით გამოირჩევა.

 

ცენტრის მიერ შერჩეული კვალიფიციური პერსონალი ამ დროის განმავლობაში წარმატებით ახორციელებს პოსტტრავმული, პოსტოპერაციული, ნევროლოგიიური, თანდაყოლილი, პოსტინსულტური თუ ზურგის ტვინის დაზიანებების მქონე პაციენტების რეაბილიტაციას.

 

ცენტრის მიერ დამონტაჟებული ანტიგრავიტაციული აღდგენითი თერაპიის, მაღალინტენსიური ლაზეროთერაპიის (ჰილთერაპია), მრავალტალღოვანი რობოტიზირებული ლაზეროთერაპიის დანადგარები ქართულ მედიცინაში სრულიად ახალი მიმართულებაა, რომელიც, როგორც ცენტრის დამფუძნებელი, ირაკლი ფრუიძე ამბობს, მათი ხარისხისა და ინოვაციურობის წყალობით, მკვეთრად შეამცირებს შემდგომი გართულებებისა თუ ოპერაციების რაოდენობას.

ცენტრის მიერ საქართველოში შემოტანილი ტექნოლოგიებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია NASA-ს მიერ შემუშავებული ანტიგრავიტაციული სარბენი ბილიკი, რომელიც პაციენტის თავისუფალ და ტკივილის გარეშე, უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს და საშუალებას აძლევს მას, სხვადასხვა სირთულის დაზიანების მიღების შემდეგ, აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ამ უნიკალური ტექნოლოგიის გამოყენება მკვეთრად ამცირებს აღდგენითი პროცესის ვადებს და მკურნალობის შედეგებს აუმჯობესებს. ანტიგრავიტაციული თერაპია ფართოდ გამოიყენება, ორთოპედია-ტრავმატოლოგიაში, ნევროლოგიაში და რევმატოლოგიაში.

 

უახლესი ტექნოლოგიების დიდი ნაწილი „ინოვაციური სარეაბილიტაციო ტექნოლოგიების ცენტრმა“ თიბისი ლიზინგის დახმარებით შეიძინა.

საჭიროება რომ მოთხოვნას წარმოშობს, მოთხოვნა კი ახალი ბიზნესის გაჩენისთვის საუკეთესო წინაპირობაა, ამის გაცნობიერებით დაიწყო საქმიანობა დღეს უკვე წარმატებული ბიზნესმენების დიდმა ნაწილმა. სწორედ ერთ-ერთი ასეთია სფეროა გზების მშენებლობა, რაც დღეისათვის ერთ-ერთი  ონკურენტუნარიანი ბიზნესია საქართველოში.

 

კომპანია „ერ ტე დე“ საგზაო-სამშენებლო მიმართულებით 2013 წლიდან მუშაობს. როგორც მისი დამფუძნებელი, ლუხუმ ქართლოსიშვილი ამბობს, მოტივაცია სწორედ ბაზარზე გაჩენილი მოთხოვნით დაიბადა. პირველი ეტაპი სამშენებლო ტექნიკის იჯარით შეძენას, შემდეგ მის გაქირავებას და ბაზრის უკეთ შესწავლას დაეთმო. 2016 წლიდან კომპანია თავად დაკავდა საგზაო სამშენებლო საქმიანობით, 2019 წელს კი „ერ ტე დე“-მ კასპის რაიონის სოფელ აღაიანში საკუთარი ცემენტის ქარხანა გახსნა.

 

გრეიდელი, გზის დამგები, სატკეპნები, კომპრესორი, ბობკატი, ესკავატორი - ეს სამშენებლო ტექნიკის ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც „ერ ტე დე“-მ თიბისი ლიზინგის დახმარებით, 2016 წელს შეიძინა. ლიზინგთან წარმატებული თანამშრომლების შედეგად კი, დაახლოებით 3 ჰექტარ ტერიტორიაზე ქარხანა განათავსა, სადაც უკვე 100-ამდე ადამიანია დასაქმებული.

კომენტარები