გიორგი ფოფორაძე - კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი: ჩვენი ბიზნესიდეა იქიდან წამოვიდა, რომ სკუტერი როგორც გადაადგილების საშუალება ძალიან გვიყვარს და ვთვლით, რომ ის ახალგაზრდებისთვის საუკეთესო სატრანსპორტო საშუალებაა. ჩვენ უკვე დღეს სხვას ვთავაზობთ იმ კომფორტს, რაც სკუტერით გადაადგილებისას, თავად გამოგვიცდია. 2 -3 თვეა რაც აქტიურად ვავითარებთ ჩვენს ბიზნესს და სამომავლო გეგმებსაც ვსახავთ.
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ჩვენი ბიზნესი ორი მიმართულებით ვითარდება. მომხმარებლებს სკუტერების გაქირავების სერვიისს ვთავაზობთ. ასევე გვყავს მეორადი სკუტერები, რომლებსაც ვყიდით. ერთი ბიზნესი გათვლილია ტურისტებისთვის, რომლებსაც სკუტერით გადაადგილებისას ნამდვილად ეძლევათ ქალაქის აღმოჩენის და კარგად დათვალიერების შესაძლებლობა. რაც შეეხება რეალიზაციას, ამჟამად მხოლოდ მეორადი სკუტერები გვყავს, რომლებიც იაპონიიდან ჩამოგვყავს.
როგორია ფასები და რამდენად არის მოთხოვნა ბაზარზე?
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ჯერ მხოლოდ ერთი ტურისტული სეზონია, რაც მომხმარებლებს ვემსახურებით. გეგმები კი სამომავლოდ ძალიან ბევრი გვაქვს. პროექტების გარკვეული ნაწილი უკვე დაწყებულია. კერძოდ, მალე დასრულდება სარემონტო სამუშაოები ჩვენს ახალ ოფისში ”ფაბრიკის” მოპირდაპირე მხარეს. ამ საქმეში ”თიბისი ბანკის” პროგრამა „სტარტაპერი“ დაგვეხმარა. ცოტა ხნის წინ პროგრამის მონაწილეები გავხდით. სტარტაპ სესხითაც ვისარგებლეთ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ბანკმა ძალიან სწრაფად განიხილა ჩვენი დოკუმენტაცია და სესხიც მაქსიმალურად მოკლე დროში დაგვიმტკიცეს. თანხა მთლიანად კომპანიის განვითარებას მოვახმარეთ.
რაც შეეხება სხვა სამომავლო გეგმებს, ვაპირებთ ბაზარზე ახალი სკუტერების შემოყვანას. მოლაპარაკებები გვაქვს როგორც იტალიურ ისე ტაივანურ ბრენდებთან. სხვადასხვა მომწოდებლებს ვეკონტაქტებით და საბოლოოდ შევჯერდებით, თუ რომელ პარტნიორთან დავიწყებთ თანამშრომლობას. ასევე სექტემბრიდან სკუტერის შემსწავლელი კურსებიც გვექნება.
უსაფრთხოების თვალსაზრისით რამდენად იცავენ მძღოლები წესებს და სკუტერით გადაადგილებისას რა სირთულეს აწყდებიან ქალაქში ტურისტები?
ჩვენ როცა ტურისტს ვთავაზობთ სერვისს, მათ შესაბამისი ჩაფხუტებით ვუზრუნველვყოფთ. ასევე ვამოწმებთ, თუ რამდენად ფლობენ ქალაქში გადაადგილებისთვის შესაფერის უნარებს. ყოფილა შემთხვევა, როცა მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სკუტერის გაქირავებაზე უარი გვითქვამს. თუმცა უსაფრთხო გადაადგილება ქალაქის მთავარი პრობლემაა, ავტომობილების მძღოლები ნაკლებად იცავენ წესებს, ამიტომ როცა სკუტერით მოძრაობ მისი მართვა კარგად უნდა იცოდე.
#სტარტაპერი #გვეამაყები
ავტორი: Bpn.ge
ფოტოები: Advan
კომენტარები