30 აპრილი 9 წუთის საკითხავი
სამომხმარებლო სამკუთხედი

ალბათ, ერთხელ მაინც გიფიქრიათ გადაგეყარათ ყველა დაგროვების თუ ფასდაკლების ბარათი, რომელსაც საფულეში ინახავთ, მაგრამ თანხის უკან დაბრუნების ან ფასდაკლების მიღება,  მათ გარეშე ხომ წარმოუდგენელია.

 

ცხოვრების გამარტივებისთვის  შეიქმნა „სამკუთხედი“, სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს თანხის რაღაც ნაწილის უკან დაბრუნების საშუალებას უამრავ ობიექტში აძლევს.

 

„სამკუთხედი“-ს ბარათის ფლობის უპირატესობა ისიცაა, რომ თანხის უკან მიღება მაშინაც შეგიძლიათ, როცა ბარათით არ იხდით. ნაღდი ანგარიშსწორების დროს, იდენტიფიკაციისთვის, მთავარია წარმოადგინოთ „სამკუთხედი“-ს ბარათი.

„სამკუთხედი“-ს ბარათის მიღება მარტივად შეიძლება. როგორც ამბობენ, სახლიდან გაუსვლელად. ყველა პროცედურას ვებგვერდზე გადიხართ, ბარათი კი, მითითებულ მისამართზე მოაქვთ. ინფორმაციას მისი გამოყენების შესახებ ვებგვერდზე იღებ. პერიოდულად ემატება და ახლდება იმ პუნქტების სია, სადაც თანხის უკან დაბრუნების სერვისით სარგებლობა შეიძლება.

 

სტარტაპის დაარსებიდან 20 დღეში უკვე 200-მდე კომპანია ჩაერთო სასმომხმარებლო „სამკუთხედში“. ბარათის იღბლიანი მფლობელი დახარჯული თანხის ნაწილს უკვე მიიღებს ყველა იმ მაღაზიიდან, სილამაზის სალონიდან თუ კვების ობიექტიდან, რომელსაც ის ყოველდღიურად იყენებს.

 

ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ბარათის მფლობელები იმ სოციალური პროექტების მონაწილეები ხდებიან, რომლებსაც კომპანია ,,სამკუთხედი“ საზოგადოებაში არსებული პრობლების მოსაგვარებლად დაგეგმავს.

 

სამკუთხედი ბარათების გამოყენება ჯერ მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი. თუმცა სამომავალოდ, გაიზრდება მისი გამოყენების არეალი და კომპანიების რიცხვიც. გარდა ამისა, მსგავსი ბარათით სარგებლობას ტურისტებიც შეძლებენ.

კიდევ ერთი სიახლე, რომლითაც ბარათის მფლობელები ისარგებლებენ, ფასდაკლება იქნება. ისინი თავად აირჩევენ რომელ ობიექტებში გამოიყენებენ ფასდაკლებას და რომელში -თანხის უკან დაბრუნების სერვისს.

 

ყოველკვირეული გამოკითხვებით კი, „სამკუთხედი“ შეეცდება გაითვალისწინოს მომხმარებლის სურვილები და ბარათის ფლობა დიდ უპირატესობად აქციოს.

 

ავტორი: თაკო ფოლადაშვილი

კომენტარები