12 ივლისი 13 წუთის საკითხავი
ნაციონალური დელიკატესი

თანამედროვე ყოველდღიურობაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მოკლე დროში რაც შეიძლება მეტის მოსწრება გახდა. ამ პირობებში გვიწევს ვიყოთ მაქსიმალურად მოქნილები და ვაკონტროლოთ ის, რაც ყველაზე ღირებულია - დრო და რესურსი.

 

ნაციონალური დელიკატესი, შეფუთული მზა საკვები, ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა. იდეაც თანამედროვე ცხოვრების სტილის საფუძველზე გაჩნდა. პროდუქცია გათვლილია ადამიანებზე, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ერთი მხრივ დროის დაზოგვა, მეორე მხრივ კი - ჯანსაღი კვება. პროდუქციაში უკვე 10 დასახელების კერძია როგორც პრემიუმ, ისე შედარებით დაბალფასიანი.

დროის მინიმალური დანახარჯით ადამიანს შეუძლია, მიირთვას 100%-ით ნატურალური ქართული კერძები. - ამბობს სტარტაპის დამფუძნებელი

 

როგორ და სად იქმნება პროდუქტი?

  • ჩვენი საწარმო მდებარეობს დედოფლისწყაროში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე საწარმოო ხაზებით და დანადგარებით. დასაქმებული გვყავს ადგილობრივი მაცხოვრებლები, დაახლოებით, 40 ადამიანი, რომლებსაც აქვთ გავლილი გადამზადება და არიან კომპეტენტურები წარმოების სრულ პროცესში. საწარმო სერტიფიცირებულია საერთაშორისო სტანდარტით - ISO:22000 და ISO9001:2015. ასევე აღიარებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. პროდუქციას გააჩნია ვადიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც მივიღეთ თურქეთის ერთ-ერთი საერთაშორისო ლაბორატორიისგან და პროდუქტის შენახვის ხანგრძლივობა განისაზღვრა 2 წელზე მეტი ხნით. წარმოებისას ვიყენებთ ქართულ ადგილობრივ ნედლეულს, მათ შორის, გაუყინავ, ნედლ ხორცს.

 

რით არის გამორჩეული ნაციონალური დელიკატესი?

  • ნაციონალური დელიკატესის უპირატესობას ბაზარზე წარმოადგენს ის, რომ სხვა მზა კერძებისგან განსხვავებით, რომელიც მალფუჭებადია ან პროდუქტები, რომელსაც სჭირდება წყლის დასხმა ან სანელებლები, ჩვენი პროდუქცია არის მზა, 100%-ით ნატურალური,  მოსახერხებელ შეფუთვაში, არ შეიცავს დანამატებსა და კონსერვანტებს, საჭიროებს მხოლოდ 2-3 წუთით მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებას და მზად არის რომ მიირთვათ. და ყველაზე მთავარი - გამოირჩევა გემოვნური თვისებებით.

რა არის პრიორიტეტი პროდუქტის შექმნისას?

  • მომხმარებლის კმაყოფილება. გვინდა, რომ მოსწონდეთ ჩვენი პროდუქცია და ამისთვის ვმუშაობთ თავდაუზოგავად. ყოველი შემდეგი პარტია წინაზე უფრო გემრიელია და იმედი გვაქვს, მივაღწევთ იმას, რომ ყველასთვის მოსაწონი კერები გვექნება. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ჰიგიენური ნორმების და სტანდარტების დაცვა და ამას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ქართველი ხალხი საკმაოდ მომთხოვნია საკვების მიმართ, რაც ჩვენ მუდმივ განვითარებაში გვეხმარება.

რა გეგმები გაქვთ მომავალში?

  • ამ დროისთვის ჩვენი კერძები იყიდება მხოლოდ თბილისში, ბათუმსა და რუსთავში. როგორც ქსელურ მარკეტებში, ისე უბნის მაღაზიებში. ჩვენი ვგეგმავთ სარეალიზაციო ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას და რეგიონებში გასვლას. ამას უკვე სექტემბრიდან ვაპირებთ. ასევე ამ დროისთვის ჩვენი საკვები პროდუქტებით ე.წ. საველე ულუფებით ვამარაგებთ ქართულ ჯარს და მეხანძრე-მაშველებს. ვაპირებთ ეს მიმართულებაც განვავითაროთ და რაც შეიძლება მეტი კორპორატიული კლიენტი მოვიზიდოთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. და რა თქმა უნდა ექსპორტი - კიდევ უფრო მეტი ქვეყანა და მომხმარებელი.

 

 

 

კომენტარები