25 ნოემბერი 9 წუთის საკითხავი
„მონამი“ - გემრიელი საჩუქარი მეგობრისგან

მეგობრებს, მარიამ ახვლედიანსა და თამარ ჩხუბიანიშვილს, სტარტაპის შექმნის იდეა საზღვარგარეთ ცხოვრებისას გაუჩნდათ, როცა საყვარელი ადამიანებისათვის სხვადასხვა დღესასწაულის მისალოცად მათ მეგობრების შეწუხება უწევდათ.

 

„ძალიან დიდი ხანია მე და თამარს საერთო საქმიანობის დაწყება გვინდოდა. ცხოვრებისეული საჭიროებებიდან გამომდინარე, რადგან დისტანციურად ძალიან გვიჭირდა ხოლმე ხალხის გახარება, თავდაპირველად წამოვიწყეთ სასაჩუქრე ბიზნესი „ყველაფერი“, - ამბობს მარიამი, „მონამის“ ერთერთი დამფუძნებელი.

სასაჩუქრე ბაზარზე გამოცდილების დაგროვების შემდეგ, მარიამმა და თამარმა გადაწყვიტეს ისეთი პროდუქტი შეექმნათ, რომელიც ჯერ არ არსებობდა - ეს იყო ტკბილეულის თაიგულები და ნაკრებები. ასე შეიქმნა მეგობრების სტარტაპი „მონამი“.

 

საჩუქრების ბიზნესში რომ დიდი კონკურენციაა, ეს მეგობრებმა თავიდანვე იცოდნენ. ამიტომ გამორჩეული პროდუქცია უნდა შეექმნათ. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრი ქართული კომპანია დაარსდა, რომლებიც მომხმარებელს ორიგინალურ პროდუქციას სთავაზობენ. თუმცა, „მონამის“  პროფილი სრულიად განსხვავებულია და შესაბამისად, ის საჩუქრებიც, რომლებსაც აქ ქმნიან, უნიკალურია.

„მონამის“ ასევე გამოარჩევს ის ფაქტი, რომ ჩვენთან დამზადებული ყველა საჩუქარი უნიკალურია - ყოველი თაიგული თუ ნაკრები იწყობა ინდივიდუალურად, მომხმარებლის გემოვნების გათვალისწინებით და არ არის ჩვენს მიერ დამზადებული სხვა საჩუქრის რეპლიკა,“ - ამბობს მარიამ ახვლედიანი.

 

მარწყვის თაიგულები და ნაკრებები, ხელნაკეთი შოკოლადი, ზეფირი, ჩურჩხელის თაიგული, მარწყვის კოშკი და კიდევ უამრავი ულამაზესი ტკბილეული შეგიძლიათ ვებგვერდიდან www.monamie.ge შეუკვეთოთ.  მარკეტინგისთვის მხოლოდ ციფრულ არხებს იყენებენ - Facebook და Instagram პროდუქტის რეკლამის ძირითადი არხებია, სასურველი საჩუქრის შეკვეთა აქვეც არის შესაძლებელი.

„მონამის“ სამომავლო გეგმებში სტარტაპის გაფართოება შედის, მარიამს და თამარს არ სურთ, რომ მარტო სასაჩუქრე კატეგორიაში დარჩნენ და განვითარების შემდეგ ეტაპად ქორწილების და სხვა ღონისძიებების საკუთარი პროდუქციით გაფორმება სურთ. საახალწლოდ კი გეგმავენ კომპანიებს კორპორატიული საჩუქრები შესთავაზონ. ისინი ასევე სხვადასხვა საახალწლო ფესტივალზე მიიღებენ მონაწილეობას, რათა თავიანთი პროდუქცია მეტ ხალხს გააცნონ.

კომენტარები