11 აპრილი 16 წუთის საკითხავი
მაკო ბიჭიაშვილი - რამდენიმე ბიზნესის სათავეში

ნიკა 3 თვის იყო, მამამ საფრანგეთიდან იმ დროისთვის სრულიად უცხო და განსხვავებული ტანსაცმელი რომ ჩამოუტანა. ბრენდი, რომლის გამოც პატარა ბიჭი თბილისში ყველას ყურადღებას იქცევდა - IKKS იყო. გარშემომყოფების შეფასებებმა და რეაქციებმა ნიკუშას დედას - მაკო ბიჭიაშვილს სურვილი და იდეა გაუჩინა - ტანსაცმლის ცნობილი ფრანგული ბრენდი, რომელიც ბავშვის, ქალისა და მამაკაცის მაღაზიების ქსელს თითქმის მთელს მსოფლიოში აერთიანებს, რაღაცნაირად საქართველოშიც შემოეყვანა.

 

ახალგაზრდა გოგომ პირადი კონტაქტებით, დიდი ძალისხმევითა და კეთილგანწყობის მოპოვებით ყველაზე რთულ, ომის შემდგომ პერიოდში შეძლო IKKS ამ ბრენდისთვის ნაკლებად სასურველ, არც ისე მომგებიან და პატარა ბაზარზე - საქართველოში შემოსულიყო. ასე გამოჩნდა 2009 წელს თბილისში IKKS თავისი სავიზიტო მიმართულებით - IKKS Junior-ით.

 

„ვიცოდი, რომ ბაზარი ასეთი ბრენდისთვის ბოლომდე მზად არ იყო, მაგრამ მაინც ჩამოვიყვანეთ საქართველოში ფრანგი წარმომადგენლები. აქაური რეალობა მასქიმალურად შევუფუთეთ და შევულამაზეთ. ერთი რაღაცის გამო ზუსტად ვიცოდი, რომ ბრენდი წარმატებელი გახდებოდა - ქართველებს შვილებისთვის მხოლოდ საუკეთესო გვინდა და არაფერი გვენანება. ასეც მოხდა.“

 

ბრენდის დამკვიდრებასა და გაფართოებას 8 წელი დასჭირდა. 2017 წელს თბილისში IKKS General Store გაიხსნა.

როდესაც IKKS-ის სამოსში ბავშვის, ქალისა თუ მამაკაცის დახასიათებას ვთხოვ, ერთი სიტყვით მპასუხობს: უბრალოდ cool!

 

კომფორტი, მაღალი ხარისხი და კრეატიულობა - ასეთია ბრენდის კონცეფცია, რომლის შექმნის დროსაც დამფუძნებელმა - ჯერალდ ლე გოფმა ჯერ კიდევ 1987 წელს დაარღვია წარმოდგენა და ტენდენცია, რომ ბავშვს ძირითადად ვარდისფერი, ან ცისფერი უნდა ეცვას და კოლექციებში შავი ფერი შეიტანა. სწორედ ამის გამო, თვითონ ბრენდი და მასში ჩაცმული ბავშვებიც ყოველთვის შესამჩნევად ინდივიდუალურები არიან.

 

„პატარები ძალიან სასაცილო და საყვარელი მყიდველები არიან. ზოგი სრული სერიოზულობით და დამოუკიდებლად არჩევს ტანსაცმელს. მშობლებს ამ ბრენდში უფროსებისთვის და პატარებისთვის შექმნილი ერთნაირი კოლექციები მოსწონთ. მამებს და დედებს უყვართ, როცა შვილებს მათნაირად აცვიათ.“

 

გამოცდილებამ ასწავლა, რომ წარმატებული ბიზნესის დიდი წილი სწორ კომუნიკაციასა და პირად ურთიერთობებზეა დამოკიდებული. მასა და ბრენდის ფრანგ  წარმომადგენლებს შორის დღეს უკვე სრული ნდობაა.

 

საქართველოში IKKS-ის პირველი ნაბიჯებიდან დღემდე, წლების განმავლობაში ბიზნესგარემო და მოთხოვნებიც რადიკალურად შეიცვალა.

 

„როცა მე ვიწყებდი, მაშინ ბიზნესის საწყისი ეტაპისთვის საზღვარგარეთთან კავშირი და 200 დოლარიც კი საკმარისი იყო. ბუნებრივია, დღეს ასე აღარაა. ამიტომ, ძლიერ ბანკთან თანამშრომლობა აუცილებელია. როდესაც თიბისი-დან გამოკითხვისთვის მირეკავენ, კითხვების მოსმენის გარეშე ვეუბნები ხოლმე - ყველა პუნქტში უმაღლესი შეფასება შემოხაზონ.“

 

რადგან ეკონომიკური ცვლილებებისა და გაზრდილი კონკურენციის პირობებში ბიზნესის განვითარებისთვის ბანკის დახმარება ხშირად გარდაუვალია, საბანკო სექტორის ახალ პროდუქტებსა და შეთავაზებებს მუდმივად ადევნებს თვალს. უკვე იცის ქალი მეწარმეებისათვის თიბისი-ს ბიზნესსესხის შესახებ, რომლის აღების შემთხვევაში ქალებს ორჯერ ნაკლები უზრუნველყოფის წარმოდგენით ახალი ბიზნესის წამოწყება, ან უკვე არსებულის გაფართოება შეუძლიათ.

პროფესიით ქიმიკოსს, საკუთარი გამოცდილებით ბიზნეს-ქალბატონად შემდგარს, სადისტრიბუციო კომპანია “GBC”-ის დამფუძნებელსა და საქართველოში ისეთი ბრენდების შემომყვანს, როგორებიცაა: „BNG“, „Cop.Copine“, „Roberto Bravo“ - მიღწეული წარმატების შემდეგაც კი, კონკრეტულ რჩევებზე საუბარი უჭირს.

 

„მნიშვნელოვანია ინტუიცია. განსაკუთრებით ქალებს ვეტყოდი - მთავარია გინდოდეს, რომ რაღაც შექმნა. მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა. მე ბევრ საქმეს და ბიზნესს მოვეჭიდე ერთად, ამიტომ ძალიან დავაკლდი ოჯახას. საბოლოოდ რა ჯობია - არ ვიცი. პატარები განიცდიან ამ ყველაფერს, მაგრამ წლების მერე აფასებენ და მადლიერებიც არიან. ჩემს შვილებს წყენამ უკვე გადაუარათ. მოსწონთ წარმატებული რომ ვარ და ამიტომ დედის დანაკლისიც მაპატიეს.“

 

 

ავტორი: მარიამ ყანჩაველი

ფოტო: სერა ძნელაძე

კომენტარები