15 ოქტომბერი 10 წუთის საკითხავი
“ჯადოსნური ზღაპარი“-უნიკალური ნივთები ბავშვებისთვის

ერთხელ უკვე მოგიყევით, როგორ დავმეგობრდით მე და ლილიანა ხელნაკეთი, მომღერალი სათამაშოს წყალობით. ახლა კი მინდა მოგიყვეთ, როგორ შეიძლება თქვენი შვილები ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაუროთ.

 

სტარტაპს ასეც ჰქვია „ჯადოსნური ზღაპარი“ და სულ რაღაც ერთი წელია რაც არსებობს. მისი დამაარსებელი კი, ნინი მენაბდეა. იდეა შვილის შეძენის შემდეგ გაუჩნდა. აღმოაჩინა, რომ ბევრი ნივთი, რომელიც უნდოდა რომ თავისი 2 წლის გოგონასთვის ჰქონოდა, საქართველოში არ იყიდებოდა.

 

ნინი პროფესიით ჟურნალისტია, სამუშაო გამოცდილებაც ამ სფეროში ჰქონდა, ამიტომ სტარტაპის დაწყება მისთვის მარტივი არ ყოფილა. გარდა იმისა, რომ ყველაფრის შესწავლა მოუხდა, ახლა ყველა ნივთს თავად აკეთებს.

სამუშაო გარემო სახლში მოიწყო, ცოტა ხნის წინ კი, ფართი იქირავა და ხელსაწყოებთან ერთად ჯადოსნური სამყაროს დამზადების პროცესმა იქ გადაიცვლა.  სტარტაპს უკვე ბევრი იცნობს და შეკვეთებს საქართველოს რამდენიმე ქალაქში აგზავნის.

 

„ჯადოსნური ზღაპარში“ ჯადოსნური ნივთები მზადდება: სიმაღლის საზომი, ტანსაცმლის საკიდი, საბავშვო კარადა, სკამები, სურათის ინდივიდუალური ჩარჩოები, პამპერსების ჩასადები ყუთები  და ა.შ. თითქმის ყველაფერი, რაც შეიძლება თქვენი პატარის ოთახის გასალამაზებლად დაგჭირდეთ. სამომავლოდ კი, აუცილებლად დაამზადებს საბავშვო  ავეჯს- ლოგინს, ტანსაცმლის კარადას და ა.შ.

როცა ვთქი, რომ ყველა ნივთს თავად ამზადებს, მხოლოდ დიზაინის შერჩევა არ მიგულისხმია. მასალის შეძენით დაწყებული, ლაზერის საჭრელზე გამოჭრით და შეღებვით დასრულებული, ყველაფერი ნინის ხელში გადის. რადგან ნივთები ბავშვებისთვისაა, იყენებს ხარისხიან  მასალას და ეკო საღებავს. პირველი ნივთის შემფასებელი კი, აუცილებლად მისი შვილია.

ამ სფეროში გამოუცდელობის გამო, ზოგი რამ ინტერნეტით ისწავლა, ზოგი მამამ ასწავლა. შეიძლება ზოგისთვის დაუჯერებელია, მაგრამ ყველა სამუშაოს, ნინი ასრულებს.

 

შეკვეთებს Facebook-ის გვერდის მეშვეობით იღებს. თუ ორიგინალურ საჩუქარს ეძებთ, არ ინანებთ. ნივთს ძალიან მალე დაგიმზადებენ და კურიერი სახლშიც მოგართმევთ. ის, რაც „ჯადოსნურ ზღაპარს“ კონკურენტებისგან გამოარჩევს, მრავალფეროვნება და ფასებია. კონკურენტების პატივისცემის გამო, ნინი არასოდეს ამზადებს მათნაირ ნივთებს.

იმედია, ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ, აღარ გაგიჩნდებათ შეკითხვა, სად შეიძინოთ ჯადოსნური ნივთები თქვენი  პატარასთვის.

 

ავტორი:  თაკო ფოლადაშვილი

ფოტო: ნიკა ხუნდაძე

 

კომენტარები