31 მაისი 13 წუთის საკითხავი
www.delloway.com - პირველი ქართული „ბუქინგ” პლატფორმა

„დელოვეი“ პირველი ქართული „ბუქინგ” პლატფორმაა, რომელიც  სასტუმროებთან და პრემიუმ კლასის სახლების მეპატრონეებთან თანამშრომლობს და მათ უძრავი ქონების მენეჯმენტს უწევს.  „დელოვეის“ სერვისი გულისხმობს სახლის, როგორც საკუთარ პლატფორმაზე (www.delloway.com), ასევე, Airbnb-სა და Booking.com -ზე განთავსებას და სხვა ქართულ თუ უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობას.

უძრავი ქონების მენეჯმენტის მომსახურება მოიცავს პარტნიორებისათვის კონსულტაციის გაწევას, პროფესიონალური ფოტოსურათების გადაღებასა და განთავსებას, დასუფთავებას, სტუმრის მიღებასა და გაცილებას.

 

პლატფორმის შექმნის იდეა ორი წლის წის კომპანიის დამფუძნებელს ნატა ქავთარაძეს გაუჩნდა.

 

„ჩემი და ჩემი მეგობრების გამოცდილებით  სახლების დატვირთვა და მათი მენეჯმენტი საკმაო დროსა და რესურსებთან იყო დაკავშირებული. მეპატრონეების ნაწილს არ ჰქონდა საშუალება მუდმივად ეპასუხათ სტუმრებისათვის ან მათზე მორგებული გრაფიკით დაეგეგმათ დახვედრისა თუ გაცილების საათები.  შესაბამისად ნათელი იყო, რომ ბაზარზე არსებობდა საჭიროება შექმნილიყო უძრავი ქონების მენეჯმენტის კომპანია, რომელიც სრულ  სერვისს შესთავაზებდა მესაკუთრეს,“ - ამბობს დელოვეის დამფუძნებელი ნატა ქავთარაძე.

იდეის გაჩენის შემდეგ სტარტაპის გუნდმა ბაზრის კვლევა გამოიყენა, რამაც აფიქრებინა, რომ საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზრდასთან ერთად აუცილებელი იქნებოდა ტურისტებისა თუ ლოკალური მომხმარებლებისათვის პრემიუმ კლასის სერვისის შეთავაზება და სასტუმროებისა თუ აპარტამენტების ხარისხის გაუმჯობესება.

 

ახლად დაარსებული კომპანიის პირველი პარტნიორი „გარდენია შევარდნაძე“ გახდა, რომელთანაც „დელოვეიმ“ სულ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო თანამშრომლობა და „ვილა გარდენიამ“  მცირე ხნის მანძილზე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

„ვილა გარდენია“-ში შეგხვდებათ თანამედროვე და ტრადიციული არქიტექტურის შერწყმა. მისი ინტერიერი სავსეა ნივთებით, რომლებიც წლების მანძილზეა შეგროვილი და თითოეულ მათგანს ემოცია ახლავს. აქ ყველა ნომერი გამორჩეულია ინდივიდუალურობითა და ისტორიით.

 

„გარდენიას ბაღი მნახველების განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს, მოსული სტუმარი ყოველთვის დადებითი მუხტით ივსება და აუცილებლად ისევ ბრუნდება. ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან საინტერესო იქნება ქართული ბაზრისათვის,“ - ამბობს ნატა.

 

წარმატების ერთ-ერთ უმთავრესი პირობა მომხმარებელთა კმაყოფილებაა, რასაც დელოვეიში გადამწყვეტი ყურადღება ეთმობა. ნებისმიერი მიმოხილვა, კომენტარი თუ  მონაწერი კომპანიისათვის ღირებულია. ყველა პლატფორმაზე, რომელსაც იყენებენ, მინიმალურ დროში 100%-იანი პასუხის დაბრუნების მაჩვენებელი აქვთ.

„ვფიქრობთ, რომ სწორედ მომხმარებლებზე ორიენტირება და ეფექტური სერვისი განსაზღვრავს ჩვენს პრემიუმ ხარისხს,“ - ამბობს ნატა ქავთარაძე.

 

აქამდე „დელოვეი“ მხოლოდ თბილისში ოპერირებდა, 1-ლი ივნისიდან კი, ბათუმის ბაზარზეც იქნება წარმოდგენილი. დაფუძნების დღიდან, ბათუმიდან არაერთი მესაკუთრე უკავშირდებათ, ამიტომ გადაწყვიტეს სერვისი აღნიშნული ბაზრისთვისაც შეეთავაზებინათ. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად „დელოვეი“ სტუმრებს უკვე თბილისსა და ბათუმში უმასპინძლებს.

 

ავტორი: სოფო კვინტრაძე

კომენტარები