2 ივლისი 11 წუთის საკითხავი
თიბისის აპლიკაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თიბისის აპლიკაციების კონკურსის 3 გამარჯვებული გუნდის ვინაობა უკვე ცნობილია.

 

ჟიურის გადაწყვეტილებით, 11 ფინალისტს  შორის საუკეთესოდ შემდეგი გუნდები დასახელდნენ:

 

  • I ადგილი - Inventors - მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილისთვის  საჭირო ნაწილების მოძიებას, მისი მდგომარეობის განსაზღვრას, რელევანტურ ფასს, გარანტიას, ნაწილის მიწოდებას და ელექტრონულ ტრანზაქციას.

  • II  ადგილი -  Payze - ელექტრონული კომერციის სივრცეში თანამედროვე და მოქნილი გადახდების პლატფორმაა;

  • III ადგილი - Typline - რიგის მართვის ქლაუდ სისტემაა, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებელმა რიგში ადგილი ონლაინ დაჯავშნოს. მომხმარებელი მობილური აპლიკაციით ნახულობს თუ რამდენი ადამიანია რიგში, იკავებს ადგილს და მიდის მაშინ, როცა მისი მომსახურების დრო მოვა.

ჟიურის წევრებმა გამარჯვებულები შემდეგი კრიტერიუმებით გამოავლინეს: რამდენად ჭრის აპლიკაცია ბიზნესებისთვის რეალურ პრობლემას, როგორია აპლიკაციის კონცეფცია და  ბიზნესმოდელი.

 

გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცემათ და ის აპლიკაციების სრულყოფას და პროტოტიპების დასრულებას მოხმარდება. I ადგილი - 30 000 ლარი, II და III ადგილი - 15 000 ლარი.


თიბისის აპლიკაციების კონკურსი რეალური შანსია იმისთვის, რომ ყველა ჩანაფიქრი რეალობად ვაქციოთ და  დროულად განვახორციელოთ. აქტიურად ვმუშაობთ ინვესტიციების მოზიდვაზე, გამარჯვება  კი ამ პროცესი მნიშვნელოვნად დაგვეხმარება",  - გიორგი რობაქიძე, Inventors.

 

პროექტზე უკვე 1 წელზე მეტია ვმუშაობთ.  თუმცა სანამ იდეამდე მივიდოდით, საკმაოდ  გრძელი გზა გავიარეთ. კონკურსში გამარჯვება ფინანსურად დაგვეხმარება, დავასრულოთ პროდუქტი და ის  ე.წ. MVP-მდე მივიყვანოთ“,  -გიორგი წურწუმია, PAYZE.

 

„ჩვენთვის გამარჯვება უმნიშვნელოვანესია. დარწმუნებული ვართ, კონკურსი ცნობადობის გაზრდაში ძალიან დაგვეხმარება. ამასთანავე,  მოგებული პრემიით აპლიკაციის განვითარების საშუალება მოგვეცემა“,ნიკა აბაშიძე, Typeline.

 

აპლიკაციების კონკურსი თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ გუნდმა ორი წლის წინ წამოიწყო. პროექტის მიზანი ერთი მხრივ, ბიზნესებისთვის ადამიანური და დროის რესურსების დაზოგვის ხელშეწყობაა, მეორე მხრივ კი ამ მიმართულებით ახალი სტარტაპების გაჩენის სტიმულირება.

 

პროექტი სამ ეტაპად მიმდინარეობდა და მის ფარგლებში, მონაწილეებს ისეთი პროექტები უნდა წარედგინათ, რომლებიც ბიზნესებისთვის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებასა და პროცესების ავტომატიზირებას შეუწყობს ხელს.

 

თიბისის აპლიკაციების კონკურსის მხარდამჭრები არიან -  FMO და GITA.

 

კომენტარები