5 მაისი 14 წუთის საკითხავი
თიბისის აპლიკაციების კონკურსის ფინალისტები გამოვლინდნენ

დღეს ციფრული სერვისების, აპლიკაციებისა და ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია.

 

თანამედროვე ადამიანები ყოველდღიური ცხოვრებისეული რუტინის გამარტივებაზე მუდმივად ფიქრობენ. თუმცა, ნებისმიერ კარგ იდეას, შესაბამისი მხარდაჭერაც სჭირდება.  სწორედ ამიტომ თიბისიმ აპლიკაციების კონკურსი  დაიწყო, რომლის მიზანი ერთი მხრივ, ბიზნესებისთვის ადამიანური და დროის რესურსების დაზოგვის ხელშეწყობაა, მეორე მხრივ კი ამ მიმართულებით ახალი სტარტაპების გაჩენის სტიმულირება.

 

კონკურსი წელს  მეორედ ტარდება, მისი ფინალისტების ვინაობა კი უკვე ცნობილია. ფინალში ის 11 მონაწილე გადავიდა, რომლებმაც საუკეთესო იდეები წარმოადგინეს. იდეებს პრაქტიკაში რეალური განხორციელების პერსპექტივა გააჩნიათ ან ისინი უკვე რეალობადაა ქცეული და აპლიკაციები ბიზნესებსა და დამიანების ცხოვრებას უმარტივებს.

 

კონკურსის ფინალისტი აპლიკაციებია:

  1. Gamo Carploonig - ერთი მიმართულებით მიმავალ ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და საწვავის თანხის განაწილებას სთავაზობს.

  1. Inventors - მომხმარებლებს სთავაზობს იდეალურ მდგომარეობაში საჭირო ნაწილების მოძიებას, რელევანტურ ფასს, მდგომარეობის განსაზღვრას, გარანტიას, ნაწილის მიწოდებას და ელექტრონულ ტრანზაქციებს.

  1. აუტონომი - სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციას, მათ შორის, ბანკებს საშუალებას აძლევს დისტანციურად მარტივად მოახდინონ მომხმარებლების იდენტიფიცირება და მათზე ციფრული სერვისების ადაპტირება.

  1. Email Commander - Gmail-ზე შემოსული და გაგზავნილი წერილების ძიებასა და ორგანიზებაში ეხმარება მომხმარებელს.

 

  1. OFFERME - კომპანიებს ეხმარება უფრო ეფექტურად მართონ შეთავაზებები და გაიცნონ თავისი მომხმარებლები, მეორე მხრივ, მომხმარებლებს უმარტივებს და უზოგავს დროს, რათა მოძებნონ მათზე მორგებული შეთავაზებები.

  1. TYPLINE -  მართვის ქლაუდ სისტემა კომპანიებს საშუალებას აძლევს მომხმარებელს დააჯავშნინონ ადგილი რიგში ონლაინ.

  1. Reflectმენეჯერებსა და დასაქმებულებს შორის ურთიერთობებისა და პროფესიული კავშირების განვითარებას უწყობს ხელს.

  1. სალუსი  - ხელმისაწვდომი იქნება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისა და კომპანიის დირექტორისთვის. გადანაწილებულ მოვალეობებზე და პასუხისმგებლობებზე შესაბამის დასაქმებულებს მუდმივად მიუვათ შეტყობინებები, რაც მოაგვარებს პასუხისმგებლობის და კომუნიკაციის საკითხს.

  1.  MailMock - პროგრამისტებს ეხმარება კოდის იმ ნაწილის გამოცდაში, რომელიც მეილების გაგზავნაზეა პასუხისმგებელი.

  1. Cloud Recording Plaftorm -განკუთვნილია უსაფრთხოების კამერებიდან ან ნებისმიერი სხვა წყაროდან ვიდეო სიგნალის ქლაუდ სერვისში შენახვის, ანალიზისა და სურვილის შემთხვევაში საჯარო გავრცელებისათვის.

  1. PAYZEE - ელექტრონული კომერციის სივრცეში თანამედროვე და მოქნილი გადახდების პლატფორმა

 

ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები საჯარო პრეზენტაციაზე ტექნიკურად წარმოადგენენ პროტოტიპებს. კონკურსის შედეგად ჟიური 3 გამარჯვებულს მაისის ბოლოს გამოავლენს. გამარჯვებული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი - 15 000 ლარით დაჯილდოვდებიან.

 

პროექტი FMO-ს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ბლოგში გაგაცნობთ თიბისის აპლიკაციების კონკურსის ფინალისტებს და  უფრო დეტალურად მოგიყვებით მათ მიერ შექმნილ იმ გადაწყვეტების შესახებ.

კომენტარები