13 მაისი 3 წუთის საკითხავი
აპლიკაციების კონკურსის ფინალისტი - MailMock

მინდია ჩუბინიძემ თიბისის აპლიკაციების კონკურსში პროექტი MailMock წარმოადგინა. ეს აპლიკაცია პროგრამისტებს ეხმარება კოდის იმ ნაწილის გამოცდაში, რომელიც მეილების გაგზავნაზეა პასუხისმგებელი.

 

„პროექტი MailMock არის უნიკალური ხელსაწყო რომელიც კომპანიებს და დეველოპერებს დაეხმარება პროექტების ტესტირების პროცესში და მათ გაუადვილებს კოდის იმ ნაწილის ტესტირებას, რომელიც პასუხიმგებელია მეილების გაგზავნაზე."

 

მინდა ამბობს, რომ თიბისის აპლიკაციების კონკურსი მისთვის დამატებითი მოტივაცია იყო და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მასში მონაწილეობის მიღება. ამბობს, რომ ასეთი კონკურსები ხელს უწყობს ეკოსისტემის განვითარებას და ტექნოლოგიების პოპულარიზაციას.

კომენტარები