7 ივლისი 12 წუთის საკითხავი
Think 360

Think 360 - კომპანია, რომელიც ბაზარზე 360 გრადუსის კონტენტის მქონე სურათებისა და ვიდეოების გამოჩენისთანავე შეიქმნა, დაინტერესებულ ადამიანებს ვირტუალური ტურების შექმნის შესაძლებლობას სთავაზობს. იმ პერიოდში ქართული ბაზრისთვის უცნაურმა შეთავაზებამ პოპულარობის მოპოვება საკმაოდ მოკლე პერიოდში მოახერხა.

 

"მაშინ ვიფიქრეთ და დღემდე ვფიქრობთ, რომ ვირტუალური რეალობა კაცობრიობის მომავალია და სწორდ ამ კუთხით უნდა გადაგვედგა ნაბიჯები. ამიტომაც შევქმნეით 360 გრადუსიანი ფოტო-ვიდეო გადაღების მომსახურება. პირველ რიგში უნიკალურია ტექნოლოგია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ და შემდეგ უკვე სერვისი, რომელიც ჩვენი მომხმარებლის მარკეტინგული მიზნების განსახორციელებლად არის შექმნილი

 

 

ჩვენ ვქმნით 360 გრადუსით სურათებსა და ვიდეოებს და არა უბრალოდ ვქმნით, ჩვენ ვაკავშირებთ მათ ერთმანეთთან, ვადებთ ტექსტურ კონტენტს, მუსიკას და საბოლოოდ ვქმნით ვირტუალურ ტურს, რომელიც წარმოადგენს ერთ მთლიან სივრცეს და მრავალ შესაძლებლობას," - განმარტავს სტარტაპის დამფუძნებელი სანდრო სისაური.

 


შეთავაზებული სერვისი ქართველი მომხმარებლისთვის სრულიად უცხო იყო. ამას უკავშირდებოდა სტარტაპის პირველი სირთულეებიც, რომელთა გადალახვაც მალევე მოხდა.

 

 

"საკმაოდ რთულია, ქართულ ბაზარზე ინოვაციური სერვისი შექმნა და დაანახო კომპანიებს მათი საჭიროება. ისინი ხომ დღემდე ამ სერვისის გარეშე მოვიდნენ, ამიტომ

ვერ ხვდებიან, რატომ უნდა გამოყონ ზედმეტი ხარჯები ამისთვის. თუმცა საკმარისია რამდენიმემ გამოიყენოს სიახლე და ბაზარი ნელი ტემპით იწყებს ათვისებას. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც".

სტარტაპერების კიდევ ერთი სირთულე დროის დეფიციტი იყო. სტარტაპის გამართულად და წარმატებით ოპერირება დამფუძნებლებისგან საკმაო დროს მოითხოვდა. ზოგადად, სტარტაპთან დაკავშირებული რისკის მიუხედავად, მათ არსებული სამსახურებიდან წამოსვლა გადაწყვიტეს დროის დეფიციტის გამო. თუმცა სანდროს თქმით, სწორედ ეს იყო წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.



 

ამჟამად Think 360 "თიბისი სტარტაპერის" მონაწილეა, რაც უკვე წარმატებულ სტარტაპს მეტად განვითარებასა და ცნობადობის ზრდაში ეხმარება.

"
პროექტში მონაწილეობა მრავალმხრივ სასარგებლოა ჩვენთვის. პირველ რიგში უფრო მეტი ადამიანი გაიგებს, რომ ვარსებობთ. ასევე, "თიბისი ბანკი" მომავალში ახალი პროდუქტების დანერგვაში სხვადასხვა რესურსებით დაგვეხმარება," - ამბობს სანდრო
.