4 მაისი 10 წუთის საკითხავი
Servis.ge- სერვისების სერვისი

ბოლო დროს არც ერთ სერვისს არ ვიყენებ სხვისი რეკომენდაციის გარეშე. მით უფრო, როცა საქმე სახლის რემონტს ან ტექნიკის შეკეთებას ეხება. ჩემი მეგობრები კი, სოციალურ ქსელში აქტიურად ეძებენ ძიძებსა და მასწავლებლებს, დამლაგებლებსა თუ ფოტოგრაფებს. ხშირად მიფიქრია, რა კარგი იქნებოდა, რომ არსებობდეს ბაზა, ერთგვარი კატალოგი და ტელეფონზე საუბრის, წინასწარი შეხვედრის ან დროის კარგვის გარეშე შემეძლოს მარტივად შევუკვეთო მომსახურება.

 

“servis.ge”- ასე ჰქვია სტარტაპს, რომელიც აპრილში, დაარსებისთანავე, გავიცანი. “servis.ge” ერთგვარი პლატფორმაა დასაქმების მსურველთათვის და სერვისის მაძიებლებისვის. ვებგვერდის მეშვეობით მარტივად ხდება სპეციალისტების რეგისტრაცია და მათი საქმიანობის პორტფელის შექმნა. ასევე, ძალიან მარტივად, სერვისის მაძიებელი აკეთებს განცხადებას და ელოდება, როდის გამოეხმაურება მას ქალაქის საუკეთესო, გამოცდილი თუ დამწყები სპეციალისტი. მომხმარებელი, გამომდინარე საჭიროებიდან და ბიუჯეტიდან, სასურველ კანდიდატს უკავშირდება.

სისტემა საკმაოდ მარტივია და უკვე ასი განსხვავებული სფეროს სამასამდე სპეციალისტს აერთიანებს. რაც მთავარია, “servis.ge”-თ სარგებლობა საქართველოს ნებისმიერ ქალაქშია შესაძლებელი, ეს კი  დამატებითი კომფორტია მათთვის, ვინც თბილისში ცხოვრობს და რომელიმე სერვისის შეკვეთა ბათუმში ან თელავში სურს.

 

“servis.ge”-ც ერთგვარი სერვისია, რომლის შექმნაც როინ ლამპარაძეს დიდხანს სურდა. ყველაფერი საკუთარი გამოცდილებითა და დანაზოგით შექმნა და იმედი აქვს, რომ უამრავ ადამიანს დაეხმარება დასაქმებასა და სასურველი სერვისის პოვნაში.

და მაინც, ყოველთვის ჩნდება შეკითხვა: რატომ უნდა ვენდო სპეციალისტს, რომელსაც ვებგვერდი მთავაზობს? ძალიან მალე ვებგვერდს შეფასების სისტემა დაემატება და დამკვეთებს შესაძლებლობა ექნებათ, შეაფასონ სპეციალისტები. კომპანია კი, თავის მხრივ, გააკონტროლებს სპეციალისტებს სამუშაო პროცესში და ცხადია, მათ ინტერესებსაც დაიცავს.

 

“servis.ge”-ზე სერვისის განთავსება მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეუძლიათ. მათი მომსახურებით სარგებლობა კი, იურიდიულ პირებს მხოლოდ ერთჯერადად შეეძლებათ. სტარტაპის დამფუძნებლის  აზრით, ეს დამატებითი მოტივაციაა სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებისთვის.

ბოლო დროს ჩასაფრებული ველოდები ჩემი მეგობრების პოსტებს- „მირჩიეთ ძიძა“ ან „ტელევიზორი გამიფუჭდა, ვის მივმართო?“ - მათ  აუცილებლად ვურჩევ  „servis.ge“-ს.

 

ავტორი: თაკო ფოლადაშვილი

კომენტარები