5 სექტემბერი 24 წუთის საკითხავი
SavvY Education


ბიზნესის განვითარება და კაპიტალის გაზრდა ნებისმიერი კომპანიის მთავარი საზრუნავიათუმცა, ზოგჯერ საკმაოდ პერსპექტიულ კომპანიებსაც კი ხვდებათ ისეთი შემაფერხებელი ფაქტორები, რომლებიც მათ წინსვლას ხელს უშლიან. სწორედ ამ სირთულეების დაძლევაში დახმარება გახდა SavvY Education-ის შექმნის მთავარი მიზანი. კომპანია, რომელიც ბაზარზე ინოვაციური ტრენინგებით შემოვიდა, აქტიურ საქმიანობას 11 სექტემბრიდან დაიწყებს. SavvY Education- სამი დამფუძნებელი ჰყავს: მარიამ ქოიავა, მიხეილ ხიდურელი და თორნიკე ჩხაიძე.

დეტალებზე  SavvY Education-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მარიამ ქოიავა საუბრობს:




რა არის SavvY Education-ის ტრენინგების ძირითადი მიმართულება და მიზანი?

ჩვენ შევისწავლეთ მსოფლიოში წამყვანი ტრენინგ ცენტრების გამოცდილება, სწავლების უახლესი მეთოდები და ამ სფეროში არსებული გამოწვევები. შედეგად, მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკისა და ჩვენი გამოცდილების გაერთიანებით შევქმენით ტრენინგები, რომლებიც ქართულ ბაზარს რიგ სიახლეებს სთავაზობს. მაგალითად: ინოვაციური და ფასისა და დროის მხრივ მოქნილი სატრენინგო პროდუქტები, ტრენინგის დასრულების შემდგომ SavvY Education-ის წევრობა, რაც გულისხმობს განუსაზღვრელი ვადით ნებისმიერი პროფესიული კითხვების დასმას და რელევანტური პასუხების მიღებას.

SavvY Education-ის გუნდი წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობის შედეგად, ახლოს ვეცნობით ქართულ ბაზარზე არსებულ პრობლემებსა და ბიზნესის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებს. შესაბამისად, ვცდილობთ ამ პრობლემების გამომწვევი მიზეზების გამოკვლევასა და გადაჭრის გზების დასახვას.ჩვენი მიზანია, მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის შედეგად მიღებული პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს.





რა სარგებელი აქვს ტრენინგებს კომპანიისთვის და დასაქმებულისთვის?

ტრენინგებს გრძელვადიანი სარგებელი აქვს როგორც კომპანიისთვის, ისე გუნდის წევრებისათვის. ამას ადასტურებს მსოფლიოს მრავალი წარმატებული კომპანიის გამოცდილებაც, მაგალითად, Amazon- ყოველწლიურად აფინანსებს თანამშრომელთა სწავლის ხარჯების 95%-. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით, ქართულ ბაზარს არ მიეწოდება ინოვაციური, პრაქტიკული და ხარისხიანი ტრენინგები. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ჩვენი წვლილი შეგვეტანა აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში და დავაარსეთ ინოვაციური ტრენინგებისა და ვორქშოპების ცენტრი - SavvY Education - რომელიც მომხმარებელს შესთავაზებს თავიანთი საჭიროების შესაბამის სასწავლო პროდუქტებს.

ყველასთვის ცნობილია, კომპანიის წარმატებას დიდწილად განსაზღვრავს კვალიფიციური და მოტივირებული გუნდი, რომელიც იზიარებს კომპანიის ხედვას და ცდილობს წვლილი შეიტანოს მის ზრდასა და წარმატებაში. ასეთი გუნდის დაკომპლექტება და შენარჩუნება კი თითოეული კომპანიისათვის უდიდესი გამოწვევაა.





რა  სახის ტრენინგებს სთავაზობს SavvY Education მსმენელებს?

SavvY Education მომხმარებელს სთავაზობს ტრენინგებს ორი მიმართულებით: ბიზნეს ეფექტურობა და პიროვნული ეფექტურობა.

ბიზნეს ეფექტურობა მოიცავს ბიზნესის ეფექტურად მართვასთან დაკავშირებულ სასწავლო პროდუქტებს. უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური აღრიცხვის ახალ სტანდარტებზე (IFRS) გადასვლამ, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანმდევი პროცესია, ბევრი კომპანია რიგი სირთულეების წინაშე დააყენა. ამ მიმართულებით ჩვენ სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელს ვთავაზობთ საჭიროებაზე მორგებულ ტრენინგებს.

პიროვნული ეფექტურობის სასწავლო პროდუქტები კი, მიზნად ისახავს დაეხმაროს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს ისეთი პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში, როგორებიცაა: ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი, მოლაპარაკების წარმატებით წარმართვა და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ ტრენინგებს პრაქტიკოსი ტრენერები ჩაატარებენ. ნებისმიერი ჩვენთან დასმული შეკითხვა პრაქტიკული მაგალითებით იქნება ახსნილი. ჩვენმა ტრენერებმა მკაცრი შესარჩევი კონკურსი გაიარეს და თითოეული მათგანი თავისი საქმის სპეციალისტია.

 




როგორია ტრენინგების ხანგრძლივობა და ღირებულება?

 

ტრენინგები სხვადასხვა ხანგრძლივობისაა, მაგალითად, გრძელვადიანი ტრენინგების გარდა, რომელიც სიღრმისეულად განიხილავს შესაბამის თემას და მოიცავს მრავალ პრაქტიკულ მაგალითს, ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ რამდენიმე საათიან ვორქშოპებს, რომელიც ემსახურება მათი საჭიროებიდან გამომდინარე ერთი კონკრეტული საკითხის სწრაფად და ეფექტიანად განხილვას. გრძელვადიანი ტრენინგი ხუთ კვირიანია და მისი ღირებულება 650 ლარს შეადგენს, რაც შეეხება სემინარს, მისი ფასი 50 ლარია. 14 საათზე მეტი ეფექტური სატრენინგო კურსის გავლის შემთხვევაში, ტესტირების შემდეგ, გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.





რას გეგმავს SavvY Education ახლო მომავალში?

SavvY Education-ის უახლოესი გეგმა კორპორატიულ ბაზარზე გასვლაა. გვინდა ბევრი პარტნიორი კომპანია გვყავდეს, რომელთა თანამშრომლებსაც ჩავუტარებთ ტრენინგებს და დავეხმარებით განვითარებაში. გრძელვადიან პერიოდში კი ბაზარს ონლაინ ტრეინინგებსაც შევთავაზებთ. ცოტა ხნის წინ, როცა ტრენინგ ცენტრის დაფუძნება გადაწყდა, „თიბისი ბანკისსტარტაპ პროგრამაში ჩავერთეთ და სტარტაპ სესხით ვისარგებლეთ. ეს თანხა დაგვეხმარა იმაში, რომ ძალიან მოკლე დროში დაგვესრულებინა ყველანაირი სამუშაო და ბაზარზე მაქსიმალურად სწრაფად შევსულიყავით. ჩვენი ტრენინგ ცენტრი მუდმივად განვითარებადი იქნება. კომპანიის მიზანია, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს მისთვის სასურველი ტრენინგ კურსი მაქსიმალურად მოკლე დროში შევთავაზოთ.





#სტარტაპერი #გვეამაყები
ავტორი: Bpn.ge
ფოტოები: ADvan



კომენტარები