23 მარტი 8 წუთის საკითხავი
Safesept - სწორ დროს, სწორ ადგილას

„სწორ დროს სწორ ადგილას“ - ალბათ, ბიზნესში მსგავსი მომენტუმი ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა Safesept-ის შემთხვევა ისეთი არაა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.

 

„2018 წელს ჩემი პატარა შვილისთვის მსურდა მეყიდა ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო სადეზინფექციო ხსნარი. ძალიან ბევრი ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე. მაშინ ვიფიქრე, რომ კარგი ბიზნეს იდეა იყო და პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად Safesept დავაფუძნე.“

 

ასე შეიქმნა დღეს უკვე წარმატებული და მოთხოვნადი სტარტაპი, რომელიც სადეზინფექციო და სტერილიზაციისთვის საჭირო ხსნარებს ამზადებს.

 

სტარტაპის ცხოვრება შეგვიძლია უკვე ორ ნაწილად დავყოთ. თუმცა თავად თამთა აღნიშნავს, რომ მთავარია სირთულეები ყველამ ერთად დავძლიოთ და ახლა მოგებაზე ნაკლებად ფიქრობენ. მისი თქმით, პროდუქციაზე ფასებიც კი დაწიეს, რათა ყველასთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო სადეზინფექციო ხსნარი.

ახლა ისინი 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, თავდაპირველად 2-3 ადამიანი აკეთებდა ყველაფერს, დღეს კი თანამშრომლების რაოდენობა საწარმოს გარდა, ათჯერაა გაზრდილი და მუდმივად იმატებს მოთხოვნასთან ერთად.

 

როგორც თამთა ამბობს, ყველაზე დიდი მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან ზედაპირისა და ხელის სადეზინფექციო ხსნარებზეა და ყველა სხვა პროდუქტის დამზადება ჯერჯერობით შეჩერებულია. რაც შეეხება უსაფრთხოებას, Safesept-ის ხსნარები 0 თვის ასაკიანი ბავშვებისთვისაც კი უსაფრთხოა და სრულად ნატურალური ინგრედიენტებისგანაა დამზადებული. მისი შეძენა ფიზიკურ მაღაზიაშიც შეიძლება, თუმცა ონლაინ გამოწერის სერვისიც ხელმისაწვდომია და 2-დან 4 დღეში ადგილზე მოგიტანენ. თავდაპირველად მიტანა მეორე-მესამე დღესვე შესაძლებელი იყო, თუმცა მოთხოვნამ მიწოდების ხანგრძლივობა გაზარდა.

 

დღეს არამხოლოდ Safesept-მა, არამედ სხვა უამრავი სახის ბიზნესმა ნახა გამოსავალი და ახალი შესაძლებლობები: მიტანის სერვისი, ონლაინ კონფერენციების პროგრამა Zoom, პირბადეები და მრავალი სხვა.

კომენტარები