15 აპრილი 10 წუთის საკითხავი
Potato.ge - კარტოფილი შინიდან გაუსვლელად

სახელმწიფოს ეკონომიკური, პოლიტიკური თუ კულტურული განვითარების პროცესში, როცა დასაქმებულთა რიცხვი იზრდება, სულ უფრო მეტი ადამიანი განიცდის თავისუფალი დროის დეფიციტს. ყოველდღიური რუტინითა თუ სამსახურში გატარებული მძიმე დღით გადაღლილ ადამიანებს თითქმის აღარ რჩებათ დრო პირადი თუ საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად.

პროდუქტების საყიდლად მაღაზიებსა თუ ბაზარში სიარული ერთ-ერთი ასეთი დამღლელი საქმეა, რაც ჩვენგან დროს, ენერგიას და ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ამ მოვალეობას ყველა თავისებურად უმკლავდება - ზოგი დამხმარე ადამიანს ქირაობს, ზოგს ბაზარში წასასვლელად დასვენების დღეები აქვს გამოყოფილი. განსაკუთრებით კრეატიული ადამიანები კი ვითარებას უფრო ზოგადად, დამკვირვებლის თავლით აფასებენ და პრობლემის მოგვარების ყველასთვის მომგებიან, მარტივ გზებზე ფიქრს იწყებენ.

 

Potato.ge არის კომანია, რომელმაც ერთ-ერთი ასეთი პრობლემის მოგვარება თავის თავზე აიღო და მისი გადაჭრის მარტივი გზა შემოგვთავაზა: მის მიერ შექმნილი ვებგვერდის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ შინიდან გაუსვლელად, ნებისმიერ დროს იყიდოთ ნებისმიერი რაოდენობის ჯანსაღი, ახალციხიეში მოყვანილი კარტოფილი, რომელსაც,  ვებგვერდზე მარტივი პროცედურის გავლის შემდეგ, კომაპიის წარმომადგენლები თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე მოგართმევენ.

 „Potato.ge-ს მიზანია, ერთი მხრივ, მომხმარებელი იყოს დაცული არაკეთილსინდისიერი გამყიდველისგან, რომელიც ხშირ შემთხვევაში ყიდის უხარისხო, უცხოეთიდან შემოტანი კარტოფილს და ასაღებს როგორც ახალციხისას. მეორე მხრივ, შევეცადეთ გაგვემარტივებინა საქმე ჩვენი მომხმრებლისთვის, განსაკუთრებით დიასახლისებისთვის, რომლებსაც არც დრო აქვთ და არც ენერგია, რომ ბაზარში იარონ, იყიდონ კარტოფილი, ჩადონ მანქანაში თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და წაიღონ სახლში,“ - ამბობს Potato.ge-ს დამფუძნებელი, ზაურ დანელია.

 

Potato.ge 2018 წლის სექტემბერიში დაფუძნდა და პირველივე დღიდან შეიძინა კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელი. ამ დრომდე კომპანია კარტოფილს დიდწილად ახალციხელი ფერმერებისგან ყიდულობდა, თუმცა ბიზნესი იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ დამფუძნებლებმა მიწის ყიდვა და კარტოფილის თავად მოყვანა გადაწყვიტეს. შესაბამისად, ახალ სეზონზე Potato.ge უკვე საკუთარი ხელით მოყვანილ, ბიოლოგიურად სუფთა კარტოფილს შემოგვთავაზებს, რომლის ხარისხსაც ლაბორატორიული კვლევის შედეგად მიღებული სერთიფიკატით დაადასტურებს.

 

ასე რომ, კარტოფილის მოყვარულებს ისღა დაგვრჩენია, ვიჩქაროთ, შევიდეთ Potato.ge-ზე, გავიაროთ რეგისტრაცია და ახალი სეზონამდე წინასწარ შევუკვეთოთ ახალციხის, ბიოლოგიურად სუფთა, ყველაზე გემრიელი, მრავალფეროვანი და ჯანსაღი ბოსტნეული - კარტოფილი!

 

კომენტარები