19 ნოემბერი 11 წუთის საკითხავი
Pho - აზიური სამზარეულო

ვისაც ეგზოტიკური კერძები, მჟავე, ტკბილი, ცხარე და მარილიანი გემოების შეზავება გიყვართ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ აზიური სამზარეულოს ახალ ობიექტს, რომლის სახელიც სწორედ ცნობილ ტაილანდურ სუპს - „პოს“ უკავშირდება.

 

უკვე ყველასთვის საყვარელი ტაილანდელი მზარეულის, ჩაის მიერ მომზადებული პოს სუპის, ტრადიციული ფად თაისა თუ უგემრიელესი ტომ იამის სუპის გასინჯვის გარდა, „პოში“შეგიძლიათ კერძების თქვენთვის სასურველი კომბინაცია შექმნათ - მრავალფეროვან, ფერად, ახალ ბოსტნეულს დაბრაწული ქათმის მკერდი, ზღვის პროდუქტი და ბრინჯის, ატრიის, შუშის ლაფშის გარნირები შეუხამოთ, ზედ სოიოს, ოსტერისა თუ ოისინის სოუსები მოასხათ და ამგვარად სრულიად ახალი, უნიკალური კერძი გამოიგონოთ.

 

„მე და ჩემი პარტნიორი, პეტრე უბერი, ამერიკაში ვიზიტების დროს ხშირად ვსტუმრობდით აზიურ სამზარეულოს. სწორედ იქ გაგვიჩნდა იდეა, მსგავსი კვების ობიექტი საქართველოშიც გაგვეხსნა. ზუსტად ვიცოდით, რომ ეს ცხარე და მჟავე აზიური კერძები ქართველებს მოეწონებოდათ. არც შევმცდარვართ -„პომ“ უკვე დაიმსახურა მომხმარებლის სიყვარული, რაც იმანაც განაპირობა, რომ ჩვენ თავიდანვე ხარისხზე ვიყავით ორიენტირებული, იდეის გაჩენისთანავე ვთქვით, რომ თუ გავაკეთებდით ამ საქმეს, მთავარი აუცილებლად ხარისხი იქნებოდა,“ - ამბობს „პოს“ერთ-ერთი დამფუძნებელი, ოთარ იზორია.

როგორც ცნობილია, ტრადიციულ ვოკის ტაფაზე კერძების მომზადებას განსაკუთრებული სისწრაფე და გაწაფული ხელი სჭირდება, რაც საბოლოოდ აზიური კერძების გემოს განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, „პოში“ კერძებს საგანგებოდ შერჩეული ტაილანდელი მზარეულები ამზადებენ.

 

კერძებისთვის საჭირო ძირითადი მასალა, ხორცი და ბოსტნეული, ადგილობრივი წარმოებისაა. სპეციფიკური ინგრედიენტები - სოიოს, ოსტერის, ოისინისა და მეხიკოს ცხარე სოუსები დამფუძნებლებს ევროპიდან და ამერიკიდან შემოაქვთ. ოთარ იზორია ამბობს, რომ მომავალი წლიდან ქართულ ბაზარზე ის აზიური ბოსტნეულიც გამოჩნდება, რომელსაც ამჟამად საზღვარგარეთ ყიდულობენ:

 

„მომავალი წლიდან ვგეგმავთ, შემოვიტანოთ რამდენიმე უცხო ბოსტნეულის თესლი, რომლებსაც ქართველი ფერმერები სათბურებში მოიყვანენ და ჩვენ ბოსტნეულს, რომელსაც ახლა უცხოელებისგან ვყიდულობთ, მათგან ვიყიდით. ამის შესახებ ფერმერებთან უკვე დავიწყეთ მოლაპარაკება.“

 

„პოს“პირველი ობიექტი თბილისში 7 თვის წინ გაიხსნა.  სულ მალე ტაილანდიდან საგანგებოდ შერჩეული მზარეულების ჩამოყვანა და 2 ახალი ფილიალის გახსნა იგეგმება, მანამდე კი ეწვიეთ „პოს“ აზიურ სამზარეულოს მისამართებზე: ქავთარაძის 37ა და ბახტრიონის 11ბ.
 

ავტორი: მაია ლიპარტელიანი

კომენტარები