27 მარტი 10 წუთის საკითხავი
OnWay - თქვენი გზავნილი გზაშია!

დღეს მინდა მოგიყვეთ ამბავი თუ როგორ მიხსნა „OnWay”-მ გრინჩად გადაქცევისგან.

 

დეკემბერი საიდუმლო სანტას თვეა. ალბათ, ძალიან იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელიც ამ თამაშს არ თამაშობს და უფრო იშვიათად  ისეთი ადამიანი, რომელიც ერთდროულად ორ- სამ ჯგუფთან ერთად არ თამაშობს საიდუმლო სანტას. ცხადია, მე უმრავლესობას ვეკუთვნი.

 

წელს ლამის გრინჩად ვიქეცი. დეკემბრის ბოლო დღეებში, როცა ქალაქში გადაადგილება შეუძლებელი იყო, მე კი დრო თითქმის არ მქონდა, სამი ადრესატი ელოდა ჩემგან საჩუქარს, მათ შორის ერთი- ბათუმში. ვიფიქრე, რომ ფოსტას მივმართავდი, მაგრამ ფოსტაში მისვლასაც დრო უნდოდა. ასე ვიპოვე „OnWay”.

„OnWay” ინოვაციური საკურიერო მომსახურებაა, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს  ამანათების, დოკუმენტებისა და ტვირთის მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს. ვებგვერდ  OnWay.ge-ზე, „Tracking” ნომრის მეშვეობით, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ გზავნილის სტატუსს, რომელსაც ასევე  შეტყობინების სახით მიიღებთ მობილურსა და ელფოსტაზე.

 

გარდა ამისა, საკურიერო სერვისის ინტეგრაცია ონლაინ გაყიდვების ვებგვერდთანაც შეიძლება, რაც დამატებითი სტიმულია სტარტაპერებისთვის.

 

ალბათ, გაინტერესებთ რითი გამოირჩევა  „OnWay” სხვა საკურიერო მომსახურებისგან. გარდა იმისა, რომ სწრაფი და სანდოა, რასაც ჩემი გამოცდილება ადასტურებს, მომსახურების ინოცავიური და მომხმარებელზე მორგებული პირობები აქვს. ეხმარება სტარტაპებს და მათთან ერთად დამატებითი სერვისების შექმნაზე მუშაობს. ძალიან მალე კი, ამანათის კონტროლი უკვე GPS იქნება შესაძლებელი.

 

სამომავლოდ „OnWay” გაზრდას გეგმავს, ჯერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გახსნის სერვისს ცენტრებს, შემდეგ კი, ამანათების გაგზავნასა ქვეყნის გარეთ დაიწყებს, დანერგავს ინოვაციურ ტექნოლოგიებს და საკურიერო მომსახურებას უფრო მარტივს და თანამედროვეს გახდის.

ჩემ ამბავს რომ მივუბრუნდეთ: დავრეკე „OnWay”-ში, ძალიან მალე მომაკითხა კურიერმა. ძალიან მეჩქარება, ამიტომ სწრაფი გზავნილი გამოვიყენე და სულ რაღაც 2 საათში ჩემი ამანათები ადრესატებს ჩააბარეს, მეორე დღეს კი, ბათუმშიც ჩაიტანეს.  დღის განმავლობაში ვებგვერდზე შესასვლელად არ მეცალა, მაგრამ ამანათის სტატუსის შესახებ ინფორმაციას შეტყობინენებით ვიგებდი.

 

წინ კიდევ ბევრი დღესასწაული და დატვირთული ცხოვრების რეჟიმია. იმედი მაქვს, რომ „OnWay” როგორც ჩემ, ისე თქვენ შემთხვევაში დიდ როლს ითამაშებს და ყოველდღიურ რუტინას სწრაფი და სანდო მომსახურებით შეამსუბუქებს.

 

ავტორი: თაკო ფოლადაშვილი

კომენტარები